საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/113; 20.10.2021) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
12.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-13398/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-14
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-13398/22 12-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/113; 20.10.2021). ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის წერილი (N2-13300/22; 12.09.2022) თან ერთვის. დანართი: 1 ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ინტეგრაციის
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-13300/22 12-09-2022 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კოვზანაძეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N90/1, 01.11.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/113; 20.10.2021), რისი განხილვის ვადაც განსაზღვრულია 2022 წლის 19 სექტემბრამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, კომიტეტი ვერ ახერხებს აღნიშნული საკითხის ზემოთ მითითებულ ვადაში განხილვას, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge