საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე მოწერელიას, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/141; 10.12.2021) საქართველოს ორგანული კანონის პროექტის განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-09
ბიუროს ნომერი 173 (შესვენებაზე)
📜 ტექსტი
წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-13233/22
09-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დაევალა განიხილოს საქართველოს
პარლამენტის წევრების ალექსანდრე მოწერილიას, შალვა კერესელიძის, ბექა
ლილუაშვილის და ანა ბუჩუკურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს
ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ (№07-3/141; 10.12.2021).
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ბოლო ვადა
განსაზღვრული იყო 2022 წლის 14 სექტემბრამდე.
საკითხის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი კონსულტაციებისა
და პოზიციების შეჯერების აუცილებლობა, რაც მითითებულ ვადაში ვერ
მოხერხდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ დასახელებული
საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 60 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ირაკლი ზარქუა
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge