საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№2-13689/22; 16.09.2022) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცოტნე ყავლაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-13779/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით (N2-13689/22; 16.09.2022) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცოტნე ყავლაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ

  • საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით (№2-13689/22; 16.09.2022) და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცოტნე ყავლაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
  • საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის არჩევის საკითხი. წარდგინება

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-13779/22 19-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად გიგზავნით დასკვნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით (№2-13689/22; 16.09.2022) და „ცოტნე ყავლაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს დანართი: კომიტეტის დასკვნა ერთ ფურცლად; საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ერთ ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-13777/22 19-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ)” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორის თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურა (№2-13689/22; 16.09.2022). კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ცოტნე ყავლაშვილის არჩევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცოტნე ყავლაშვილის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად არჩევის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. არჩეულ იქნეს ცოტნე ყავლაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორად 5 წლის ვადით. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი