„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 88 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 151-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი
მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი
ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა.“;
ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული სასამართლოს
განჩინებით ყადაღა ასევე შეიძლება დაედოს ქონებას, რომლის მიმართ ჩადენილია
დანაშაული ან/და ქონებას, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული თუ:
ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად
გამოიყენებენ;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ;
გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ;
დ) ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის
უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით
დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით
გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების
არსებობა.“;
2. 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს უკრძალავს ქონებით
სარგებლობას, ხოლო იმავე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების განკარგვას.“;
3. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-14 ნაწილები:
„11. ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადების პირველ ეტაპზე დადგენილი 12-თვიანი ვადის
ამოწურვამდე თუ კვლავ არსებობს ყადაღის დადების შესაბამისი საფუძველი, ბრალდების
მხარე უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს
ქონებაზე ყადაღის დადება მეორე ეტაპზე დადგენილი 12 თვის ვადით. იმავე წესით
ხორციელდება სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა ყოველ შემდეგ ეტაპზე
დადგენილი 12 თვის ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
1
12. ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში თუ გაუქმდა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინება, თუმცა არ
ამოწურულა იმავე ნაწილებით გათვალისწინებული ვადა და არსებობს ამ კოდექსის 151-ე
მუხლის
31 ნაწილით გათვალისწინებული
საფუძველი, ბრალდების მხარე
უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს დარჩენილი ეტაპებით
დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
13. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ქონებაზე
ყადაღის დადების შემდეგ თუ დასტურდება ამ კოდექსის 151-ე მუხლის პირველი-მე-3
ნაწილებით
გათვალისწინებული
საფუძვლის
არსებობა,
ბრალდების
მხარე
უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს შეცვლილი საფუძვლით
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
14. ბრალდების მხარე უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ
სტადიაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ქონებაზე ყადაღის დადების
შესახებ განჩინების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე.“;
4. 158-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 158. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების მოქმედების
ვადა
1.
ქონებას
ყადაღა
ედება
განაჩენის
აღსასრულებლად
მიქცევამდე,
სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტამდე, გარდა ამ კოდექსის 151ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებაზე
ყადაღის დადება სამ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა
არის 12 თვე.
3. ამ კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ
დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის
შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება
და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე.“.
მუხლი 2.
1. თუ ქონებას ყადაღა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ
საფუძვლით დაედო, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული ან/და ამ
ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
პროკურორი ვალდებულია ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე განჩინების მიმღებ
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ამ ქონებაზე ყადაღის დადების ან დადებული
ყადაღის გაუქმების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა
შეიძლება დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე
მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, საერთო ჯამში 36 თვის ვადით, რომელშიც არ
ითვლება ქონებაზე ყადაღის დადების ის ვადა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არის
გასული.
2
3. თუ ქონებას ყადაღა ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული იმ
საფუძვლით დაედო, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული ან/და ამ
ქონების მიმართ ჩადენილი იყო დანაშაული და დაწყებულია „სისხლის სამართლის
სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი
პროცედურები, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში პროკურორი ვალდებულია
ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე განჩინების მიმღებ სასამართლოს მიმართოს
შუამდგომლობით ამ ქონებაზე ყადაღის დადების ან დადებული ყადაღის გაუქმების
შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონებას ყადაღა შეიძლება
დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 158-ე მუხლის მე-3
ნაწილით დადგენილი წესით, საერთო ჯამში 60 თვის ვადით, რომელშიც არ ითვლება
ქონებაზე ყადაღის დადების ის ვადა, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არის გასული.
5. ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შუამდგომლობების
განხილვისას სასამართლო აფასებს რამდენად არსებობს საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული
შესაბამისი საფუძველი.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2022
წლის
25
თებერვლის
1
გადაწყვეტილებით N2/1/1434,1466 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან
მიმართებით (საკუთრების უფლება) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის:
ა) 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია
დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული”. სასამართლოს
განმარტებით, აღნიშნული სიტყვები უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ქონებას ყადაღა
დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტის ფარგლებში დაედოს, რაც გაუმართლებელია;
ბ) 158-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ
ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის
მოპოვებული“ საფუძველზე დადებული ყადაღის მოქმედების ვადას. სასამართლოს
განმარტებით 158-ე მუხლით შესაძლებელია ქონებას ყადაღა დანაშაულის გამოძიების
ვადით, ანუ სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადით დაედოს, რაც ძალზედ
ხანგრძლივი ვადაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან
გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა
შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის ქონებაზე ყადაღის დადების საკითხები
მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.
შესაბამისად,
ამ
საკითხების
ახლებურად
მოსაწესრიგებლად
აუცილებელია
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან.
1
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5396223?publication=0.
1
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
განმარტებით:
„[...]
არსებობს
შესაძლებლობა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ან/და ქონება, რომლის
მიმართ დანაშაულია ჩადენილი, უშუალოდ იქნეს გამოყენებული ახალი დანაშაულის
ჩასადენად. ასევე შესაძლებელია, რომ ხსენებული ქონება დამნაშავისათვის
წარმოადგენდეს დანაშაულის ჩასადენად საჭირო მატერიალური რესურსის მობილიზების
წყაროს.” (II, §25), თუმცა „[...] თუ კანონმდებელს სურს, დამნაშავისათვის დანაშაულის
ჩასადენად საჭირო რესურსზე წვდომის შეზღუდვა და ამ ფორმით დანაშაულის პრევენცია,
მას შეუძლია, მიიღოს სადავო ნორმაზე ბევრად უფრო ვიწროდ მიმართული რეგულირება.
მაგალითად, ქონებაზე ყადაღის დადების უფლებამოსილება დაადგინოს იმ შემთხვევაში,
თუ ამ ქონების ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდი
არსებობს.“ (II, §26). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ
დასაშვებია ქონებაზე ყადაღის დადება მისი განადგურების აღკვეთის ან მისი შესაძლო
ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად (II, §27 და §28).
გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ: „[...]
მოწესრიგება, რომელიც ქონებაზე ყადაღის მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას
იძლევა ძალიან ხანგრძლივი ვადით, ვერ იქნება მიჩნეული საკუთრების უფლების
მზღუდავ პროპორციულ საშუალებად. ქონების მესაკუთრე, ისე რომ საქმეზე მისი
ბრალეულობაც ვერ დასტურდება და ყადაღის გამოყენების ვადაზეც მას არ აქვს რაიმე
ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოკლებულია
ქონების განკარგვის და აუცილებლობის შემთხვევაში, ქონებით სარგებლობის
შესაძლებლობას.“ (II, §50).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან
გამომდინარე, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ
ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს
მაშინ თუ: ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის
ჩასადენად გამოიყენებენ; ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას
გაანადგურებენ ან დააზიანებენ; გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას
გადამალავენ ან დახარჯავენ; დ) ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი
შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის
მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი
გარემოებების არსებობა.
კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას
ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და
თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. თუ დაწყებულია „სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი
პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად ხორციელდება და თითოეულ
ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის ასევე 12 თვე. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი
2
ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე
მიმართავს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან
იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო
გვიანდელი ვადის დადგენას.
უფლების
დაცვის
ერთიანი
სტანდარტიდან
გამომდინარე,
კანონპროექტით
გათვალისწინებული ქონებაზე ყადაღის დადების ახალი წესი ამ კანონპროექტის
მიღებამდე დაყადაღებულ ქონებაზეც გავრცელდება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2022
წლის
25
თებერვლის
გადაწყვეტილებით N2/1/1434,1466 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის შესაბამისი მუხლების ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულია 2022 წლის 1
ოქტომბრამდე. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი
2022 წლის 1 ოქტომბრამდე მიიღოს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების
დაფინანსების წყაროა საერთო სასამართლოებისთვის საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
3
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს ქონებაზე ყადაღის დადების
საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვიანობა, რამაც შესაძლოა
სასამართლოებისთვის ხარჯების გაზრდა გამოწვიოს. აღნიშნული ხარჯები დაფინანსდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთო სასამართლოებისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შედეგად შემცირდება იმ პირების ქონებაზე ყადაღის დადების
ვადა, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. წარმოდგენილი
ცვლილება დადებითად აისახება იმ პირებზეც, რომელთა ქონებასაც ყადაღა ამ
კანონპროექტის მიღებამდე დაედო, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული
ქონებაზე ყადაღის დადების ახალი წესი ამ კანონპროექტის მიღებამდე დაყადაღებულ
ქონებაზეც გავრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
4
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს გენერალური პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახური; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
5
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი
შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი
ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ფრიდონ
ინჯია.
6