საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული (№1-7794/22; 21.06.2022) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-13263/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-13263/22 09-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა საქართველოს მოქალაქეების ლაშა შუკაკიძის და ელენე გრიგალაშვილის მიერ წარმოდგენილი უბინაო ოჯახების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (№1-7794/22; 21.06.2022) საკანონმდებლო წინადადების განხილვა. კომიტეტი ელოდება საკანონმდებლო წინადადებაზე შესაბამისი სამთავრობო უწყებებიდან პოზიციების მიღებას. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge