ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინფორმაცია კომიტეტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ: ა) გივი მიქანაძის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან გამოწვევისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარდგენის შესახებ; ბ) ირაკლი მეზურნიშვილის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან გამოწვევისა და და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენის შესახებ; გ) ანტონ ობოლაშვილის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წარდგენის შესახებ; დ) ირაკლი შატაკიშვილის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან გამოწვევისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში წარდგენის შესახებ; ე) ზაურ დარგალის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენის შესახებ; ვ) სავალან მირზოევის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-16
ბიუროს ნომერი 176
📜 ტექსტი
წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება“
2-13683/22
16-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის
მე-2 პუნქტისა და 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“
საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განახორციელა შემდეგი ცვლილებები:
გივი მიქანაძე გამოიწვია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან და კუთვნილი
კვოტით გააწევრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;
ირაკლი მეზურნიშვილი გამოიწვია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან და
კუთვნილი კვოტით გააწევრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში;
ანტონ ობოლაშვილი კუთვნილი კვოტით გააწევრა საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტში;
ირაკლი შატაკიშვილი გამოიწვია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტიდან და კუთვნილი კვოტით გააწევრა საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტში;
ზაურ დარგალი კუთვნილი კვოტით გააწევრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში;
სავალან მირზოევი გამოიწვია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტიდან.
გთხოვთ, აღნიშნული მიიღოთ ცნობად.
პატივისცემით,
ფრაქციის თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge