რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა „2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177
📜 ტექსტი
დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის კომიტეტი
2-13716/22
16-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტმა 2022 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე განიხილა აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება „2021 წლის
სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ“.
საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს მასობრივ საინფორმაციო
საშუალებებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა დეოკუპაციის, აფხაზეთის მიმართ
საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების პოპულარიზაციის,
აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის, აფხაზეთიდან დევნილთა
სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელების
მიმდინარეობის თაობაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან
გავიდა 30 წელიწადი და შექმნილია ახალი რეალობა, საქართველოს ხელისუფლების
მიერ მიღებულია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სტრატეგიული დოკუმენტები
ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისა და აფაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი
მოწესრიგების თაობაზე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აფხაზეთის მთავრობამ
შეიმუშაოს ახალი ხედვები და მიდგომები დევნილთა სოციალური დაცვის, მათი
სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების
განხორციელების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად კომიტეტმა
გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
1. ახალ პრიორიტეტად იქნას მიჩნეული ქვეყანაში აფხაზეთის თემის გააქტიურება და
პოპულარიზაცია, საქართველოსა და საკუთრივ აფხაზეთის ისტორიის, აფხაზთა და
ქართველთა
ისტორიული
ურთიერთობის
დამატებითი
იდეოლოგიური
უზრუნველყოფა, აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები
ომისშემდგომ თაობების ინფორმირებისა და
ცნობიერების ამაღლებისა და
დაახლოების ღონისძიებების დასახვა, მათ შორის უმაღლესი განათლების მისაღებად
საქართველოში და უცხოეთში (ევროკავშირის ქვეყნებში) ახალგაზრდების
მივლინების ფინანსური რესურსების გამონახვა;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
2. მიზანშეწონილია საქართველოში და საკუთრივ აფხაზეთში მოღვაწე მეცნიერების
(განსაკუთრებით ახალი თაობის) თანამშრომლების ხელშეწყობა, კვლევების
წახალისება, რომლებიც ხელს უწყობენ ყალბი, სეპარატისტული
და
პროპაგანდისტული ნარატივების დაძლევას, მხარეებს შორის ნდობის აღდგენას და
ადამიანების დაახლოებას;
3. კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგების მიზნით სოციალური ქსელისა და სხვა
ელექტრონული რესურსების გამოყენების წახალისების ახალი პროგრამების და
ღონისძიებების შემუშავება;
4. საქართველოში და საკუთრივ აფხაზეთში მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაფართობის ხელშეწყობა;
5. წინადადებების მომზადება ყოველდღიურ ელექტრონულ და მედიასივრცეში
აფხაზეთის თემის მეტი გააქტიურების უზრუნველსაყოფად, ახალი ფორმატების
შექმნის უზრუნველსაყოფად;
6. მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების გატარება
კონფლიქტის მხარეებს შორის გალის ტრადიციული დიალოგის ახალი მოდელის
შესამუშავებლად;
7. საზოგადოებაში გავრცელებული აზრის გათვალისწინებით აფხაზეთის მთავრობის
პროგრამები „ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობისა და
გარემოს დაცვა“ მიმართულებით მოითხოვს შემდგომ განახლებასა და დახვეწას, მათი
შორის სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციების შესაბამისად, შესრულების
კონტროლისა და ფინანსური მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავებას;
მიჩნეულია, რომ მეტი გამჭვირვალობასა და საჯაროობის უნდა დაექვემდებაროს
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ხელისუფლების
ძალისხმევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე
პროგრამები და სხვა ღონისძიებები;
კომიტეტი ცნობად იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
თავმჯდომარის ბატონ რუსლან აბაშიძის ყოველწლიურ მოხსენებას „2021 წლის
სამთავრობო პროგრამის შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ“.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ირაკლი ზარქუა