რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა ქვეყნის რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების, ასევე დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-14
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი
პირველი რესპუბლიკის დარბაზი
(C კორპუსი, III სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2022 წლის გეგმის შესაბამისად:
1. ინფორმაცია - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) ადგილობრივი
სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ: (სახელმწიფო სერვისები,
საზოგადოებრივი ცენტრები, საჯარო რეესტრი, მიწის სისტემური და სპორადული
რეგისტრაცია, დამისამართება, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის სახლები, მობილური
იუსტიციის სახლები და 63 მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისები);
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: მ. გოგებაშვილი, ი. ქველაძე);
მომხსენებლები: ერეკლე ღვინიანიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
მზია გიორგობიანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე;
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია:
ა) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და
დასაქმების შესახებ;
ბ) დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და
სამომავლო გეგმების შესახებ;
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: ხ. ხვიჩია და დ. გოგოლაძე);
მომხსენებლები: თამილა ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ილია ღუდუშაური - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია - 2021 წლის
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
(პასუხისმგებელი პირები კომიტეტიდან: რ. გელანტია, გ. დოლიშვილი);
მომხსენებელი: რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარე.