საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის, ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიას და ტარიელ ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) საქართველოს კანონის პროექტი; ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/224; 13.06.2022) საქართველოს კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (310 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (302 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (249 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (221 KB)
📄 წერილი (69 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-13348/22
12-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N2-13306/22; 12.09.2022), რომ
უზრუნველვყოთ საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ვაშაძის, ხათუნა სამნიძის,
ანა ნაცვლიშვილის, პაატა მანჯგალაძის, გრიგოლ ვაშაძის, თეონა აქუბარდიასა და ტარიელ
ნაკაიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის
პროექტის „2019 წლის 19-21 ივნისს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად
დაზარალებულ პირთათვის კომპენსაციის გაცემის წესის შესახებ“ (№07-3/89; 23.06.2021) და
საქართველოს პარლამენტის წევრის ბეჟან წაქაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/224; 13.06.2022) განხილვის
ვადების გაგრძელება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დასახელებული კანონების პროექტების
განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ვლადიმერ კახაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge