საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ტარიელ ნაკაიძის, ხათუნა სამნიძის, პაატა მანჯგალაძის, არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიას და გიორგი ვაშაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/194; 13.04.2022) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-09
ბიუროს ნომერი 172 (11:30)
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-13144/22
08-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 18 აპრილის N144/4
გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, როგორც
წამყვან კომიტეტს გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრების: ტარიელ ნაკაიძის,
ხათუნა სამნიძის, პაატა მანჯგალაძის, არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიასა და გიორგი
ვაშაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/194; 13.04.2022). ამ ინიციატივის განხილვის ვადა
განსაზღვრულია 2022 წლის 15 სექტემბრამდე.
იმის გამო, რომ მომხსენებელი, თეონა აქუბარდია ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომაზე
დასწრებას (საზღვარგარეთ ყოფნის გამო), გთხოვთ ზემოაღნიშნულ კანონპროექტთან
დაკავშირებით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge