საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, მიხეილ დაუშვილის, ანა ბუჩუკურის, შალვა კერესელიძის, ბექა ლილუაშვილის და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ (№07-3/221; 09.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-13864/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-20
ბიუროს ნომერი 178

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-13864/22 19-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/221; 09.06.2022). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-13382/22 12-09-2022 იურიდულ საკითხთა კომიტეტს ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე (07-3/221; 09.06.2022) განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2022 წლის 20 ივნისის (N161/1) გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მ/წ 20 სექტემბრამდე დაევალა საქართველოს კანონის პროექტის „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე (07-3/221; 09.06.2022) განხილვა და დასკვნის იურდიულ საკითხთა (წამყვანი) კომიტეტისათვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge