„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ინიციირებული ვარიანტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
II მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (4)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 79
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 19 სექტემბერი, 12:00 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/232;
31.08.2022) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ლევან იოსელიანი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 19 სექტემბერი, 12.00 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N79
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, პაატა მაჯგალაძე, ირმა ზავრადაშვილი,
გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, ირაკლი შატაკიშვილი და ლევან ბეჟაშვილის
უფლებამონაცვლე დავით კირკიტაძე.
სხდომაზე მოწვეულები: ლევან იოსელიანი (მომხსენებელი) - საქართველოს
პარლამენტის წევრი. მარიამ კაციტაძე - დემოკრატიის ინდექსი - საქართველო(DIG),
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის საკითხის
განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
2. საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/232; 31.08.2022) I მოსმენით განხილვა;
მომხსენებელი: ლევან იოსელიანი
სხდომის დღის წესრიგის პროექტის გაცნობის შემდეგ, ირაკლი ქადაგიშვილმა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,
კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგისათვის შემდეგი
საკითხის დამატების თაობაზე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ
წინადადებას, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს კორექტირებული დღის
წესრიგი.
დღის წესრიგი :
1.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არჩევა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
2.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის საკითხის
განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი
3.
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/232; 31.08.2022) I მოსმენით განხილვა.
მომხსენებელი: ლევან იოსელიანი
-
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის არჩევა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმად საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მისი
პოლიტიკური პოზიციებიდან გამომდინარე გადადგა კომიტეტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილის თანამდებობიდან და დარჩა კომიტეტის შემადგენლობაში.
ირაკლი ქადაგიშვილმა მადლობა გადაუხადა გურამ მაჭარაშვილს პირველი
მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაწეული საქმიანობისათვის და იმედი
გამოთქვა, რომ გურამ მაჭარაშვილი, როგორც კომიტეტის წევრი გააგრძელებს
აქტიურად მუშაობას და თავის წვლილს შეიტანს კომიტეტის საქმიანობაში.
ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციაზე
წარადგინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი,
ირაკლი
შატაკიშვილი.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პირველი
მოადგილედ არჩეული იქნეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი
ირაკლი შატაკიშვილი?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ არჩეულ იქნეს ირაკლი შატაკიშვილი;
გადაწყვეტილება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილის არჩევის თაობაზე ეცნობოს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის საკითხის
განხილვა
მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება, რომლის თანახმად საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12
რეკომენდაციის შესრულების მიზნით, რომელთაგან ერთ-ერთი რეკომენდაცია
შეეხებოდა სწორედ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და
დახვეწას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის 2 აგვისტოს
კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნა სამუშაო
ჯგუფი, რომელმაც გამართა სამუშაო შეხვედრები და 2 სექტემბერს დაასრულა
მუშაობა. სამუშაო ჯგუფის წევრები იყვნენ, როგორც კომიტეტის წევრები, ასევე
საპარლამენტო კონტროლის საკითხებით დაინტერესებული პარლამენტის სხვა
წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის
მუშაობაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, აქტიური მონაწილეობა მიიღეს
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისად
განახორციელა
საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების
აღსრულების კონტროლი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი
რედაქციის ძალაში შესვლიდან 2018 წლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდში და
მოამზადა დეტალური ანგარიში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
განსაზღვრული
საპარლამენტო
კონტროლის
ცალკეული
მექანიზმების
მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ.
2
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ანგარიში, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ
საინტერესო და ინფორმაციულ დოკუმენტს, გახლდათ სამუშაო ჯგუფის საქმიანობის
საბაზისო დოკუმენტი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, რომელშიც ასახულია თუ როგორ მუშაობს
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტი
საპარლამენტო
კონტროლის
განხორციელების მიმართულებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე აქტიური
დისკუსიებისა და მოსაზრებების საბოლოო შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა
კონკრეტული რეკომენდაციები. აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
ცვლილების
პროექტი,
რომლის
ინიცირებაც
განხორციელდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების
საფუძველზე და საკანონმდებლო პროცედურების გავლის შემდეგ საშემოდგომო
სესიის დასრულებამდე იქნება მიღებული.
ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე,
რომელთან დაკავშირებითაც სამუშაო ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას:
პირველ რიგში - უნდა გაიზარდოს ინტერაქცია საქართველოს პარლამენტსა და
მთავრობას შორის. ამ მიმართულებით წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის
თანახმად - გაიზრდება ინტერპელაციის ჩატარების სიხშირე და ინტერპელაციის
წესით
შეკითხვის
ადრესატის
პარლამენტში
წარდგომის
შესაძლებლობა
გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად, დეკემბრის თვისა და ივნისის თვის
გარდა, ვინაიდან ივნისში გათვალისწინებულია პრემიერ-მინისტრის ანგარიშის
მოსმენა პარლამენტის მიერ, ხოლო დეკემბერი ითვლება ბიუჯეტის განხილვის თვედ
და ხშირად საჭირო ხდება ხოლმე რიგგარეშე სესიის ფორმატშიც მუშაობა.
მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ ინტერპელაცია თავისი შინაარსით არის
საპარლამენტო კონტროლის იმგვარი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც
საქართველოს პარლამენტს აძლევს საშუალებას ჰქონდეს ინფორმაცია ყველა
მნიშვნელოვან საკითხზე - როგორია მთავრობის პოლიტიკა, როგორ ასრულებენ
სამოქმედო გეგმებს აღმასრულებელი ხელისუფლების პარლამენტის წინაშე
ანგარიშვალდებული სხვადასხვა თანამდებობის პირები და ა.შ.
მინისტრის საათთან დაკავშირებით იყო აგრეთვე საკმაოდ ბევრი და საინტერესო
დისკუსიები, თუ როგორ იყო შესაძლებელი საპარლამენტო კონტროლის ამ
რუტინულლი მექანიზმის გაუმჯობესება. საბოლოოდ მოხდა შეთანხმება, რომ
მინისტრის საათის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა, შესაბამისმა მინისტრმა
სავალდებულო წესით საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს მოხსენება
წერილობითი ფორმით, იმ მიზნით, რომ პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად
შეისწავლონ ანგარიში, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ მინისტრის
საათის შემდეგ გამართული კითხვა-პასუხის რეჟიმისათვის პარლამენტის წევრები
უფრო მეტად ინფორმირებულები და სათანადოდ მომზადებული იქნებიან.
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად რეგულირდება წესი, რომელიც
ირაკლი ქადაგიშვილის აზრით, არის ერთ-ერთი უნიკალური წესი საპარლამენტო
კონტროლის პრაქტიკაში - თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე
სავალდებულო დასწრება - როდესაც საპარლამენტო ფრაქციებს და პოლიტიკურ
ჯგუფებს შეუძლიათ რომ დაიბარონ თანამდებობის პირი კომიტეტის სხდომაზე.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა
ის ხარვეზები, რომელიც არსებობს საპარლამენტო კონტროლის აღნიშნული
მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ხარვეზების და
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით
მომზადდება ცვლილება რეგლამენტში, რომლის თანახმად კომიტეტის სხდომაზე
მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას კომიტეტის თავმჯდომარე არაუგვიანეს 3
დღისა გაუგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით,
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, განხორციელდება საქართველოს
3
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულაციის დაზუსტება და
მკაფიოდ მითითება იმის თაობაზე, რომ შესაბამისი თანამდებობის პირისგან
დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო მასალების მოთხოვნის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს კომიტეტი.
თემატურ მოკველევასთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად არის საკითხის
სიღრმისეული კვლევის საშუალება და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის
განხორციელების ეფექტური მექანიზმი, სამუშაო ჯგუფის შეხვედრების დროს
იმართებოდა აქტიური დისკუსიები. მოსაზრებების საბოლოოდ შეჯერების შედეგად,
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის თანახმად: თემატური მოკვლევის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ნაცვლად
შესაძლებელი გახდება სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით; თემატური
მოკვლევის ჯგუფის მიერ დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის
გაგრძელება ნაცვლად 3-ჯერ თითო თვით გაგრძელებისა,
განხორციელდება
ერთჯერადად არაუმეტეს 2 თვით; თემატური მოკვლევის საკითხის პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის შემთხვევაში, მისი განხილვა
განხორციელდება კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით
განხილვისთვის დადგენილი წესის შესაბამისად;.
