საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ინფორმაცია 2022 წლის 20 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის თარიღის გადადების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177
📜 ტექსტი
წერილი
№ 01/28430
19/09/2022
28430-01-2-202209191045
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე
მუხლის შესაბამისად, 2022 წლის 7 სექტემბრის N8178/3-2/22 წერილით საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრს
ინტერპელაციის წესით წარედგინა რამდენიმე
წერილობითი შეკითხვა, რაც ინტერპელაციის პროცედურის თანახმად, ასევე
გულისხმობს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის ზეპირ
მოსმენას მიმდინარე თვის ბოლო სასესიო კვირის პარასკევ დღეს (23 სექტემბერი).
აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია რომ მიმდინარე წლის 2026 სექტემბრის პერიოდში, ქ. ნიუ-იორკში იმართება გაერო-ს გენერალური ასამბლეის
რიგით 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.
ვიზიტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
მონაწილეობა არაერთ პარალელურ ღონისძიებასა და ორმხრივ შეხვედრებში
სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
მინისტრის
საქართველოს
პარლამენტში
ინტერპელაციის წესით მოსმენის თარიღის გადადების საკითხი.
პატივისცემით,
ილია დარჩიაშვილი