ინტერპელაციის წესით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგომა.

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტი
ნომერი
#[45ea]/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2022-09-23

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 8063/3-127/22 05-09-2022 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ ზურაბ აზარაშვილს საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის შესაბამისად, ინტერპელაციის წესით გიგხზავნით საქართველოს პარლამენტის წევრთა 7 კაციანი ჯგუფის შეკითხვას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ, 2022 წლის 17 თებერვალს მიღებული დადგენილებით, დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა“ და თანდართული „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვე-პროგრამა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია შემდეგზე:  რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში?  ვინ ახორციელებს, აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?  ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენსა და წარდგენას შესაბამის უწყებაში?  რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში?  როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით შეიქმნა 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო? როგორც ფუნქციონირებდნენ დასაქმებულების უწყვეტად, გარეშე ეს უწყებები რომ სასაფლაოს ეფექტიანად ხსენებული აღნიშნული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე?  თვლით, თუ დამლაგებლის არა, თანაშემწედ და სხვ. დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში?  თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმე წლიან გეგმას? პატივიცემით. პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია პარლამენტის წევრი შალვა კერესელიძე პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია
წერილი
MOH 0 22 00316060 15/09/2022 საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ გიორგი ხოჯევანიშვილს საქართველოს პარლამენტის წევრს ქალბატონ ანა ბუჩუკურს საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ალექსანდრე მოწერელიას საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ შალვა კერესელიძეს საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ მიხეილ დაუშვილს საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ბექა ლილუაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრს ქალბატონ თეონა აქუბარდიას ქალბატონებო/ბატონებო, თქვენი მიმდინარე წლის 5 სექტემბრის №8063/3-127/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამას“, წარმოგიდგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხებს თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე. დანართი: 1 ფაილი. პატივისცემით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი
დანართი
დანართი 1. რა კრიტერიუმებით ხორციელდება იმ სოციალურად დაუცველ პირთა შერჩევა, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს დასაქმებას, აღნიშნული ქვე-პროგრამის ფარგლებში? საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება გააჩნიათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღნიშნული პირი იმავდროულად არ უნდა იყოს დასაქმებული ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით. 2. ვინ ახორციელებს, აღნიშნულ შერჩევას და ჩართულია, თუ არა ამ შერჩევის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები? სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს შორის აიდენტიფიცირებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილებით განსაზღვრულ, საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და ადგენს პროგრამის მოსარგებლეთა სიას. აღნიშნული სიის გაზიარება ხდება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროაქტიურად მუშაობს პროგრამის მოსარგებლეთა სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებთან და უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამის შესახებ. კომუნიკაცია ხდება როგორც კარდაკარის პრინციპით, ისე მოკლე ტექსტური შეტყობინებითა და სატელეფონო კავშირით. პირველ რიგში დაკავშირება მოხდა სოციალურად დაუცველი ისეთი ოჯახების შრომისუნარიან წევრებთან, სადაც 3, 4, 5 და მეტი შრომისუნარიანი პირი ცხოვრობდა. პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ პირებს აქვთ შესაძლებლობა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართონ სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების სერვისცენტრებს, საცხოვრებელი მუნიციპალიტეტის მიხედვით. დაინტერესებული სოციალურად დაუცველი პირების პირველად შერჩევას ახდენენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დასაქმების კონსულტანტები. შერჩევას წინ უძღვის კონსულტირების პროცესი, რა დროსაც ხდება სოციალურად დაუცველი პირის მარტივი პროფილირება ანუ მისი ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების შეფასება. შეფასების შედეგად სოციალურად დაუცველი პირები პირობითად იყოფა შემდეგ ჯგუფებად: • სოციალურად დაუცველები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის წყვეტა და შესაბამისად მათი ცოდნა და უნარები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; • სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სურთ ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, მიუხედავად კვალიფიკაციისა; • სოციალურად დაუცველები, რომლებიც ეწევიან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ან არიან არაფორმალურად დასაქმებულები. დასაქმების კონსულტანტი სოციალურად დაუცველ პირს, პროფილირების შედეგებიდან გამომდინარე, სთავაზობს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ღონისძიებას: დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე; დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე; მოკლევადიან პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსებში ჩართვას და შემდეგ დასაქმებას ღია შრომის ბაზარზე; საკუთარი არაფორმალური დასაქმების ან არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებას. პროგრამის განხორციელება დაიწყო მიმდინარე წლის პირველი მარტიდან და 12 სექტემბრის მდგომარეობით სააგენტოების სერვისცენტრებს დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და კონსულტირებისთვის მიმართა 60 615 პირმა. აქედან: • 27 078 პირმა თანხმობა განაცხადა საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართვასთან დაკავშირებით; • 3 039 პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომის ბაზარზე; • 4 276 სოციალურად დაუცველმა გამოთქვა სურვილი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზებისა; • 594 პირმა აირჩია პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებში მონაწილეობა; • 11 760 პირმა გაიარა კონსულტირება, მაგრამ თავი შეიკავა პროგრამაში მონაწილეობისგან; • 11 535 პირმა დეკლარირებულად განაცხადა უარი პროგრამაში მონაწილეობაზე; • 2 333 პირი არ აკმაყოფილებდა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმს და შესაბამისად დასაქმების კონსულტანტებმა შესთავაზეს დასაქმება ღია შრომის ბაზარზე. საზოგადოებრივი სამუშაოებისთვის შერჩეული კანდიდატები იგზავნებიან საზოგადოებრივი სამუშაოების მომწოდებლებთან/“დამსაქმებელთან“. საზოგადოებრივი სამუშაოს მომწოდებლები მხოლოდ სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივ თვითმმართველობებს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურები არიან. საზოგადოებრივი სამუშაოების მომწოდებლებს აქვთ სრული უფლება თვითონაც განახორციელონ დამატებითი გასაუბრება დასაქმების სააგენტოდან გაგზავნილ სოციალურად დაუცველ პირთან, რომელსაც სურს კონკრეტულ საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვა და ამ გასაუბრების შედეგად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება მისი სამუშაოზე აყვანის ან არ აყვანის შესახებ. პრაქტიკაში გვაქვს შემთხვევები, როცა დამსაქმებელთან განმეორებითი გასაუბრების შემდგომ არ მომხდარა გაგზავნილი კანდიდატის დასაქმება კონკრეტულ სამუშაოზე. საზოგადოებრივ სამუშაოზე გადამისამართებული 27 078 პირიდან საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩაერთო 22 440 პირი. 4 ათასზე მეტი პირის ჩართვა საზოგადოებრივ სამუშაოებზე ვერ მოხდა ზუსტად დამატებითი გასაუბრების შედეგად. ნებისმიერი ერთი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პირის ოჯახი 4 წლის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებს სარეიტინგო ქულას, ფულად და არაფულად სოციალურ შემწეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სახელმწიფოს მხრიდან გადამოწმდება პროგრამაში ჩართვიდან 4 წლის შემდეგ. 3. ახდენენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენსა და წარდგენას შესაბამის უწყებაში? პროგრამის მოსარგებლე სოციალურად დაუცველი პირების იდენტიფიცირებას, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილებით განსაზღვრული პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და სსიპ დასაქმების ხლშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის მიწოდებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სააგენტოსთვის მიწოდებას არ ახდენენ. სარეკომენდაციო ხასიათის სიების შედგენას და 4. რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ დასაქმდნენ კერძო სექტორში? საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს სამუშაოს სახეს, რომლის შესრულება შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირს. საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს და მისი შექმნა ემსახურება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობას. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის დიდხნიანი წყვეტა აქვს. ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება გათავისუფლდეს შინჩაკეტილობის ჩვევისგან, დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს. საზოგადოებრივი სამუშაოების ჩამონათვალი დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. საზოგადოებრივი სამუშაოების დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილია მხოლოდ ისეთი სამუშაო პოზიციები, რომლებიც უკვე კარგად არის აპრობირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საზოგადოებრივი სამუშაოების დამტკიცებული ნუსხის არსებობა პრევენციული ხასიათისაა და გამორიცხავს ისეთი სამუშაო პოზიციების გაჩენას, რომელიც თავისი შინაარსით და სპეციფიკით არ შეესაბამება საზოგადოებრივი სამუშაოების პრინციპს. საზოგადოებრივ სამუშაოებში გარკვეული სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, სოციალურად დაუცველ პირებზე მოხდება იმ ვაკანსიების შეთავაზება, რომელიც თავისი შინაარსით არ მოითხოვს არც პროფესიულ და არც უმაღლეს განათლებას და იმ დროისთვის ხელმისაწვდომი იქნება ღია შრომის ბაზარზე. დასაქმების სააგენტოში კერძო სექტორის დამსაქმებლებისგან ყოველწლიურად შემოდის დაახლოებით 10 000ზე მეტი ვკანსია. 2022 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით სააგენტოში შემოსულია 7035 ვაკანსია, საიდანაც ვაკანსიების დაახლოებით 52%, 3 660 ვაკანსია განკუთვნილია დაბალკვალიფიციური მუშახელისთვის. აღნიშნულ პოზიციებზე ხელზე ასაღები საშუალო ანაზღაურება 525 ლარს შეადგენს. აღნიშნული ვაკანსიების სრულად შევსების შემთხვევაში 3 660 სოციალურად დაუცველ პირს ექნება შესაძლებობა დასაქმდეს კვალიფიკაციის შესაფერის სამუშაოზე და თვეში ჯამურად 1 921 500 ლარი მიიღოს შემოსავლის სახით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხდის 480 375 ლარს. ისეთ პირებს, ვისაც სურს ღია შრომის ბაზრზე დასაქმება შედარებით მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროგრამის მონაწილეებს სთავაზობს მოკლევადიან პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსებს და აძლევს მათ შესაძლებლობას დაეუფლონ ახალ პროფესიას და დასაქმდნენ ამ მიმართულებით. 2022 წელს გაზრდილია მომართვიანობა მოკლევადიანი მომზადებაგადამზადების პროფესიულ კურსებში ჩართვის მიზნით. 2022 წლის პირველ ნახევარში 1264 პირი ჩაერთო მომზადება-გადამზადების კურსებში, ამდენივე პირის ჩართვის შესაძლებლობა იქნება საშემოდგომო მიღებაზე, რაც იმას ნიშნავს რომ გასულ წელთან შედარებით მოკლევადიან პროფესიულ მომზადება-გადამზადების კურსს 25%-ით მეტი მსურველი გაივლის. 2021-2022 წლების სტატისტიკის მიხედვით კი მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 50%-დან 70%-მდე მერყეობს. სააგენტოში წარმოდგენილი ვაკანსიებიდან დაახლოებით 35%, 2471 ვაკანსია მოითხოვს პროფესიულ განათლებას. ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება ასეთ პოზიციებზე საშუალოდ 800 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2471 სოციალურად დაუცველი, დასაქმების შემთხვევაში, თვის განმავლობაში, ჯამურად 1 976 800 ლარს მიიღებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით თვეში საშუალოდ 494 200 ლარს გადაიხდის. სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომელთა შორისაა დასაქმების ფორუმი. მიმდინარე წელს სააგენტოს ხელშეწყობით და მონაწილეობით, ქვეყნის მასშტაბით თბილისსა და რეგიონებში უკვე ჩატარდა 6 ფორუმი. უახლოესი ფორუმი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 19 სექტემბერს თბილისში. გარდა ამისა, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დასაქმებისა და შრომის მიმართულებით მოსახლეობის გააქტიურება განსაკუთრებით ეფექტური იქნება ისეთ რეგიონებში, რომელიც გამოირჩევა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლით. ასეთი რეგიონებია მაგალითად: რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სადაც უმუშევართა 60% დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე; მცხეთა-მთიანეთი, სადაც უმუშევართა 25% დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე; გურია, სადაც ასევე უმუშევართა 24% საზოგადოებრივ სამუშაოებზე არის დასაქმებული. 5. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით შეიქმნა 20 ათასი მსგავსი სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში შემავალ სხვადასხვა დაწესებულებაში მ.შ. სსიპებში ა(ა)იპ-ებში თუ სხვ. რეალურად იყო თუ არა ამ დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის, მათი საქმიანობის უწყვეტობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი (დასაქმებული) საჭირო? საზოგადოებრივი სამუშაოების ქვე-პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულება. მათთან კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლეს შემდეგი სამუშაოების შესრულება: • ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ სუფთავდება და წესრიგდება 532 საბავშვო ბაღის ეზო, 311 სკვერი და პარკი და 163 სპორტული მოედანი ყველა მუნიციპალიტეტში. • მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1019 სასაფლაო, 205 საზოგადოებირვი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1480 კმ. სანიაღვრე არხი. ასევე, მოწესრიგდა და დასუფთვდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ნარჩენებისგან გაიწმინდა, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა, ბალახები და ბუჩქები მოიჭრა დასახლებული პუნქტების გზების ნაპირებსა და მიმდებარე ფერდობებზე. • თბილისის მასშტაბით რეგულარულად წესრიგდება 7 სასაფლაო, 107 სკვერი და პარკი. • თბილისში 14 უსინათლო პირს ჰყავს სამსახურში გამცილებელი. აქამდე, ამ სერვისით სარგებლობა უსინათლო პირებს უხდებოდათ თავისი ხარჯით, ამ პროგრამამ კი მათ მისცა შესაძლებობა მიიღონ ეს მეტად მნიშვნელოვანი მომსახურება უფასოდ და შეძლონ სამუშაოს გაგრძელება. • 45 მარტოხელა მოხუცთან ხდება უფასო სასადილოდან საკვების მიწოდება. • საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება. • 423 საჯარო სკოლამ და 532 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღო დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოვლასა და მოწესრიგებაზე, ასევე ბავშვებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნზე. • მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურად დაუცველმა პირებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მიმდინარე სამუშაოებში და დიდი წვლილი შეიტანეს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაში. 6. როგორ ფუნქციონირებდნენ უწყვეტად, ეფექტიანად აღნიშნული დასაქმებულების გარეშე ეს უწყებები ხსენებული ქვე-პროგრამის ამოქმედებამდე? საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამის ფარგლებში წარმოდგენილ დამსაქმებლებთან კომუნიკაციის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის ამოქმედებამდე მუნიციპალიტეტებში არსებობდა გამოწვევები, ასეთი ტიპის სამუშაოებზე მუშახელის დეფიციტისა და შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო. 7. თვლით, თუ არა, რომ სასაფლაოს დამლაგებლად, დარაჯად, მუზეუმის დამლაგებლის თანაშემწედ და სხვ. დასაქმებული ადამიანები შეძლებენ დამატებითი უნარების შეძენას, რაც მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებისთვის მომავალში? საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს სამუშაოს სახეს, რომლის შესრულება შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირს. საზოგადოებრივი სამუშაოები წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს და მისი შექმნა ემსახურება მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობას. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სამუშაო სტაჟის დიდხნიანი წყვეტა აქვს. ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება გათავისუფლდეს შინჩაკეტილობის ჩვევისგან, დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე, პირი იძენს სამუშაო გამოცდილებას და აგროვებს სამუშაო სტაჟს. 8. თვლით თუ არა, რომ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს რეფორმა, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში ეფექტიანობის ზრდას, მათ შორის არაეფექტიანი დასაქმების ეტაპობრივი შემცირების რამდენიმე წლიან გეგმას? საჯარო სამსახურში ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შექმნილია საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე და ახორციელებს შესაბამის რეფორმას.