საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/159; 08.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-13456/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-14
ბიუროს ნომერი 175

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-13456/22 13-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა (წამყვანი კომიტეტი) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ’’(N07-2/159; 08.06.2022). საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით განხილვის ვადა კომიტეტებისთვის, რომელთა დასკვნა სავალდებულოა განისაზღვრა 2022 წლის 13 სექტემბრამდე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვის (წერილი 2-13452/22 13-09-2022) საფუძველზე, გთხოვთ, კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელებას. დანართი: 1 ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-13452/22 13-09-2022 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ მაია ბითაძეს ქალბატონო მაია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მომართა წერილით (#8755/01, 13.09.2022) და ითხოვა კომიტეტზე განხილვის ვადის გადადება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ (#07-2/159; 08.06.2022). ვინაიდან, აღნიშნულ კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დანიშნული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ნინო თანდილაშვილი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველადი სტრიქტურული ერთეულის - ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი, რომლებიც მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილი აქვთ მივლინება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უზრუნველყოთ კანონპროექტების სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი თან ერთვის. დანართი: 1 ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge