რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაზე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ: (სახელმწიფო სერვისები, საზოგადოებრივი ცენტრები, საჯარო რეესტრი, მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია, დამისამართება, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის სახლები, მობილური იუსტიციის სახლები და 63 მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისები)
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-14
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2022 წლის გეგმის შესაბამისად:
1. ინფორმაცია - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) ადგილობრივი
სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ: (სახელმწიფო სერვისები,
საზოგადოებრივი ცენტრები, საჯარო რეესტრი, მიწის სისტემური და სპორადული
რეგისტრაცია, დამისამართება, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის სახლები, მობილური
იუსტიციის სახლები და 63 მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისები);
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი, ი. ქველაძე);
მომხსენებლები: ერეკლე ღვინიანიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე;
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია:
ა) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და
დასაქმების შესახებ;
ბ) დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და
სამომავლო გეგმების შესახებ;
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია და დ. გოგოლაძე);
მომხსენებლები: თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ილია ღუდუშაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია - 2021 წლის
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი);
მომხსენებელი: რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე.