საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის (სამთავრობო დელეგაციასთან ერთად) 2022 წლის 18-25 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის გამო ინტერპელაციის წესით დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საქართველოს პარლამენტის 23 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაუსწრებლობის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-16
ბიუროს ნომერი 176
📜 ტექსტი
წერილი
*GOV22200029687*
GOV 2 22 00029687
15/09/2022
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აგვისტოს დაიგეგმა (საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ბრძანება №209) 2022 წლის 18-25 სექტემბერს საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი (სამთავრობო დელეგაციასთან ერთად) ამერიკის შეერთებულ
შტატებში - გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე მონაწილეობის მისაღებად, რის
გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ დაესწრება საქართველოს პარლამენტის 23
სექტემბრის პლენარულ სხდომას ინტერპელაციის წესით წარმოდგენილი შეკითხვების
(№8177/3-30/22; 07.09.2022) საპასუხოდ.
შესაბამისად, ვშუამდგომლობთ, რომ ზემოაღნიშნულ ინტერპელაციის წესით წარმოდგენილ
შეკითხვებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხოს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით დადგენილ მომდევნო ინტერპელაციის ფარგლებში.
პატივისცემით,
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
რევაზ ჯაველიძე