საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-13346/22
12-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის N60/3 გადაწყვეტილებით
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) დაევალა
საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა
აქუბარდიას, ხათუნა სამნიძისა და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/60; 25.05.2021) განხილვა,
რომლის საკომიტეტო განხილვის ვადა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 10
მაისის N147/33 გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 13 სექტემბრამდე გაგრძელდა.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშნული პირი
აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს კომიტეტის სხდომაზე პროექტის წარმოდგენას, გთხოვთ,
დასახელებულ კანონპროექტზე 1 თვით გაგვიგრძელოთ საკომიტეტო განხილვის ვადა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge