საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიშის“ (№07-2/174; 18.08.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-21
ბიუროს ნომერი 179
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-13872/22
20-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს № 168/15 გადაწყვეტილებებით, ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო
გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/174; 18.08.2022).
აღნიშნული ანგარიში სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა აგრეთვე სხვა
კომიტეტებს.
მითითებული ანგარიშის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია
2022 წლის 26 სექტემბრამდე.
მიმდინარე წლის 20 სექტემბერს მოგვმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების კომიტეტმა, რომელმაც ითხოვა დასახელებული საკითხის განხილვის ვადის
გაგრძელება, ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, დადგენილ ვადაში საკითხის
განხილვას ვერ ახერხებს.
ვითვალისწინებთ
რა
აღნიშნული
კომიტეტის
თხოვნას,
მოგმართავთ
შუამდგომლობით მითითებული ანგარიშის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების
თაობაზე.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge