„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.09.2022
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/184/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 29-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1533 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფოს საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ სამართალდამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1533 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.“. 2. 152-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 152. ტერიტორიის დაზიანება სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას 1. ეზოების, სკვერების, ქუჩების, მოედნების თვითნებური გადათხრა ან დაზიანება, სამშენებლო მასალებით მათი ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვება ან/და უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 3. 1533 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1533. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე 1. გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50-დან 100 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. შენიშვნა: 1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან. 2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას. 3. თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება. 4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული განკარგვის წესს ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. ქონების 4. 1591 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1591. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება) 1. არასათანადო რეკლამის განთავსება (გავრცელება), – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, ხოლო იურიდიული პირების დაჯარიმებას – განთავსებული (გავრცელებული) რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.“. 5. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 1534–153 5 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 155 3 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−158 1 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 175 2 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 177 12 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 197 3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 6. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 1821, 1822, 190-ე და 1902−191 1 მუხლებით.“; ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 4210, 861, 1142, 1527 და 1528 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)) და 17417, 17418, 17715, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 7. 2093 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465 , 466 , 555 , 556 , 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 1072 –1074 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 −125 4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1355 და 146 1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512 და 1523 –1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1561 , 1583 და 158 4 მუხლებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“; ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 და 1524−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 1561 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 555 , 556 , 642 , 771 , 772 , 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−5 1 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1355 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 , 1512 და 1523 −1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1583 და 1584 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს, ამ კოდექსის 290 6 მუხლის გათვალისწინებით, განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირი.“. 8. 239-ე მუხლის: ა) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით და 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.“; ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „27. ამ კოდექსის 555 , 556 , 642 , 771 , 772 , 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 −1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1341 , 135-ე−1355 , 1461 , 1501 −1503 , 1511 და 1522 −1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539 , 1561 , 1583 და 158 4 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.“. 9. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 125 4 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 10. 242-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ამ კოდექსის 555, 556, 1502, 1503, 1511 და 1523−1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1539, 1583 და 158 4 მუხლებითა და 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“. 11. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კოდექსის 555, 556, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილებითა და 134-ე−1355, 1461, 1511, 1512, 1533 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“. 12. 262-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის 171-ე და 1752 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 1 დღე-ღამის ვადაში, ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებითა და 142-ე, 154-ე, 1741 და 1742 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 3 დღის ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 501, 511, 513, 533, 55-ე, 552, 553, 555, 556, 582, 592, 61-ე, მე-80 და 81-ე მუხლებით, 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 88-ე, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 99-ე, 1001, 1002, 103ე, 104-ე, 1051, 1071, 141-ე, 143-ე−1441, 1443−1445, 14410, 145-ე, 1461, 148-ე−1501, 1511, 152-ე, 1522−152 9, 153-ე, 1541, 1542, 156-ე−1581, 159-ე, 1591, 1595−1599, 163-ე, 164-ე, 1661, 167-ე, 170-ე, 174-ე და 175ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1771 მუხლით, 177 13 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და 1791, 180-ე−1831, 185-ე−1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966 და 197 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები − 7 დღის ვადაში.“. 13. 3121 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. არაიდენტიფიცირებული პირის მიერ ამ კოდექსის 922, 982, 155-ე, 1551 და 155 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის გადახდის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევა და 3 თვემდე ვადით შენახვა. ამ ვადაში პირის იდენტიფიცირებისას მის მიმართ საქმის შემდგომი წარმოება გრძელდება საერთო წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, რომელმაც მართვის დემოკრატიულობა და მოსახლეობისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ზრდა უნდა განაპირობოს. საქართველოს მთავრობა დეცენტრალიზაციის პროცესს განიხილავს ქვეყანაში დემოკრატიისა და მისი შესაბამისი ინსტიტუტების დამკვიდრების საკვანძო ასპექტად. მნიშვნელოვანია ასევე სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც არის გარანტია, რომ საჯარო პოლიტიკა ხელისუფლების ყველა დონეზე იქნება წარმატებული და მის განხორციელებაში მოსახლეობის დიდი მასები მიიღებენ მონაწილეობას. სუბსიდიარობისა და უფლებამოსილებებთან რესურსების შესაბამისობის პრინციპები, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საკონსტიტუციო ნორმის რანგშია აყვანილი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დეცენტრალიზაციის ხარისხსა და თვითმმართველობის ეფექტიანობას. თვითმმართველობის რეფორმა, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის გაზრდას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტ ჩართულობასა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მეტ დეცენტრალიზაციას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: მდგრადი განვითარების პირობებში აუცილებელია რესურსებზე თანასწორი ხელმისაწვდომობა, ამ მიმართულებით მყარ სამართლებრივ საფუძველს ქმნის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტს თანაბარ პირობებში აყენებს. ზემოაღნიშნული რეფორმისა და სულისკვეთების გაგრძელებას წარმოადგენს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (შემდგომში - კანონპროექტი). უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (შემდგომში - კოდექსი) ზოგიერთი სანქცია, სპეციფიკის გათვალისწინებით, დადგენილი იყო მხოლოდ იმ ქმედებისთვის რომელიც ხორციელდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების მსგავსია, არ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებით, მისი განსხვავებულ პირობებში ჩაყენების საფუძველი. აღნიშნულმა განაპირობა წინამდებარე კანონპროექტის მომზადებისა და ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტისათვის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგია კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირება, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად, კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების ნაწილი, ქალაქ თბილისის ეკონომიკური და სოციალური მასშტაბების გათვალისწინებით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, კოდექსის შესაბამის ნორმებში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: ა) ცვლილება ხორციელდება 29-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა საგნის კონფისკაციას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო, მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებაში იძულებით უსასყიდლოდ გადაცემაში, აღნიშნული არ ვრცელდებოდა მხოლოდ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებულ (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე) ქმედებაზე, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებით, ზემოაღნიშნული კონფისკაციის ფორმა არ გავრცელდება ასევე კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ (გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე) ქმედებაზე. ასევე ცვლილება ხორციელდება 29-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა იმ საგნის კონფისკაციას, რომელიც 1536 მუხლით გათვალისწინებულ (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე) ქმედებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის ობიექტი იყო, ექვემდებარებოდა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლო გადაცემას, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებით, აღნიშნული კონფისკაციის ფორმა გავრცელდება ასევე კოდექსის 1533 მუხლით გათვალისწინებულ (გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე) ქმედებაზე; ბ) კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, დგინდება ჯარიმა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრის, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვებითვის. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ნორმის რეგულირების სფერო ფართოვდება და ეზოების, ქუჩებისა და მოედნების გარდა ზემოაღნიშნული ქმედებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრა ასევე სკვერებშიც, რაც ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს სკვერებში სისუფთავის სათანადო დაცვას. ამასთან დაჯარიმებას დაექვემდებარა არამხოლოდ თვითნებური გადათხრა ან დაზიანება, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვება, არამედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაც რაც ერთი მხრივ მიმდინარე სამუშაოების შესრულების პროცესს გახდის უფრო ეფექტიანს და მეორე მხრივ უფლებამოსილ ორგანის მისცემს სამართლებრივ საფუძველს შესაბამისი სანქცია დააკისროს დამრღვევს, ვინაიდან სანქციის არარსებობის შემთხვევაში, წესების დადგენა აზრს კარგავს. ასევე, კანონპროექტის თანახმად, მუხლს ემატება შენიშნვა, რომლის თანახმად, ჯარიმის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება; გ) კოდექსის 1533 მუხლით ჯარიმა დგინდება შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისათვის. არსებული რეგულაცია რჩება უცვლელი, თუმცა კანონპროექტის თანახმად, ნორმას ემატება საქნქციები ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის. ეს უკანასკნელი ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ითვალისწინებს შესაბამის სანქციას. ასევე, მუხლს ემატება შენიშვნა, რომლითაც განიმარტება დაუმორჩილებლობა ამ ნორმის მიზნებისთვის. ამასთან დგინდება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების არსებობისას, სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება, ხოლო სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური, ხოლო ცვლილების შედეგად მუნიციპალიტეტები. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით. ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)); დ) 1591 მუხლის დისპოზიცია, რომელიც ადგენს ჯარიმას არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის, უცვლელი რჩება, მხოლოდ ემატება ჯარიმა იგივე ქმედების იმ პირის მიერ ჩადენისათვის, რომელსაც 1 წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი; ე) ცვლილება შედის 208-ე მუხლში, რომლის მოქმედი რედაქციით რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს კოდექსით გათვალისწინებული რიგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და მათ შორის 1533 მუხლით განსაზღვრულ ქმედებასაც, ხოლო წარმოდგენილი ცვლილების თანახმად რაიონული (საქალაქო) სასამართლო კოდექსით გათვალისწინებული რიგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან ერთად განიხილავს 1533 მუხლის მხოლოდ მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს; ვ) ცვლილება შედის 209-ე მუხლის პირველ ნაწილში და სადაც სამართალდარღვევებს, რომლებსაც განიხილავს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ემატება 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, კერძოდ, გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ამ ქმედების გამეორებით ჩადენასა და ამ ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით. ასევე, ცვლილება შედის 209-ე მუხლის 21 ნაწილში და ემატება 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებები, რომელთა ჩადენისას თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს; ზ) ცვლილება შედის 2093 მუხლის: ზ.ა) პირველ ნაწილში და ემატება 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, რომლებსაც განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი; ზ.ბ) 21 ნაწილში და ემატება 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, რომელთა ჩადენისას თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას); ზ.გ) მე-4 ნაწილში და ემატება 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, რომელთა ჩადენისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური. თ) ცვლილება ხორციელდება 239-ე მუხლის მე-14 ნაწილში. ცვლილების გათვალისწინებით 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, რომელიც ითვალისწინებს გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ასევე გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. ხოლო 239-ე მუხლის 27-ე ნაწილში ცვლილების თანახმად, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებებით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ამ ქმედების გამეორებით ჩადენასა და ამ ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით, შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენენ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები; ი) ცვლილება ხორციელდება 2401 მუხლის პირველ ნაწილში და წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო; კ) ცვლილება ხორციელდება 242-ე მუხლის 31 ნაწილში და წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედებებისთვის, კერძოდ გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, ამ ქმედების გამეორებით ჩადენასა და ამ ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით, გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; ლ) ცვლილება ხორციელდება 243-ე მუხლის 21 ნაწილში და წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 1533 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, კერძოდ გარე ვაჭრობას შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ; მ) ცვლილება ხორციელდება 262-ე მუხლის მე-2 ნაწილში და წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, 1533 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისთვის დადგენილი სპეციალური 3 დღიანი ვადა ამოღებული იქნება და მასზე გავრცელდება ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 15 დღიანი ვადა, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად უნდა დამკვიდრდეს ზოგადი მიდგომა ქალაქ თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით და ამ ნაწილში მუნიციპალიტეტების შემთხვევაში განსხვავებული მიდგომის საფუძველი არ არსებობს; ნ) ცვლილების თანახმად, 3121 მუხლის მე-5 ნაწილიდან 1533 მუხლი ამოღებულ იქნება, ვინაიდან განსაკუთრებული ხასიათის ღონისძიების სახით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის, უშუალო ობიექტის, საგნის, საქონლის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალების დროებითი ჩამორთმევის და 3 თვემდე ვადით შენახვის საჭიროება არ არსებობს, იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილში განსახორციელებელი ცვლილება სამართალდარღვევის ობიექტს უქვემდებარებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იძულებით უსასყიდლოდ გადაცემას. შესაბამისად, წინამდებარე ცვლილებით კოდექსის 29–ე მუხლის მე–3 და 3121 მუხლის მე–5 ნაწილები შესაბამისობაში მოვა ერთმანეთთან. ყოველივე ზემოაღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტების თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც გააუმჯობესებს სოციალურ და ეკონომიკურ ფონს მუნიციპალიტეტებში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად, კანონი ამოქმედდება მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების გამოყოფასთან და შესაბამისად, არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან) რომელიც გამოწერილია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოთა შესაბამისი სამსახურების მიერ მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმებიდან, საურავებიდან) რომელიც გამოწერილია მუნიციპალიტეტის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამისად მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევები იქონიებს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც გამოწვეული იქნება პროექტით დაწესებულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მუნიციპალიტეტზე მინიჭებით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ უნებართვო გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ობიექტი გადავა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. შემოსავლის რაოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევების რაოდენობაზე (პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელები არის ახალი, შესაბამისად სტატისტიკა სამართალდარღვევების რაოდენობასა და შესაბამის მოსალოდნელ შემოსავალზე არ არსებობს). კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან 1533 მუხლის მოქმედი რედაქციით უნებართვოდ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე ოქმის შედგენა ისედაც განეკუთვნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას. კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციულ სახდელებზე რეაგირებას განახორციელებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური, რომლის კომპეტენციაშიც ისედაც შედის სამართალდარღვევებზე მონიტორინგისა და რეაგირების განხორციელება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ცვლილების ამოქმედება არ იქონიებს გავლენას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მოქმედი 1533 მუხლით (გარე ვაჭრობა) გათვალისწინებულ ადამინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 208-ე მუხლის ცვლილებით დაკონკრეტდა, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განეკუთვნება 1533 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, ცვლილება ტექნიკური ხასიათისაა, ვიანიდან 1533 მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას ხოლო 2081 მუხლის თანხმად ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. შესაბამისად რაიონული (საქალაქო) სასამართოლოს განსახილველ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალში მიეთითა მხოლოდ ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები რომლებზეც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. დამატებით ავღნიშნავთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობისთვის ხარჯი 1 დღით სახელმწიფოსთვის შეადგენს 8 ლარსა და 13 თეთრს. ხარჯის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მოახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირთა მიმართ რომლებიც დაჯარიმდებიან ცვლილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. ფინანსური ზეგავლენის მოცულობა დამოკიდებული იქნება მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევების რაოდენობაზე (პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელები არის ახალი, შესაბამისად სტატისტიკა სამართალდარღვევების რაოდენობასა და შესაბამის მოსალოდნელ ფინანსურ გავლენაზე არ არსებობს). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი, თუმცა პროექტი ითვალისწინებს ახალ სამართალდარღვევების განსაზღვრას და შესაბამისად მასზე სანქციების შემოღებას: ა) მოქმედი რედაქციით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება, ცვლილებით სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება აღნიშნული ქმედებების განხორციელება სკვერებშიც. ასევე, დაჯარიმებას დაექვემდებარება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობაც. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის სახდელი ზომა ფიზიკური პირისთვის 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ბ) კოდექსის 1533 მუხლით ჯარიმა დგინდება შესაბამისი ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისათვის. არსებული რეგულაცია რჩება უცვლელი, თუმცა კანონპროექტის თანახმად, დგინდება დამატებითი პასუხისმგებლობის ზომები, ემატება საქნქციები ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომელიც გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ასევე აღნიშნული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მასზე მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენისთვის გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით. ეს ქმედება, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ორგანოს ან უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; - მუნიციპალიტეტებში არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის (გავრცელების) თბილისის ანალოგიურად 1 წლის მანძილზე არასათანადო რეკლამის განმეორებით განთავსებისას (გავრცელებისას) სამართალდამრღვევი დაჯარიმდება ჯარიმის ორმაგი ოდენობით. ჯარიმა არასათანადო რეკლამის განთავსებისთვის, უცვლელი რჩება. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.