„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კომიტეტის
სხდომაზე მოწვეული პირის წერილობითი პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და
მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის
ვებგვერდზე.“;
2. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი
კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში
წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ამ მოთხოვნის
საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;
3. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოხსენება და ამ მოხსენების კომიტეტის
სხდომაზე წარდგენის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;
4. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოხსენება და ამ
მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;
5. 152-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება და იმავე პუნქტით
გათვალისწინებული პირის მოხსენების და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე.“;
6. 153-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის წინაშე წარდგომის
განრიგი და ინფორმაცია აღნიშნულ განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ, აგრეთვე
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით გამოსვლისა
და ამ მოხსენების განხილვის აუდიო ჩანაწერი ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“;
7. 154-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და იმავე პუნქტით
გათვალისწინებული პირის მოხსენების და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი ქვეყნდება
პარლამენტის ვებგვერდზე.“;
8. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში, ამ ანგარიშის
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის აუდიოჩანაწერი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული დადგენილება ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, გარდა ისეთი
ნაწილებისა, რომელიც რეგლამენტის თანახმად არ არის საჯარო.“;
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
2022 წლის 3 მარტს საქართველომ წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი.
ევროკომისიის დასკვნა ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით
გამოქვეყნდა 2022 წლის 17 ივნისს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს უნდა მიეცეს
ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და ამავდროულად გასცა რეკომენდაცია 12 პუნქტის
შესრულების თაობაზე. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება
ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 რეკომენდაციის შესრულების შემდეგ საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზადყოფნის თაობაზე.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი
12 პუნქტიდან მე-2 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას,
რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ანგარიშვალდებულების
გაძლიერებას, აგრეთვე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების შემდგომ
გაუმჯობესებას.
სახელმწიფო
პარლამენტის
ინსტიტუტების
საზედამხედველო
ანგარიშვალდებულების
ფუნქციის
გაძლიერება
ზრდა
ბოლო
და
საქართველოს
წლების
საპარლამენტო
საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ აღსანიშნავია
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 6 ივლისის N74/15 გადაწყვეტილება, რომლითაც
დაამტკიცებულ იქნა „ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის მიზანია
პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და გამჭვირვალობის ამაღლება და ამ
საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესება.
აღნიშნული გეგმის 3.8. პუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის
ვებგვერდზე ისეთი ინფორმაციების გამოქვეყნების ვალდებულება, როგორიცაა: მინისტრის
საათის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის წინაშე
წარდგომის განრიგი, აგრეთვე მათი მოხსენებებისა და კითხვა-პასუხის აუდიო ჩანაწერი;
პლენარულ და კომიტეტის სხდომებზე პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის
პირის მიწვევის შესახებ გადაწყვეტილების/მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტი, შესაბამისი
სხდომის თარიღი და მისი აუდიო ჩანაწერი; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე
მუხლის
შესაბამისად
კომიტეტების
მიერ
ინფორმაციის
გამოთხოვისა
და
შესაბამისი
ორგანოებიდან მიღებული წერილები; კომიტეტის თემატური მომხსენებლის მიერ მომზადებული
წერილობითი ანგარიში ან კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი მოხსენების აუდიო ჩანაწერი;
მთავრობის მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერმინისტრის მოხსენების წერილობითი ვარიანტი, თავად მოხსენება და შემდგომ გამართული
დებატების აუდიო ჩანაწერი ან სტენოგრამა; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის
საჯარო ნაწილის წერილობითი ვარიანტი, პლენარულ სხდომაზე მისი წარდგენის ჩანაწერი
კითხვა-პასუხის ჩათვლით და პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება.
დასახელებული
ღონისძიებების
განხორციელების
პარლამენტის
რეგლამენტით
დაგეგმვა
განაპირობა
შემდეგმა
გარემოებებმა:
საქართველოს
განსაზღვრულია
მთელი
რიგი
საზედამხედველო მექანიზმები, რომელთა ეფექტური დანერგვა მათი განხორციელების
პროცესისა და შედეგის გამჭვირვალობაზეა დამოკიდებული. 2020 წელს საქართველოს
პარლამენტის
ოფიციალური
ვებგვერდი
განახლებული
სახით
ამოქმედდა,
რომელიც
საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის თვალსაზრისით
გაუმჯობესებულია.
არსებული
მდგომარეობით,
პარლამენტის
ვებგვერდზე
ქვეყნდება
ინფორმაცია გარკვეული საზედამხედველო მექანიზმების შესახებ. პარლამენტის ახალი
ვებგვერდის ფარგლებში ცალკე გრაფა დაეთმო ზედამხედველობას. ახალი ვებგვერდის
ამოქმედების შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები არსებული, განთავსებული ინფორმაციის ხარისხისა და
მასშტაბების, ასევე ფორმების გაუმჯობესების შესახებ, რაც უფრო ეფექტიანს გახდის
საზედამხედველო საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გახსნილობას, რაც, თავის მხრივ, მიიჩნევა
საკუთრივ საზედამხედველო ინსტრუმენტების ეფექტიანობის გაზრდის კარგ საშუალებად.
ევროკავშირის საბჭოს ზემოაღნიშნული მე-2 რეკომენდაციის
პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ
შესრულების მიზნის
ვებგვერდი სრულად
ინფორმაციული იყოს და საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია
დეტალურად იყოს განთავსებული საპარლამენტო კონტროლის მოდულში და ამ გზით
გაიზარდოს საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტიანობის ხარისხი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა
რეგლამენტის პროექტის მიღება აუცილებელია პარლამენტის საქმიანობის ღიაობისა და
გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად და ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების უფრო
მეტად ჩართულობის ხელშესაწყობად. ეს ხელს შეუწყობს საპარლამენტო ზედამხედველობის
ინსტრუმენტების ეფექტიანობის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, მოემსახურება ევროკავშირის
საბჭოს ზემოაღნიშნული მე-2 რეკომენდაციის შესრულების მიზანს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
რეგლამენტის პროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება ღია პარლამენტის 2021-2022
წლების სამოქმედო გეგმის 3.8. პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება, რაც
ხელს შეუწყობს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობისა და
გამჭვირვალობის გაუმჯობესებასა და პარლამენტის კანონშემოქმედებით თუ საზედამხედველო
საქმიანობაში მოქალაქეთა მეტ ჩართულობას. ეს, თავის მხრივ, შექმნის უკეთეს შესაძლებლობებს
ევროკავშირის საბჭოს ზემოაღნიშნული მე-2 რეკომენდაციის შესასრულებლად.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის
რეგლამენტის მე-40, 41-ე, 45-ე, 150-ე, 152-ე, 153-ე, 154-ე და 171-ე მუხლებში.
სახელდობრ, განისაზღვრება, რომ საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე ქვეყნდება:
-
პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მოწვეული პირის წერილობითი პასუხი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) და მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის
აუდიოჩანაწერი;
-
პარლამენტის
კომიტეტის
სხდომაზე
მიღებული
შესაბამისი
გადაწყვეტილებით
საქართველოს
მთავრობის
წევრის,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული
თანამდებობის
პირის,
ხელმძღვანელისგან
პარლამენტის
ინფორმაციის
წინაშე
წარმოდგენის
ანგარიშვალდებული
მოთხოვნა
და
ამ
ორგანოს
მოთხოვნის
საფუძველზე მიღებული ინფორმაცია;
-
კომიტეტის თემატური მომხსენებლის მოხსენება და ამ მოხსენების კომიტეტის
სხდომაზე წარდგენის აუდიოჩანაწერი;
-
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის ყოველწლიური წერილობითი მოხსენება და ამ მოხსენების პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის აუდიოჩანაწერი;
-
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
მთავრობის
წევრის,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
ორგანოს ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე აღნიშნული
-
პირის მოხსენება და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი;
მინისტრის საათის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების
პარლამენტის წინაშე წარდგომის განრიგი და ინფორმაცია აღნიშნულ განრიგში
ცვლილების
შეტანის
შესახებ,
აგრეთვე
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით გამოსვლისა და ამ მოხსენების განხილვის
-
აუდიო ჩანაწერი;
მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის,
პარლამენტის
წინაშე
ანგარიშვალდებული ორგანოს
ხელმძღვანელის
მოთხოვნა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენის შესახებ, აღნიშნული პირის
მოხსენება და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი;
-
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიში
წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, მისი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
განხილვის აუდიოჩანაწერი და აღნიშნული ანგარიშის თაობაზე პარლამენტის
დადგენილება, გარდა ისეთი ნაწილებისა, რომელიც რეგლამენტის თანახმად არ არის
საჯარო.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
რეგლამენტის
პროექტთან
მიმართებაში (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
რეგლამენტის პროექტი უნდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ, რადგან ამ
პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის და კომიტეტების აპარატებმა გაანალიზონ
შემოთავაზებული ცვლილებები და მოამზადონ შესაბამისი ტექნიკური ბაზა.
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა)
რეგლამენტის
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას. წარმოდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებული ღონისძიებები
განხორციელდება პარლამენტის არსებული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
რეგლამენტის
პროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის
პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება
რეგლამენტის
პროექტის
მიღება
გავლენას
ვერ
მოახდენს
ბავშვის
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის
პროექტის
მომზადების
პროცესში
კონსულტაციები
გავლილი
იქნა
საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან,
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI).
აღნიშნული საკითხი განხილული იქნა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან, რომლის მიზანია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის
ცალკეული
მექანიზმების
გაუმჯობესება
ევროკავშირის
საბჭოს
ზემოაღნიშნული
მე-2
რეკომენდაციიდან გამომდინარე.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
იმპლემენტაციის
სფეროში,
იმ
რეგლამენტის
გამოცდილების
პროექტის
მიმოხილვა,
რომელიც
მსგავსი
კანონების
მაგალითად
იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს
პარლამენტის
წევრი:
მიხეილ
სარჯველაძე,
ირაკლი
ქადაგიშვილი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი, გივი მიქანაძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი ქადაგიშვილი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი, გივი მიქანაძე.