საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/141; 20.04.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13602/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-16
ბიუროს ნომერი 176

📜 ტექსტი

წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-13602/22 15-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტების (N07-2/141; 20.04.2022) განმხილველ წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის ავტორები, კონსულტაციის მიზნით, გეგმავენ შეხვედრას აღმასრულებელ ძალოვან სტრუქტურებთან. გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, უზრუნველყოთ წარმოდგენილი ინიციატივის საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge