„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, ბექა ოდიშარია
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი; ისკო დასენი; ბეჟან წაქაძე; დავით სონღულაშვილი; ეკა სეფაშვილი; გელა სამხარაული; ლევან მგალობლიშვილი; ბაია კვიციანი; ირაკლი მეზურნიშვილი; ბექა ოდიშარია; ქეთევან დუმბაძე
ნომერი
#07-3/236/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 84 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად, განსაზღვრავს მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების განხორციელების წესს, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროებში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების გაწევის წესსა და პროცედურებს. 2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. 3. ამ კანონის მოქმედება მედია მომსახურების მიმწოდებელზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ვრცელდება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას: ა) მედია მომსახურების მიმწოდებელს აქვს სათაო ოფისი საქართველოში და სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში; ბ) მედია მომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ეწევა საქართველოში, მიუხედავად სათაო ოფისისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ადგილისა; გ) მედია მომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას ეწევა როგორც საქართველოში, ასევე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ან სხვა სახელმწიფოში, თუმცა, სათაო ოფისი აქვს საქართველოში; დ) მედია მომსახურების პროგრამებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქმიანობას არ ეწევა საქართველოში და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, მაგრამ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მედია მომსახურების სფეროში საქმიანობა დაიწყო საქართველოში და შენარჩუნებული აქვს სტაბილური და ეფექტიანი კავშირი საქართველოს ეკონომიკასთან. 4. ამ კანონის მოქმედება ასევე ვრცელდება შემდეგ მედია მომსახურების მიმწოდებლებზე (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა): ა) რომელიც სარგებლობს საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით; ბ) რომელიც არ სარგებლობს საქართველოში განთავსებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგურით, თუმცა იყენებს საქართველოს კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს; 5. მედია მომსახურების მიმწოდებელზე ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება, თუ მედია მომსახურება გათვალისწინებულია ექსკლუზიურად მესამე ქვეყნებში მისაღებად და მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით მიღება სტანდარტული სამომხმარებლო მოწყობილობით საქართველოს აუდიტორიის მიერ შეუძლებელია. 6. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ რადიო მაუწყებელზე, რომელიც იყენებს საქართველოს რადიოსიხშირულ სპექტრს. 7. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ ვიდეო მიმწოდებელზე, რომელიც: გაზიარების პლატფორმის მომსახურების ა) დაფუძნებულია საქართველოში; ბ) ჰყავს მშობელი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში; გ) ჰყავს შვილობილი საწარმო, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში; დ) იმ ჯგუფის წევრია, რომელშიც შედის ისეთი სუბიექტი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მშობელი ან შვილობილი საწარმო დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შვილობილი საწარმო საქართველოს გარდა დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში, მასზე ეს კანონი გავრცელდება, თუ მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო საქართველოსთან ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ჯგუფში შემავალი რომელიმე საწარმო საქართველოს გარდა დაფუძნებულია ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში, მასზე ეს კანონი გავრცელდება, თუ მისმა შვილობილმა საწარმომ საქართველოში უფრო ადრე დაიწყო საქმიანობა და ეს საწარმო საქართველოსთან ინარჩუნებს სტაბილურ და ეფექტიან ეკონომიკურ კავშირს”. 2. მე-2 მუხლის: ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;” ბ) „გ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ4“, - „გ6“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ4) მშობელი საწარმო - სუბიექტი, რომელიც აკონტროლებს ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს; გ5) შვილობილი საწარმო - სუბიექტი, რომელსაც აკონტროლებს მშობელი საწარმო ან ამ საწარმოში შემავალი ნებისმიერი სხვა საწარმო, რომელსაც საბოლოოდ აკონტროლებს მშობელი საწარმო; გ6) ჯგუფი - მშობელი საწარმო, მისი ყველა შვილობილი საწარმო და ყველა სხვა საწარმო, რომელთაც გააჩნიათ ეკონომიკური და სამართლებრივი კავშირი მათთან. გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მედია მომსახურების ან ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობა;” დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მედია მომსახურების მიმწოდებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;” ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ” ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან პროდუქცია, რომელიც თანაწარმოებულია ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის აუდიოვიზუალურ სექტორთან დაკავშირებული შეთანხმებების ფარგლებში და რომელიც აკმაყოფილებს ყოველ აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულ პირობებს, ასევე, ევროპული წარმოების პროდუქცია წარმოადგენს პროდუქციას, რომელიც ძირითადად დამზადებულია საქართველოში ან/და ევროკავშირის ერთი ან ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს რეზიდენტ ავტორებთან და სხვა პირებთან ერთად, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგი სამი პირობიდან ერთერთს: ა) პროდუქცია დამზადებულია ამ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის მიერ; ბ) პროდუქციის წარმოებას ზედამხედველობასა და ფაქტიურ კონტროლს უწევს ამ ქვეპუნქტში მითითებულ ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოში დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებელი; გ) ამ ქვეპუნქტში მითითებული სახელმწიფოებიდან თანამწარმოებლების სრულ თანაწარმოებაში გაწეული ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სახელმწიფოებიდან თანამწარმოებელთა მიერ გაწეულ ხარჯებს და თანაწარმოება არ ექვემდებარება აღნიშნული სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ დაფუძნებული ერთი ან ერთზე მეტი მწარმოებლის კონტროლს;” ვ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციების, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს;” ზ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ - „ს6“ ქვეპუნქტები: „ს1) მედია მომსახურება - აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და რადიო მაუწყებლობა. ს2) აუდიოვიზუალური მედია მომსახურება – მედია მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით პროგრამების მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის, მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ასეთ აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებას წარმოადგენს ამ კანონით განსაზღვრული ტელემაუწყებლობა ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება, ასევე, აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია. „ს3) აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი – ტელემაუწყებელი ან/და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც აკისრია სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შინაარსის არჩევაზე და განსაზღვრავს მისი ორგანიზების მეთოდს.” „ს4) ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება - მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითად მიზანი ან არსებითი ფუნქციონალია პროგრამების ან/და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზება, კერძოდ, ჩვენება, მონიშვნა და მიმდევრობა განისაზღვრება მისი მიმწოდებლის მიერ, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით.“ „ს5) მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლი - მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც შეადგენს ინდივიდუალურ მასალას, მისი ხანგრძლივობის მიუხედავად, შექმნილია მომხმარებლის მიერ და ატვირთულია ვიდეო გაზიარების პლატფორმაზე იმავე ან სხვა მომხმარებლის მიერ.“ ს6) ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას.“ თ) „ტ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ3“ და „ტ4“ ქვეპუნქტები: „ტ3) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი - აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი, რომლის მიერ განსაზღვრული პროგრამების კატალოგის საშუალებით მომხმარებელი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ, მის მიერ შერჩეულ დროს უყურებს პროგრამებს.” ტ4) სარედაქციო პასუხისმგებლობა – პროგრამების შერჩევასა და მათ ორგანიზებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება პროგრამების ქრონოლოგიური განრიგის საშუალებით მაუწყებლის მიერ, ან პროგრამების კატალოგის საშუალებით გამოძახებით მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ;” ი) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მედია მომსახურების ან/და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების დაწყება;” კ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც) პროგრამა – მოძრავი გამოსახულებების კრებული, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ტელემაუწყებლის მიერ ორგანიზებული ქრონოლოგიური განრიგის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელის კატალოგის შემადგენელ ინდივიდუალურ ნაწილს, ხანგრძლივობის განურჩევლად, ასევე, პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით რადიომაუწყებლის მიერ ეთერში ხმით გადაცემული რადიოპროდუქცია. პროგრამებს მიეკუთვნება მხატვრული, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმები, სპორტული ღონისძიებები, საბავშვო პროგრამები, ახალი ამბები, საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, ვიდეორგოლები, სერიალები და ა.შ.“ ლ) „ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი: ც1) სარედაქციო გადაწყვეტილება - გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება რეგულარულად სარედაქციო პასუხისმგებლობის განხორციელების მიზნით და უკავშირდება მედია მომსახურების ყოველდღიურ საქმიანობას. მ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი: „ძ1) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – გამოსახულება, ხმით ან ხმის გარეშე, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას. ასეთი პროგრამაში/მომხმარებლის სარგებლის სანაცვლოდ. აუდიოვიზუალურ გამოსახულებები გენერირებულ თან ვიდეორგოლში, აუდიოვიზუალური მედიამომსახურებას ახლავს და საფასურის სარეკლამო მოიცავს ან/და სხვა ეკონომიკური კომუნიკაცია წარმოადგენს კომერციულ ან ინტეგრირებულია რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement);” აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია ასევე მოიცავს რადიო მაუწყებლობის ეთერში განთავსებულ კომერციულ რეკლამას, ტელეშოპინგს, სპონსორობასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებას (Product Placement);” ნ) „ჰ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ჰ9) სპონსორობა – ვიდეოგაზიარების მომსახურების პლატფორმის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლის, პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის ჩართული მედიამომსახურების, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიწოდების მომსახურების ან შესაბამისი ნაწარმოებების შექმნის საქმიანობაში მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით; ო) „ჰ11“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან განთავსებული კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მედია მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს მედია მომსახურებას მეორე მედია მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით; პ) „ჰ13“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჰ13) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს;” ჟ) „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით რეგისტრაცია;” რ) „ჰ17“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ17) პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) − საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ან მომხმარებლის გენერირებულ ვიდეორგოლში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით;“ ს) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“ - „ჰ24“ ქვეპუნქტები: „ჰ21) ავტორიზებული პირი - კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედია მომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ;” „ჰ22) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია-მომსახურება – გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურება, აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მომხმარებლის არჩეული დროის მონაკვეთში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია-მომსახურების მიმწოდებლის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე;” „ჰ23) ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია – პროდუქტის, მომსახურების ან პროდუქტის მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის სახელის, სავაჭრო ნიშნის ან საქმიანობის სიტყვიერი ან გრაფიკული გამოსახულების პროგრამებში განთავსება მედია მომსახურების, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლის მიერ რეკლამირების განზრახვით იმგვარად, რომ ამ გამოსახულებათა პროგრამებში განთავსების დანიშნულებასთან მიმართებაში აუდიტორია შესაძლოა შეცდომაში შევიდეს. ამგვარი აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია პროგრამებში განზრახ განთავსებულად მიიჩნევა, თუ განხორციელებულია საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ; „ჰ24) ტერორიზმისკენ მოწოდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3301 მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ქმედება. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კანონმდებლობა მედია მომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში 1. მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 2. მედია მომსახურებისა კანონმდებლობის და ვიდეო ინტერპრეტაცია უნდა გაზიარების მოხდეს პლატფორმის „ადამიანის მომსახურების უფლებათა და სფეროში ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. 3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისათვის ან მეწარმე სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.” 4. მე-5 მუხლის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედია მომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურებების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია;” ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მედია მომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში კომისიის ფუნქციებია: ა) მედია მომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და მედია მომსახურებების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით; ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით; ე) სიხშირეების მინიჭება; ვ) მედია მომსახურებებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა; ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; კ) ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განსახორციელებლად მედია მომსახურებების საშუალებებით გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი; ლ) მედია მომსახურებების ან/და და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; მ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება; ნ) ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ო) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით; პ) საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; ჟ) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კომისია მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ მედია პლურალიზმის, კულტურული და ლინგვისტური მრავალფეროვნების, თანასწორობის, მომხმარებლების უფლებების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და თავისუფალი კონკურენციის განვითარების უზრუნველსაყოფად.“ 5. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.“ 6. მე-10 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, მისი გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებით, კომისიის მიერ მის ვებგვერდზე ქვეყნდება დაუყოვნებლივ.” 7. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მედია მომსახურების მიმწოდებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.” 8. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) რადიომაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ; ბ) მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმების მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ; გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ; დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ; ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ; მომსახურების ბაზრის ზ) საზოგადოებრივი აზრის, მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ; თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ; ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ; კ) აუდიტის დასკვნას. ლ) ავტორიზებული მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების შესახებ. მ) მედიაწიგნიერების ხელშეწყობისათვის განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.” 9. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე. 10. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV. მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია”; 11. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და ლიცენზირების მიზნებისთვის მაუწყებლობის სფეროს მიეკუთვნება მედია მომსახურებები და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურებები. 2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა გარდა საეთერო რადიო მაუწყებლობისა ექვემდებარება ავტორიზაციას. 4. ლიცენზია გაიცემა მხოლოდ რადიომაუწყებლობისათვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით. 12. 362 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 362 . ავტორიზაციის ორგანიზება მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს; ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას; გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას; დ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.”; 13. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. მაუწყებლობის სახეები და სახეობები/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სახეობები 1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. 2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე. 3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა. 4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის პროგრამების თემატიკა/თემატიკები. მაუწყებლობა, რომლის თემატიკა/თემატიკები. ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება საუნივერსიტეტო ავტორიზაციისას მაუწყებლობა მიეთითება არის სპეციალიზებული სამაუწყებლო პროგრამების 5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი. 6. პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო. 7. მაუწყებლობისათვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება: ა) მაუწყებლობის ენა/ენები; ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა; ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა. 8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისთვის ავტორიზაციისას მიეთითება: ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების ენა/ენები; ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია; გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დაწყების ვადა. 9. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის არხზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი რადიომაუწყებლის ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გავალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში.“ 14. 381 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 382 მუხლი: მუხლი 382. ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება 1. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.” 15. 401 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 402 მუხლი: მუხლი 402. კომერციული გადაფარვა 1. მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების გადაცემის კომერციული გადაფარვა ან მოდიფიცირება დაიშვება მხოლოდ მაუწყებლის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის თანხმობით. 2. მაუწყებლის/გამოძახებით ვიდეო მომსახურების მიმწოდებლის თანხმობა არ მოითხოვება: ა) როდესაც გადაფარვა ემსახურება მოწყობილობის კონტროლის ინტერფეისს ან პროგრამის ნავიგაციის ისეთ საშუალებებს, როგორიც არის ხმის სარეგულირებელი, ძებნის, ნავიგაციის, არხების სიის ფუნქციონალი; ბ) გადაფარვა ემსახურება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას. 3. დასაშვებია მონაცემების კომპრესიის ტექნიკის და სხვა ისეთი ტექნიკის გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს შესაბამისი მომსახურების მედიუმთან ადაპტაციას, მაუწყებლობის/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შინაარსის შეუცვლელად. 16. 451 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 451. ავტორიზაციის ერთიანი წესი 1. სათემო, კერძო ან საუნივერსიტეტო მაუწყებლობის, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ან ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახე, სახეობა და ქვესახეობა, რომლის ავტორიზაციასაც ავტორიზაციის მსურველი ითხოვს; ე) მაუწყებლობის ენა/ენები; ვ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს; ზ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია; ხანგრძლივობა. იგი საეთერო თ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა; ი) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა; კ) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის მიმწოდებლის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) ვებ–გვერდის ელექტრონული მისამართი, და ასევე, ინფორმაცია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია-მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების თაობაზე; ე) განსახორციელებელი საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ვ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების თემატიკა; 4. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურებაზე ავტორიზაციის მსურველი პირის მიმწოდებლის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან მეტს ფლობენ; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, თუ ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება განეკუთვნება სხვა მომსახურების ნაწილს, აღნიშნული მომსახურების შესახებ მონაცემები. ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები; ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმით განეკუთვნება მომსახურება ამ კანონით განსაზღვრული ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურებას, მომსახურების გავრცელების საშუალება. ზ) ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმის მიხედვით ვრცელდება მომსახურებაზე ამ კანონის მოქმედება. თ) ვებ–გვერდის ელექტრონული მისამართი, და ასევე, ინფორმაცია ვიდეო გაზიარების პლატფორმის -მომსახურების მიწოდების მიზნით გამოყენებული საშუალებების თაობაზე; ი) კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია; 5. მედია მომსახურების სფეროში ავტორიზაციის მსურველი პირის განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში – შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში - სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია; გ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დ) განსახორციელებელი აუდიოვიზუალური მედია მომსახურების ან რადიო მაუწყებლობის კონცეფცია; ე) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია; ვ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – ცნობა ნებადართული კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია განთავსებული კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაციები. ზ) საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირისათვის − ამ პუნქტის „ა”−„დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე ამავე პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში). 6. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. 7. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს წარმოუდგენლობის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ავტორიზაცია არ ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება. 8. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 9. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მედია მომსახურების ან ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას, ან ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 10. ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. 11. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 12. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; დ) მაუწყებელმა ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელმა უზრუნველყოს საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისათვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება; ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ) მედია მომსახურების უფლებამოსილების მიმწოდებელმა დამადასტურებელი კომისიას წარუდგინოს დოკუმენტაცია; პროგრამების უზრუნველყოს გავრცელების ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. 13. საქართველოში ავტორიზებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ შემდეგი სახის ინფორმაციის მარტივი და მუდმივი ხელმისაწვდომობა მის ვებ-გვერდზე: ა) ავტორიზებული პირის სახელი; ბ) ავტორიზებული პირის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; გ) ავტორიზებული პირის საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის ელექტრონული საფოსტო მისამართი, რაც უზრუნველყოფს მასთან სწრაფი და ეფექტიანი დაკავშირების შესაძლებლობას; დ) ინფორმაცია, რომ კომისია წარმოადგენს იმ კომპეტენტურ მარეგულირებელ ორგანოს, რომელსაც ავტორიზებული პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს; 14. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს; გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. 15. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე. 16. ავტორიზაცია შეჩერდება: ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით; ბ) მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე. 17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს. 18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 19. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. 20. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მედია მომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ. 21. ავტორიზაცია გაუქმდება: ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული; ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას. 22. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.”; 17. IV თავის შემდეგ დაემატოს IV1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV1 გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება მუხლი 452. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, არასრულწლოვნებსა და ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებით 1. გამოძახებით აუდიო-ვიზუალური მედია-მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი პროგრამების კატალოგში განათავსოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამები კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვნებმა ეს პროგრამები როგორც წესი ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ; ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია-მომსახურების ფარგლებში გავრცელებული პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების წესები დგინდება ამ კანონით და კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელმა შეთავაზებული კატალოგის არანაკლებ 30% უნდა დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უნდა უზრუნველყოს მისთვის კატალოგში თვალსაჩინო ადგილის მინიჭება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია-მომსახურების მიმწოდებლებზე, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ ან მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ. ამ პუნქტის მიზნებისთვის დაბალი შემოსავლისა და მცირერიცხოვანი აუდიტორიის განსაზღვრა ხდება კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. 18. IV1 თავის შემდეგ დაემატოს თავი IV2 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი IV2. მედია მომსახურებების მიღება, გავრცელება და ტრანზიტი მუხლი 453. მედია მომსახურებების მიღება და გავრცელება 1. საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართულია სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული მედია მომსახურებების თავისუფალი მიღება და გავრცელება. შეუზღუდავი 2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედია მომსახურების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე, თუ: ა) მედია მომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის პირველი პუნქტის, 561, 562 მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გათვალისწინებული დარღვევა, ან არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა ამ ქვეპუნქტით ბ) მედია მომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რისკს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას და უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდინა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა. 3. კომისიამ წერილობით უნდა შეატყობინოს მედია მომსახურების მიმწოდებელს და ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც ექცევა მედია მომსახურების მიმწოდებელი სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც კომისია გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დარღვევა კვლავ განმეორდება და მედიამომსახურების მიმწოდებელს მისცეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება სავარაუდო დარღვევის შესახებ; 4. თუ მედია მომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 552 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რისკს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას შესაძლებელია, კომისია უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში შეაჩეროს მედია მომსახურების გავრცელება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნების დაუცველად. ასეთ შემთხვევაში კომისიამ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა შეატყობინოს მედია მომსახურების მიმწოდებელს და ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოს, რომლის იურისდიქციაშიც ექცევა მედიამომსახურების მიმწოდებელი დარღვევისა და კომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. 19. IV2 თავის შემდეგ დაემატოს თავი IV3 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თავი IV3 ვიდეო გაზიარების პლატფორმების მომსახურება მუხლი 454. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გაატაროს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს მისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება: ა) რომელმაც, შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან ზნეობრივ განვითარებას; ბ) რომელიც მიმართულია პირის ან პირთა ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით დისკრიმინაციისკენ, ავრცელებს, აქეზებს, ახალისებს ან ამართლებს ამ ნიშნით მიუღებლობაზე დაფუძნებულ ზიზღს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მასალის შინაარსიდან გამომდინარე. გ) რომლის გავრცელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მუხლი 455 ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებით 1. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებით, რომელთა მარკეტინგი, გაყიდვა და ორგანიზება ხორციელდება მის მიერ. 2. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გაატაროს ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები იმ აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციებთან დაკავშირებით, რომელთა მარკეტინგი, გაყიდვა და ორგანიზება არ ხორციელდება მის მიერ. 3. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ წაყენებული მოთხოვნები: ა) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა იყოს ადვილად ამოსაცნობი. აკრძალულია ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია. ბ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციების განთავსებისას არ უნდა იყოს გამოყენებული ქვეცნობიერზე ზეგავლენის მომხდენი ტექნიკა; გ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია: გ.ა) არ უნდა არღვევდეს ადამიანის ღირსებას; გ.ბ) არ უნდა ქმნიდეს რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს; გ.გ) არ უნდა შეიცავდეს ისეთი ქცევის წახალისებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას; გ.დ) არ უნდა შეიცავდეს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი ქცევის წახალისებას, ე) აკრძალულია სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის, აგრეთვე ელექტრონული სიგარეტისა და კონტეინერების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის ყველა ფორმა; ვ) ალკოჰოლური სასმელების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად არასრულწლოვანთათვის და არ უნდა წაახალისოს ასეთი სასმელების ჭარბი მოხმარება; ზ) აკრძალულია იმ მედიკამენტებისა და სამკურნალო საშუალებების აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომლებიც რეცეპტით გაიცემა. თ) აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ უნდა იწვევდეს ფიზიკური, გონებრივი ან მორალური ზიანის მიყენებას არასრულწლოვანთათვის, ამიტომ, ისინი პირდაპირ არ უნდა მოუწოდებდნენ არასრულწლოვანებს შეიძინონ პროდუქტი ან მომსახურება მათი გამოუცდელობის ან ნდობის გამოყენებით, პირდაპირ არ უნდა წაახალისონ ისინი, რომ დაარწმუნონ მშობლები ან სხვები, რათა შეიძინონ რეკლამირებული საქონელი ან მომსახურება, არ უნდა გამოიყენონ არასრულწლოვანების განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლების, მასწავლებლებისა ან სხვა პირების მიმართ, არ უნდა ჩააგდონ არასრულწლოვანები სახიფათო სიტუაციებში. მუხლი 456 ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებების შესრულების ღონისძიებები ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გაატაროს და შეიმუშავოს შემდეგი ღონისძიებები და მექანიზმები: ა) მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლების, პროგრამების და სარეკლამო აუდიოვიზუალური კომუნიკაციის მიმართ ამ კანონით განსაზღვრული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების პირობებსა და წესებში; ბ) ფუნქციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ვიდეო-რგოლების ამტვირთავი მომხმარებლები შეძლებენ იმის დეკლარირებას, რომ ვიდეორგოლი შეიცავს აუდიოვიზუალურ სარეკლამო კომუნიკაციას, რამდენადაც მათ იციან ან უნდა იცოდნენ ამის შესახებ; გ) ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომხმარებლებისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებლებმა შეატყობინონ ან მიანიშნონ ვიდეო გაზიარების პლატფორმის პროვაიდერს ამ კანონის დარღვევით მასალის განთავსების თაობაზე ან შეაფასონ აღნიშნული მასალა; დ) ისეთი ფუნქციონირებადი პლატფორმის მომსახურების სისტემის შექმნა, მიმწოდებლები რომლის აუხსნიან მეშვეობითაც ვიდეო ვიდეო გაზიარების გაზიარების პლატფორმების მომხმარებლებს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებების და მინიშნებების შედეგებს; ე) ვიდეო გაზიარების პლატფორმების მომხმარებლებისთვის, ასაკის გადამოწმებისა და მშობლის კონტროლის სისტემები ისეთ მასალასთან მიმართებით, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან ზნეობრივ განვითარებას; ვ) მომხმარებელთა საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის გამჭვირვალე, ადვილად გამოსაყენებელი და ეფექტური პროცედურების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება; ზ) მედიაწიგნიერების მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება ამ ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების შესახებ; მუხლი 457 ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის გასატარებელი ღონისძიებების ადეკვატურობა და პროპორციულობა 1. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული. ღონისძიებების პირობები და მოცულობა განისაზღვრება პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მასალის განთავსებით გამოწვეული სავარაუდო ზიანი, დასაცავ პირთა ჯგუფის მახასიათებლები და ასევე ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლების, პლატფორმაზე მასალის ამტვირთავი მომხმარებლებისა და საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესები. 2. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის გასატარებელი ღონისძიებების პირობები და მოცულობა, მათ შორის, მიმწოდებლის ზომის, მომხმარებლების რაოდენობისა და მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნების გათვალისწინებით, დგინდება კომისიის მიერ. მუხლი 458 ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ზედამხედველობა და კონტროლი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს კომისია; 20. 49-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 49. არქივი ყველა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს მის მიერ გავრცელებული პროგრამები, ვიდეო-რგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები. დავის შემთხვევაში, დავასთან დაკავშირებული პროგრამები, ვიდეორგოლები და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციები, მის დასრულებამდე ინახება.“ 21. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა 1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით. 2. მაუწყებელმა მისი სატელევიზიო დროის მინიმუმ 10% (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტის და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით მისი პროგრამების ბიუჯეტის მინიმუმ 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილი ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს. 3. ამ მუხლი მე–2 პუნქტის შესაბამისად, ევროპული წარმოების პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის პროპორციულობა დაცული იქნება, თუ სატელევიზიო დრო გამოიყოფა ისეთი პროდუქციისთვის, რომლის გავრცელება ხორციელდება მისი შექმნიდან 5 წლის განმავლობაში. 4. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ ეროვნულ მაუწყებლებზე.”; 22. კანონს დაემატოს 512 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „512 მუხლი. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები 1. აუდიოვიზუალური ავტორიზებული მედია მომსახურების პირი ვალდებულნი არიან მიმწოდებელი განგრძობითად და და მაუწყებლობის ტრანზიტზე პროგრესირებადად უფრო ხელმისაწვდომი გახადონ საკუთარი მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პროპორციული ღონისძიებების გამოყენებით. კომისია ადგენს მედია მომსახურებების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობის სტანდარტებს. 2. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელმა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირმა 3 წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინონ ანგარიში კომისიას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების თაობაზე. 3. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ადგენს სამოქმედო გეგმას საკუთარი მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე და წარუდგენს კომისიას 3 წელიწადში ერთხელ. 4. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით იქმნება ერთიანი, ადვილად, საჯაროდ ხელმისაწვდომი (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის) ონლაინ საკონტაქტო პორტალი, რომელზეც განთავსება ინფორმაცია და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება საჩივრების მიღება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ხელმისაწვდომობის თაობაზე. 5. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლებმა კომისიის მიერ დადგენილი წესით უნდა უზრუნველყონ საგანგებო ინფორმაციის, მათ შორის საჯარო კომუნიკაციების და სტიქიური უბედურების სიტუაციების შესახებ განცხადებების გავრცელება იმგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 6. სმენადაქვეითებული, სმენის არმქონე, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებით და ჟესტების ენით) პროგრამების დამზადებისა და დამზადებასა და განთავსებასთან განთავსების წესს, მათ შორის, ასეთი პროგრამების დაკავშირებით მაუწყებლების, მაუწყებლობის ავტორიზებული პირებისა და გამოძახებითი აუდიო-ვიზუალური მიმწოდებლების უფლებებსა და ვალდებულებებს ადგენს კომისია.”; მედია ტრანზიტზე მომსახურების 23. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. „ 24. 52-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 521 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 521. პასუხის უფლება 1. დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2.დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება. 3. შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ: ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში; ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი; გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა; დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას, გამოიწვევს მაუწყებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობას, შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას. ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს; ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს. 4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან სასამართლოში.“ უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან 25. 551 მუხლის შემდეგ დაემატოს 552 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 552. სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის აკრძალვა 1. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. 2. იკრძალება ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ტერორიზმისკენ მოწოდებას. „ 26. 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნას; 27. 562 მუხლის შემდეგ დაემატოს 563 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 563. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების კომერციული მიზნით გამოყენების დაუშვებლობა აკრძალულია მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შეგროვებული ან მის მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემის დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვნის პროფილის შექმნის გზით, ქცევაზე მიზანმიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით. 27. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მედია მომსახურების მიმწოდებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის ან რეკლამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.”; 28. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-8 პუნქტები: „4. ტელემაუწყებლები, რომლებიც გადასცემენ მთავარ მოვლენას, მოკლე საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით, ვალდებულნი არიან სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით უზრუნველყონ სხვა მაუწყებლების დაშვება მთავარი მოვლენის გადაცემაზე. მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების პირობები დაშვების მსურველს უნდა ეცნობოს დროულად, მთავარი მოვლენის დადგომამდე იმგვარად, რომ მას საკმარისი დრო ჰქონდეს მთავარი მოვლენის გადასაცემად; 5. იმ შემთხვევაში, თუ ტელემაუწყებელი ფლობს მთავარი მოვლენის გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას, დაშვება აღნიშნული მოვლენების საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით, მოპოვებულ უნდა იქნას ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად; 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მთავარი მოვლენის გადაცემაზე დაშვების უზრუნველყოფის მიზნით ტელემაუწყებლებს საშუალება უნდა მიეცეთ თავისუფლად აირჩიონ მოკლე ნაწყვეტები ტელემაუწყებლის მიერ მიწოდებული სიგნალიდან, როგორც მინიმუმ მათი საინფორმაციო წყაროების მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. 7. მოკლე ნაწყვეტები გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების მიზნებისათვის. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების ფარგლებში, მოკლე ნაწყვეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგივე პროგრამა შეთავაზებულია გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი მაუწყებლის მიერ ჩანაწერის სახით. 8. ტელემაუწყებლის მიერ მოწოდებული სიგნალიდან მოკლე ნაწყვეტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 წამს. ტელემაუწყებელს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია მოკლე ნაწყვეტის გამოყენებისთვის. ასეთ შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაშვების უზრუნველყოფიდან პირდაპირ წარმოშობილი დამატებითი ხარჯების ოდენობას.“ 29. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის საკუთრება“. 30. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის საკუთრების გამჭვირვალობა 1. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ავტორიზაციის შესახებ; გ) მედია მომსახურების მიმწოდებელსა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ სუბიექტში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 2. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. 3. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში სხვა ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს. 4. ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.”; 31. 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 62. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის საკუთრების ცვლილება „1. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. იგი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე. 2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.“ 32. 63-ე მუხლის: ა) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23, - 27 პუნქტები: „23. აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია უნდა იყოს ადვილად ამოსაცნობი. აკრძალულია ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია. 24. იკრძალება ნებისმიერი სახით ომის პროპაგანდა რეკლამაში. 25. იკრძალება ისეთი რეკლამების განთავსება, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის. 26. რეკლამა, რომელიც შეიცავს პორნოგრაფიას, შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.” 27. იკრძალება ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი ქცევის წახალისებას.“ ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მედია მომსახურების მიმწოდებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.” „4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. რეკლამა და ტელეშოპინგი მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი სხვა ნაწილებისგან ოპტიკური, ხმოვანი ან/და სივრცითი ნაწილებით.”; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71 „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ალკოჰოლური სასმელის ტელეშოპინგზე. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება ფარმაცევტული პროდუქციის „14. საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით არ შეიძლება ტელეშოპინგზე.”; დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შეწყდეს, ხოლო საბავშვო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით შეიძლება შეწყდეს 30 წუთში ერთხელ. საბავშვო პროგრამის ტელეშოპონგით შეწყვეტა დაუშვებელია.“; ე) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. აკრძალულია მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში რაიმე პროდუქტის ან მომსახურების რეკლამის განთავსება.”; 33. 64-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა 6 საათიდან 18 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს და 18 საათიდან 24 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე, ურთიერთდამოკიდებული მაუწყებლების პროგრამებთან და აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებთან დაკავშირებით და ნეიტრალურ ჩარჩოებზე, რომლებიც განთავსდება პროგრამებსა და სატელევიზიო რეკლამას ან ტელეშოპინგის ჭრებს შორის და ინდივიდუალურ სარეკლამო ჭრებს შორის.“; ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31.მაუწყებლის არხზე, გარდა ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ღონისძიებების გადაცემისა, დაუშვებელია განცალკევებული კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსება.”; 34. 661 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი პირებისათვის გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადაპტაციისათვის გაწეული დამატებითი ხარჯები, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში გადაცემის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ, შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტების (ინვოისი, მიღება ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ.) დართვით. ხოლო, კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების დამზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს.” 35. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მედია მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.”; 36. 691 მუხლის პირველი მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება დასაშვებია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. აკრძალულია პროდუქტის განთავსება: ა) ახალი ამბების პროგრამებში; ბ) მომხმარებელთა უფლებების შესახებ პროგრამებში; გ) რელიგიურ პროგრამებში; დ) საბავშვო პროგრამებში. 3. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსსა და განრიგში განთავსებაზე, მაუწყებლობის შემთხვევაში ან კატალოგში განთავსებაზე- გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების შემთხვევაში, მათ შორის, მედია მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს. 3. პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება მკაფიოდ იდენტიფიცირებული უნდა იყოს. იმ პროგრამის დასაწყისში და დასასრულს, აგრეთვე ყოველი სარეკლამო ან სხვა სახის წყვეტის შემდეგ, რომელშიც ხდება პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება, ნათლად უნდა მიეთითოს ამის შესახებ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში ან/და გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისი მომსახურების ფარგლებში განთავსებულ დამოუკიდებელ პროგრამაზე.“. 37. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 70. ანგარიშვალდებულება 1. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამების, რეკლამის, სპონსორების შესახებ ინფორმაციისა და მომხმარებლის გენერირებული ვიდეო რგოლის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. 2. მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. 3. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების მიხედვით. 4. ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. 5. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ. 6. კომისია ადგენს მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედია მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მედია მომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა იყოს მედია მომსახურების მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები. 7. კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ, მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს. 8. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა. 9. კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.”; 10. კომისიის უწყებრივ რეესტრში აისახება ინფორმაცია იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლის შესაბამისადაც მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელზე ვრცელდება კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული იურისდიქცია. მედია მომსახურების მიმწოდებლებმა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლებმა უნდა შეატყობინონ კომისიას ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კომპეტენციის განსაზღვრაზე, არაუგვიანეს ცვლილების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში.“ 38. 71-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. უფლებამოსილია დამრღვევი დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისია ვალდებულია მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.”; 39. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი 1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. 2. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად. 3. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად. 4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს; 5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. 6. მედია მომსახურების და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“ 40. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე - 36-ე პუნქტები: „35. კომისიამ 2025 წლის პირველ იანვრამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული (აუდიოდესკრიფციით, ტელეტექსტური მომსახურებით, სუბტიტრებით და ჟესტების ენით) პროგრამების დამზადებისა და განთავსების წესი. 36. მედია მომსახურების მიმწოდებელი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა 2029 წლის პირველ იანვრამდე.“ მუხლი 2. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ საქმიანობას, ვალდებული არიან კანონით დადგენილი წესით გაიარონ ავტორიზაცია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. მუხლი 3. ეს კანონი, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი. ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრებს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად კანონმდებლობას და დაუახლოვოს თავისი საერთაშორისო კანონმდებლობა სამართლებრივ ევროკავშირის ინსტრუმენტებს აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სფეროში. საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან1 შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულების XXXIII დანართით. მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია შესაბამისობაში არ არის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან. გარდა იმისა, შესაბამისობაში რომ აღნიშნულ მოყვანა დირექტივასთან წარმოადგენს ქართული ასოცირების კანონმდებლობის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის წინაპირობაცაა. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით (№01/22329, 25/07/2022 წერილი) 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, პროგრამის ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის 1 2010 წლის 10 მარტის ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EC დირექტივა აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ გასაგრძელებლად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია 2010/13/EU ევრო დირექტივის (რომელიც შესწორდა №(EU2018/1808 დირექტივით) მოქმედ სექტემბრისთვის რედაქციასთან. ევროკომისიას არ თუ საქართველო წარუდგენს 2022 აღნიშნული წლის 30 მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ეროვნულ ანგარიშს, შესაძლებელია შეწყდეს „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს მონაწილეობა. გათვალისწინებული მედიის და ინტერსექტორულ შესაბამისად, ვალდებულებების მიმართულებებში ასოცირების შეთანხმებით შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ევროკავშირში საქართველოს სამართლებრივ ინტეგრაციასთან ერთად, 2010/13/EU ევრო დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დროული ჰარმონიზაცია 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის წინაპირობაც არის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) სხვადასხვა პროექტების ფარგლებში (მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარება“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს კანონმდებლობისა და აუდიოვიზუალური მედია დირექტივის დაახლოების პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტი“, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“), უცხოელ ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს კანონმდებლობასა და მითითებულ დირექტივას შორის შეუსაბამობების დადგენაზე, რა დროსაც გამოიკვეთა მთელი რიგი შეუსაბამობები, რამაც დღის წესრიგში დააყენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დამატებით შეისწავლა აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივაში 2018 წლის 14 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებები (DIRECTIVE (EU) 2018/1808 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL) და გამოვლინდა, რომ აღნიშნული ცვლილებებიც საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობაში სათანადოდ ასახვას. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივით გათვალისწინებული საკითხები წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს, შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს ქართული კანონმდებლობის აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა, აუცილებელია, რომ ცვლილებები შევიდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივის დღეს მოქმედ რედაქციასთან, კერძოდ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც გაითვალისწინებს ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს და უზრუნველყოფს ერთიან თანაბარ პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის. ამავდროულად, კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების პირებისთვის შენარჩუნება, შეზღუდული აუდიოვიზუალური უზრუნველყოფა, მედია არასრულწლოვანთა და შესაძლებლობების მომსახურებების და ხელმისაწვდომობის მომხმარებელთა სხვადასხვა ნიშნით მქონე დაცვა, მედია სიძულვილის ენის პლურალიზმის უზრუნველყოფა გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით, საკანონმდებლო რეგულირებას მაუწყებლებთან დაექვემდებარებიან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია ერთად მომსახურების მიმწოდებლები და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივის გათვალისწინებით, კანონპროექტით შემოდის „მედია მომსახურებების“ ცნება, რომელიც მოიცავს აუდიოვიზუალურ მედია მომსახურებებს და რადიო მაუწყებლობას. თავის მხრივ, აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი აუდიოვიზუალური მომსახურების სახეა და გულისხმობს მომხმარებლისთვის შეთავაზებულ მომსახურებას, აირჩიოს და უყუროს პროგრამებს მისი ინდივიდუალური მოთხოვნისამებრ და მის მიერ არჩეული დროის მონაკვეთში, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ შერჩეული პროგრამების კატალოგის საფუძველზე. კანონპროექტი მკაფიოდ განსაზღვრავს განსხვავებას მაუწყებელსა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელს შორის. მაუწყებელი სამაუწყებლო ბადით თავად განსაზღვრავს რა დროს, რა თანმიმდევრობით და რა პროგრამას უყუროს მომხმარებელმა, ისე რომ აუდიოვიზუალური პროდუქცია ყველა მომხმარებლისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია ანუ მომხმარებლები პროგრამებს უყურებენ მაუწყებლის მიერ ამ პროგრამათა გადაცემის დროს. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებელი თავად ირჩევს პროგრამათა კატალოგიდან თუ რომელ პროგრამას უყუროს და ამასთან, ამ პროგრამას უყურებს მისთვის სასურველ დროს და არა მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრულ დროს. გამოძახებით აუდიო ვიზუალური მედია მომსახურება ტელემაუწყებლობის მსგავსად დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას. კერძოდ, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდების მსურველი პირი ვალდებული იქნება, კომისიაში აუდიოვიზუალური მომსახურების მედია ავტორიზაცია. მომსახურების შესატყვისი არასრულწლოვნების კომერციული გაიაროს დასაცავი უშუალოდ მიწოდების მიმართ რეგულაციები: პროგრამული ღონისძიებების შემოღების აუდიოვიზუალური კომუნიკაციის გამოძახებით დგინდება ამ შეზღუდვები, ვალდებულებები, სტანდარტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცავი წესები, კატალოგში ევროპული პროდუქციისთვის შესაბამისი წილის დათმობის ვალდებულება და ა.შ. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება კიდევ ერთი ახალი მომსახურების სახეა, რომლის რეგულირებაც შემოთავაზებულია კანონპროექტით. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება ევროდირექტივის თანახმად არ არის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სახე, თუმცა, ვინაიდან იგი მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით პროგრამებისა და მომხმარებლების გენერირებული მასალის გავრცელებას, როგორც მედიამომსახურებების მომიჯნავე მომსახურება, ევროდირექტივაში 2018 წლის ნოემბერში განხორციელებული ცვლილების შედეგად, რეგულირებას ექვემდებარება. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება არის ისეთი მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითად მიზანი ან არსებითი ფუნქციონალია პროგრამების ან/და მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით ფართო საზოგადოებისთვის მიწოდება, მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზება, კერძოდ, ჩვენება, მონიშვნა და მიმდევრობა განისაზღვრება მისი მიმწოდებლის მიერ, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით. შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს კომუნიკაციების ავტორიზაციის პროცედურა ეროვნულ იქნება მომსახურების კომისიაში მარტივი და გაიაროს მისი მიწოდებამდე ავტორიზაცია. საფუძველი იქნება ავტორიზაციის მაძიებლის განაცხადი რომელიც უნდა შეიცავდეს ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდების მსურველი სუბიექტისა და განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. კანონპროექტის თანახმად, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაატაროს კანონით მომსახურების გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს მისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელია, სიძულვილის ენას განეკუთვნება ან რომლის გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. კანონპროექტით ასევე დგინდება მოთხოვნები ვიდეო გაზიარების პლატფორმით გავრცელებული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის მიმართ. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს მაუწყებლებისა და გამოძახებით მომსახურების მიმწოდებლებისაგან განსხვავებით აუდიოვიზუალური არ აქვთ მედია სარედაქციო პასუხისმგებლობა მათი პლატფორმის მეშვეობით გავრცელებულ მასალაზე. ისინი ქმნიან პლატფორმას, სადაც მომხმარებლები თავად ტვირთავენ შესაბამის მასალას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსხავებულია ვიდეო გაზიარების პლატფორმების რეგულირების პრინციპები. კერძოდ, მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა უშუალოდ მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლების არამართლზომიერების გამო. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს ეკისრებათ ვალდებულება, გაატარონ სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყონ მათი პლატფორმების მეშვეობით გავრცელებული მასალის კანონთან შესაბამისობა. ასეთი ღონისძიებებია - კანონით განსაზღვრული მოთხოვნების ასახვა მომსახურების მიწოდების წესებსა და პირობებში, სხვადასხვა ფუნქციონალის შექმნა, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები პლატფორმას შეატყობინებენ ან მიანიშნებენ კანონის დარღვევით მასალის განთავსების თაობაზე, მშობლის კონტროლისა და ასაკობრივი კონტროლის მექანიზმების შემოღება არასრულწლოვნების დასაცავად, მომხმარებლების საჩივრების განხილვის და გადაწყვეტის გამჭვირვალე და ეფექტური პროცედურების ჩამოყალიბება და ა.შ. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის გატარებული ღონისძიებები უნდა იყოს ადეკვატური და პროპორციული, უნდა შეესაბამებოდეს პლატფორმაზე განთავსებული მასალის ბუნებას. ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს განახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივის მე-2 მუხლის შესაბამისად, კანონპროექტი განსაზღვრავს აუდიოვიზუალური მედია მომსახურების პირობებს, მიმწოდებელზე რომელთა საქართველოს მიზანია იურისდიქციის აუდიოვიზუალური მედია გავრცელების მომსახურების მიმწოდებელმა, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში, მაგრამ, აუდიოვიზუალური აუდიტორიისთვის კანონმდებლობა. გამოყენებული მედია პროდუქცია განკუთვნილია მისი საქართველოს და ის ზეგავლენას ახდენს მასზე, დაიცვას საქართველოს კანონპროექტით, იქნება შემდეგი იურისდიქციის საკითხის გადასაწყვეტად კრიტერიუმები: აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის სათაო ოფისის ადგილსამყოფელისა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღების ქვეყანა, აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიწოდებაში ჩართული სამუშაო ძალის მნიშვნელოვანი ნაწილის საქმიანობის განხორციელების ქვეყანა, ასევე, ქვეყანა, სადაც განთავსებულია აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყენებული თანამგზავრული კომუნიკაციის (კავშირის) სადგური ან ქვეყანა, რომლის კუთვნილი თანამგზავრის ფუნქციურ რესურსს იყენებს აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი. ასევე დირექტივის შესაბამისად ცალკე განისაზღვრება ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელების პირობები, რომლებიც უკავშირდება ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის, მისი შვილობილი, მშობელი საწარმოს ან მის ჯგუფში შემავალი სხვა საწარმოს საქართველოში დაფუძნებას. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივის მე-5 მუხლის შესაბამისად, აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი იქნებიან მათი მომსახურების მიმღები პირები უზრუნველყონ ინფორმაციით აუდიოვიზუალური მედია სახელწოდების შესახებ, მონაცემებით, საკონტაქტო მომსახურების მათ მიმწოდებლის შორის: მისამართი, ელექტრონული ფოსტა, ვებ-გვერდი, ინფორმაცია მარეგულირებელი ორგანოს შესახებ, რომელსაც აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კანონპროექტი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების ანალოგიურ ვალდებულებებს. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის ახალი რედაქციის მე-6 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ შეიცავდეს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე. ასევე იკრძალება ტერორიზმისკენ მოწოდება. კანონპროექტით დირექტივის ახალი რედაქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ზუსტდება სიძულვილის ენის განმარტება და დგინდება ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელების აკრძალვა. დირექტივის მოთხოვნების გათვალისწინებით აღნიშნული შეზღუდვების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას განახორციელებს კომისია. ევროდირექტივის IX თავის შესაბამისად, კანონპროექტით ახლებურად - დირექტივის შესატყვისად რეგულირდება პასუხის უფლება. კერძოდ, პირს რომლის კანონიერი ინტერესები, განსაკუთრებით რეპუტაცია და სახელი, დაზიანდა სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით უნდა ჰქონდეს პასუხის ან სხვა ექვივალენტური დაცვის საშუალებების უფლება. შესაბამისად კანონპროექტით პასუხის უფლება ენიჭება იმ პირს, ვისი კანონიერი უფლებაც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით; დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში უცხოელი ექსპერტების მიერ კომისიისთვის მოცემული რეკომენდაციების თანახმად, ზემოაღნიშნული საკითხებზე რეაგირება სწორედ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს. აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის სადეკლარაციო ნაწილის 44-ე პუნქტის თანახმად, თვითრეგულირების მექანიზმი შესაძლებელია მომსახურებების შესახებ წარმოადგენდეს 2010/13/EU აუდიოვიზუალური ევროპული დირექტივის მედია აღსრულების დამატებით საშუალებას, მაგრამ, თვითრეგულირების მექანიზმის არსებობა ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს აღნიშნული ევრო დირექტივიდან. ამავე პუნქტის თანახმად, სახელმწიფოში თანარეგულირების მექანიზმის არსებობის შემთხვევაშიც კი, უნდა არსებობდეს სახელმწიფო ჩარევის შესაძლებლობა, თუკი აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის მიზნები არ არის მიღწეული. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, როგორც წესი, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების, ისევე როგორც პასუხის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რეგულირდება შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების მიერ. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის სადეკლარაციო ნაწილის 46-ე პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა და ინტეგრაცია სოციალურ აუდიოვიზუალური აუდიოვიზუალური და მედია მედია კულტურულ ცხოვრებაში მომსახურების მომსახურებების შესახებ დაკავშირებულია ხელმისაწვდომობასთან. 2010/13/EU ევროპული დირექტივის მე-7 მუხლის შესაბამისად, კანონპროექტით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლებს წარმოეშობათ ვალდებულება უზრუნველყონ მათ მიერ განთავსებული პროგრამების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. კანონპროექტით შემოთავაზებულია უფლებამოსილება დააფინანსოს გასართობი/შემეცნებითი გადაცემის ადმინისტრაციულ ორგანოს მიენიჭოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტაციისათვის გაწეული დამატებითი ხარჯები, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს ანგარიში გადაცემის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ, შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტების (ინვოისი, მიღება ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა.შ.) დართვით. ხოლო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ დამტკიცებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების დამზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის მე-9 მუხლის შესაბამისად, კანონპროექტით იკრძალება ფარული აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია, რომელიც ამავე წარმოადგენს დირექტივაში პროდუქტის, მოცემული მომსახურების განმარტების ან გათვალისწინებით, პროდუქტის მწარმოებლის ან მომსახურების მიმწოდებლის სახელის, სავაჭრო ნიშნის ან საქმიანობის სიტყვიერი ან გრაფიკული გამოსახულების პროგრამებში განთავსებას მედია მომსახურების მიმწოდებლის მიერ რეკლამირების განზრახვით იმგვარად, რომ ამ გამოსახულებათა პროგრამებში განთავსების დანიშნულებასთან მიმართებაში მაყურებელი შესაძლოა შეცდომაში შევიდეს. კანონპროექტით, ამგვარი გამოსახულებები პროგრამებში განზრახ განთავსებულად მიიჩნევა, თუ განხორციელებულია საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ. კანონპროექტით განსაზღვრულია საქართველოს ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელეარხების თავისუფალი მიღება და შეუზღუდავი ტრანზიტი, ასევე, სხვა სახელმწიფოებიდან გამოძახებით აუდიოვიზუალური გამოძახებით მედია მომსახურების აუდიოვიზუალური მედია მიღება, თუკი მომსახურების მაუწყებელთა მიმწოდებლის და მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული პროგრამები შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონპროექტი განსაზღვრავს ტელეარხისა და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების თავისუფალი მიღებისა და ტრანზიტის შეზღუდვის პირობებს. კერძოდ, სხვა სახელმწიფოებში ავტორიზებული/ლიცენზირებული ტელეარხის /გამოძახებით აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების თავისუფალი მიღებისა და გავრცელების შეზღუდვა დასაშვები იქნება, თუკი ამ მედია მომსახურებებით გავრცელებული პროგრამები არ იქნება შესაბამისობაში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან (მაგალითად, როცა პროგრამა ან რეკლამა მავნე ზეგავლენის მომხდენია ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე, შეიცავს სიძულვილის ენას, ტერორიზმისკენ მოწოდებას ან რისკს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ეროვნულ უშიშროებას და თავდაცვას. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის მე-15 მუხლის შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება ტელემაუწყებლის მიერ გადაცემულ მთავარ მოვლენაზე სხვა მაუწყებლების მიერ წვდომის მოპოვების ზოგადი პირობები და მთავარი მოვლენის გაშუქების ექსკლუზიური უფლების მფლობელი მაუწყებლის ვალდებულება უზრუნველყოს წვდომა აღნიშნული მოვლენების საინფორმაციო გამოშვებებში გაშუქების მიზნით. აღნიშნული ემსახურება მაუწყებლის მიერ საჯარო ინტერესის მქონე მოვლენების ექსკლუზიურად გაშუქებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ასეთ მოვლენებზე წვდომის შეზღუდვის თავიდან აცილებას. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის მე-16 მუხლის შესაბამისად, ევროპული წარმოების სატელევიზიო პროდუქციის გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, კანონპროექტით ზუსტდება ტელემაუწყებლის მიერ ასეთი პროდუქციისთვის სატელევიზიო დროის გამოყოფის წესი. კერძოდ, მაუწყებელმა მისი სატელევიზიო დროის მინიმუმ 10% (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტის და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით მისი პროგრამების ბიუჯეტის მინიმუმ 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილი ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს. აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივის მე-13 მუხლის შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრება გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულება ხელი შეუწყოს ევროპული წარმოების პროდუქციის წარმოებას და ხელმისაწვდომობას, შეთავაზებული კატალოგის არანაკლებ 30% დაუთმოს ევროპული წარმოების პროდუქციას და უზრუნველყოს მისთვის კატალოგში თვალსაჩინო ადგილის მინიჭება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; მიზანშეწონილია კანონპროექტის დროული ამოქმედება, შესაბამისად გათვალისწინებულია, რომ კანონი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ასეთი არ არსებობს. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტაციისათვის გაწეული დამატებითი ხარჯები, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა (იმისდა მიხედვით, თუ რომელი დონის ბიუჯეტის დაფინანსებაზე იმყოფება ადმინისტრაციული ორგანო). ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა საშემოსავლო ნაწილზე, გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის რამდენადაც ფართოვდება ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობის სახეები (კერძოდ ავტორიზაციას დაექვემდებარება გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურება), შესაბამისად შესაძლოა გაიზარდოს ავტორიზებული პირების რაოდენობაც, ხოლო აღნიშნული სუბიექტების მიერ ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ასევე მათ მიერ მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრებას, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ პირების განახორციელებენ რაოდენობაზე, საქმიანობას და რომლებიც ავტორიზაციის დაჯარიმდებიან. ჯარიმის გარეშე ოდენობა ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის შეადგენს 5 000 ლარს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტაციისათვის გაწეული დამატებითი ხარჯები, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (იმისდა მიხედვით, თუ რომელი დონის ბიუჯეტის დაფინანსებაზე იმყოფება ადმინისტრაციული ორგანო) ხარჯების გამოყოფა. ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლები (მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან) ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 2029 წლის პირველ პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა იანვრამდე. შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად შესაძლოა წარმოეშვას დამატებითი ხარჯები. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით ფართოვდება ავტორიზაციას დაქვემდებარებულ პირთა წრე (კერძოდ სავალდებულო ავტორიზაცია მოუწევთ გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელ პირებს და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ პირებს), ხოლო ავტორიზაცია დაკავშირებულია რეგულირების საფასურის გადახდასთან (რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი). რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე), რომელიც ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, შესაბამისად, კანონპროექტმა შესაძლოა გამოიწვიოს კომისიის შემოსავლების ზრდა. კანონპროექტის მიღებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კომისიის ხარჯების ზრდაც, რამდენადაც იზრდება რეგულირების სფერო და ავტორიზაციას დაექვემდებარება გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედია მომსახურება და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდება, შესაბამისად კომისიას შეიძლება დასჭირდეს მეტი ადამიანური რესურსი, რათა ჯეროვნად შეძლოს დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. ხოლო ადამიანური რესურსის ზრდა თავის მხრივ გამოიწვევს, ხარჯვითი ნაწილის ზრდას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტორიზაციის წრის გაფართოებასთან ერთად, პირებს, რომლებსაც დღეს არ აქვთ ავტორიზაციის და შესაბამისად რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულება, მოუწევთ რეგულირების საფასურის გადახდა, რაც გამოიწვევს მათი ხარჯების ზრდას. ასევე, ვინაიდან აღნიშნული პირები დაექვემდებარებიან ავტორიზაციას და შესაბამისად რეგულაციას, მათ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მათთვის ჯარიმის დაკისრება, რომლის გადახდა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში, შესაბამისად ამ მხრივაც შეიძლება მოხდეს აღნიშნული პირების ხარჯების ზრდა. კანონპროექტის თანახმად, გამოძახებითი აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებლებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ მათ მიერ შეთავაზებული კატალოგის არანაკლებ 30% იყოს ევროპული პროდუქცია (ევროპული პროდუქცია მათ შორის გულისხმობს ქართულ პროდუქციასაც), რის გამოც შესაძლებელია, რომ აღნიშნულ პირებს გაეზარდოთ ხარჯები. კანონპროექტით იცვლება რეგულაცია, რომლის თანახმადაც მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა 6 საათიდან 18 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს და 18 საათიდან 24 საათამდე პერიოდში არ აღემატებოდეს ამ პერიოდის 20%-ს. აღნიშნული ნორმით იცვლება ის რეგულაცია, რომელიც მაუწყებელს უკრძალავდა, რომ საათში 20%-ზე მეტი დაეთმო კომერციული რეკლამისთვის ან/და ტელეშოპინგითვის (Teleshopping Spot). შემოთავაზებული ცვლილება მეტ მოქნილობას აძლევს მაუწყებლებს თვითონ დააბალანსონ აღნიშნული დრო და განათავსონ კომერციული რეკლამა და ტელეშოპინგი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მაუწყებლების შემოსავლების ზრდა. გათვალისწინებულია, რომ აუდიო ვიზუალური მედია მომსახურების მიმწოდებელი, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, განთავსებული პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა შესაბამისად, აღნიშნულ სუბიექტებს 2029 წლის პირველ კანონპროექტით იანვრამდე. გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად შესაძლოა წარმოეშვათ დამატებითი ხარჯები. საყურადღებოა ისიც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან კომისიის მიერ დადგენილი წესით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი პორტალის შექმნას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კომისიის ხარჯვითი ნაწილის ზრდა, ვინაიდან, კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ხარჯები ფინანსდება კომისიის ბიუჯეტიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1 ) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტი უფლებრივ დადებით გავლენას მდგომარეობაზე, აუდიოვიზუალური მომსახურების მოახდენს რამდენადაც ბავშვების/არასრულწლოვნების კანონპროექტით მედია მომსახურების მიწოდების მიმართ შესატყვისი პროგრამული შეზღუდვები, გამოძახებით დგინდება ამ არასრულწლოვნების დასაცავი ღონისძიებების შემოღების ვალდებულებები, კერძოდ კი კანონპროეტი ითვალისწინებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურების ფარგლებში ხორციელდება ისეთი პროგრამების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებას, ასეთი პროგრამები უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ არასრულწლოვნებმა ეს პროგრამები როგორც წესი ვერ ნახონ ან ვერ მოისმინონ; ასეთი პროგრამები შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების თანხლებით. ამასთან, გამოძახებით მედია-მომსახურების ასაკობრივი ფარგლებში ნიშანდების წესები აუდიოვიზუალური გავრცელებული პროგრამების შესაბამისი დადგინდება კანონით კომისიის ამ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონპროექტის თანახმად, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება გაატაროს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს მისი პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლების, პროგრამების და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელია, ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს ასევე დაეკისრებათ მშობლის კონტროლისა და ასაკობრივი კონტროლის მექანიზმების შემოღების ვალდებულება, არასრულწლოვნების დასაცავად. კანონპროექტის თანახმად, ასევე აიკრძალება მედია მომსახურებისა და ვიდეო გაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შეგროვებული ან მის მიერ სხვაგვარად გენერირებული არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემის დამუშავება კომერციული მიზნით, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის, შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე არასრულწლოვნის პროფილის შექმნის გზით, ქცევაზე მიზანმიმართული სარეკლამო შეთავაზების მიზნით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, არამედ ეხმიანება და შესაბამისობაში მოდის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან მიმართება საქართველოს და ორმხრივ შეთანხმებებთან, და მრავალმხრივ აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, არამედ პირიქით მიზნად ისახავს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრებს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (მუხლი 367). გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; კანონპროექტი გამომდინარეობს ევროპის კავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან, კერძოდ შეთანხმების XXXIII კანონმდებლობის დანართიდან, დაახლოების რომელიც ითვალისწინებს ვალდებულებას საქართველოს აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; მიიღო კანონპროექტის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარება“ ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია „Grant Thornton“-ისა და იურიდიული კომპანია ,,Pierston“ის საკონსულატიო ჯგუფი და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს კანონმდებლობისა და აუდიოვიზუალური მედია დირექტივის დაახლოების პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში ექსპერტი ჟან ფრანსუა ფურნემონი . დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, ბექა ოდიშარია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე, ბექა ოდიშარია.