საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ (№1-4387/22; 08.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-13941/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-21
ბიუროს ნომერი 179

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-13941/22 20-09-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის საკანონმდებლო მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4387/22; 08.04.2022) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქეების - ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების ავტორები მოითხოვენ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 9 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მიზნით ან მივლინებაში მყოფი უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეობის მქონე პირებზე გავრცელდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოქმედება. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „[...] იღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი მასობრივად შემოსულ პირებს, რომლებიც საერთაშორისო დაცვას საჭიროებენ და არ შეუძლიათ საკუთარ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება განურჩეველი ძალადობის, აგრესიის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.“ ავტორები უთითებენ, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეების დაცვა. კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლით აღიარებული ძირითადი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის, მოითხოვს, რომ სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ზომები უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებისა და სოციალურ ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფისთვის. საქართველოში მოქმედებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანს წარმოადგენს თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა ზემოაღნიშნული პირების უფლებების დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები და წესი, გარდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა, დადგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N33 ბრძანებით დამტკიცებული „თავშესაფრის პროცედურით“. საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მხრიდან არ ყოფილა ახსნილი და დასაბუთებული (არც განხილვის დროს გამოკვეთილა ასეთი დასაბუთება), თუ რაში გამოიხატება საკანონმდებლო ცვლილებების კონკრეტული საჭიროება და რატომ არის არასაკმარისი მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ასევე გასათვალისწინებელია საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობს კონკრეტულ პირთა ჯგუფთან მიმართებაში საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების არგუმენტაცია. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადებაში დასმული საკითხის თაობაზე, საქართველოში, უკვე მოქმედებს შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი და პროცედურული ნორმები, შესაბამისად, კომიტეტს, ამ საკითხის დამატებითი რეგულირება, მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების - ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე