საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მიხეილ სახვაძის მიერ წარმოდგენილ ბებიის დღის ოფიციალურად დაწესების შესახებ (N1-5883/22; 16.05.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13349/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-12
ბიუროს ნომერი 174

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-13349/22 12-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე განიხილა მიხეილ სახვაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით (№1-5883/22; 16.05.2022). კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: წინადადების ავტორი არ ითხოვს ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“. მოცემული წინადადება არ პასუხობს აღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილების შეტანას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge