საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით საქართველოს მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (№1-8179/22; 29.06.2022) რეგისტრაციის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-09
შენიშვნა საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება.
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 9 სექტემბერი, 10:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/234; 31.08.2022) საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის
საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის
საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
3. არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების
წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი
ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (18179/22; 29.06.2022) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.