საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი, 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის (№1-4017/22; 31.03.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-19
ბიუროს ნომერი 177
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-13781/22
19-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2022
წლის
04
აპრილის
№
138/13
გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს
განსახილველად
გადმოეცა
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი ანგარიში „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (№1-4017/22; 31.03.2021) და მისი
განხილვის ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 23 სექტემბრამდე.
აღნიშნული ანგარიშის განსახილველად მომზადებისთვის სიღრმისეულად იქნა
შესწავლილი და გაანალიზებული როგორც თავად ანგარიში, ასევე მასში ასახული
რეკომენდაციების ადრესატი უწყებების პოზიციები. დამუშავდა დიდი მოცულობის
მასალა, თუმცა რიგი საკითხებისა კვლავ დასაზუსტებელია, რის გამოც დადგენილ ვადაში
საკითხის სრულყოფილად მომზადება და მისი განხილვა ობიექტურად ვერ მოხერხდება.
კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის განხილვა დაგეგმილია მომდევნო კვირაში, რა დროსაც
დასრულებული იქნება მუშაობა მითითებულ საკითხებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული
ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge