საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021) საქართველოს კანონების პროექტების გამოთხოვის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-14
ბიუროს ნომერი 175
📜 ტექსტი
წერილი
*GOV72200029204*
GOV 7 22 00029204
12/09/2022
საქართველოს პარლამენტს
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის
წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№46663; 22.12.2021)
საქართველოს კანონების პროექტები.
ასევე, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე („საქართვ
ელოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი - მიღების თარიღი: 26.04.2022,
დოკუმენტის ნომერი: 1516-VIIIმს-Xმპ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები (სივრცის
დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით) გადაეცა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ
სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს და ახლებურად
დარეგულირდა ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მიღების წესი.
ვინაიდან, ახალი რეგულაციების პირობებში, წარმოდგენილი „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონების პროექტებით გათვალისწინებული ცვლილებები საჭიროებენ
გადამუშავებას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის
საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული
კანონპროექტების საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვის შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022
წლის 9 სექტემბრის №1637 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ
საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს
პარლამენტში წარდგენის თარიღი: 22.12.2021; №46663).
დანართი: საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 სექტემბრის №1637 განკარგულება.
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ბაჩიაშვილი ვახტანგი