პარლამენტის წევრის კითხვასთან დაკავშირებით
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული
რეკომენდაციების საფუძველზე: პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის 15
დღიანი ვადა შემცირდება 10 დღემდე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი
იქნება აღნიშნული ვადის დამატებით 10 დღით გაგრძელება, კითხვის ავტორთან
შეთანხმების ნაცვლად კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის
საფუძველზე;
ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტი, როგორც პარლამენტის წევრის კითხვის ასევე კომიტეტის სხდომაზე
თანამდებობის პირის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი იქნება პროაქტიური ზედამხედველობის რეჟიმში, კერძოდ ყოველ 3
თვეში ერთხელ ვალდებული იქნება შეისწავლოს პარლამენტის წევრის კითხვებზე
რეაგირების საკითხი და შედეგები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
და შესაძლებელია გახდეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანი.
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტის
მიერ
მონიტორინგის
განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაცია განთავსდება აგრეთვე
პარლამენტის ვებგვერდზე.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებისა და დისკუსიების
დროს გამოიკვეთა ისეთი საკითხებიც, რომელთა დარეგულირებისათვის საკმარისი არ
იქნება ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ამგვარი აქტუალური დისკუსიის თემას წარმოადგენდა საკითხი პერსონალურ,
კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით და გამოითქვა
მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება საკითხის სიღრმისეული შესწავლა
განხორციელდეს თემატური მოკვლევის ფარგლებში. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების
დროს მსჯელობა მიმდინარეობდა აგრეთვე
საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშთან დაკავშირებით, რომლის
წარდგენაც დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად შესაძლებელია როგორც
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ასევე მისი
მოადგილის მიერ. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა და მომზადდა ცვლილება რომლის
თანახმად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარმდგენ სუბიექტად
განისაზღვრება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
მიერ მომზადებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ რეგლამენტის პროექტით“ გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების ეფექტურ
4
ფუნქციონირებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად
ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების
შესრულებას საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის
მიმართულებით.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე რომ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის მიერ მომზადებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
მომზადებულად ჩაითვალოს საკანონმდებლო პროცედურების დაწყებისათვის?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
მომზადებული „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქარტველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი და ამონაწერი
კომიტეტის სხდომის ოქმიდან წარდეგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საკანონმდებლო პროცედურების დაწყების მიზნით.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/232; 31.08.2022) I მოსმენით განხილვა.
მოისმინეს: ლევან იოსელიანის მოხსენება.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს პარლამენტის 204-ე მუხლის
მე-5 პუნქტში, რაც გულისხმობს სახალხო დამცველის არჩევის წესის შეცვლას,
კონკრეტულად, ფარულობის პრინციპის შეცვლას ღიაობით.
საკითხი დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რადგან ის შიდაპოლიტიკური
სიტუაცია, რომელიც უკავშირდება სახალხო დამცველის არჩევას და ეს პროცესი ანუ
სახალხო დამცველის არჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია ოპოზიციის მონაწილეობის
გარეშე, ბევრ კითხვის ნიშანს შეიძლება აჩენდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის
სახალხო დამცველის კონკრეტული კანდიდატურის მომხრე და ვინ არ უჭერს მას
მხარს. პოლიტიკოსის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ლევან იოსელიანის აზრით
მდგომარეობს იმაში, რომ მან საჯაროდ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი, როგორც
მხარდაჭერის, ისე არდაჭერის შემთხვევაში შეძლებისდაგავარად უნდა დაასაბუთოს
თავისი პოზიცია და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია.
ლევან იოსელიანმა კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ არის
დარეგულირებული სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები საზღვარგარეთის
ქვეყნებში და რა უდევს მას საფუძვლად. პარიზის პრინციპები, რომელსაც ეყრდნობა
მთლიანად სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, გულისხმობს არასასამართლო
ინსტიტუციების მხარდაჭერას და მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას. პარიზის
პრინციპები ადგენს სწორედ იმას, რომ კონსტიტუციური ორგანო და მისი არჩევის
წესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია.
მათ მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შედეგად
გამოიკვეთა, რომ ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც სახალხო დამცველის არჩევა
ხდება (არის ქვეყნები, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა
სახალხო დამცველის დანიშვნა), კენჭისყრის პროცესი არის ღია. ერთადერთი ქვეყანა,
სადაც კენჭისყრა ფარულია, არის რუსეთი და მისი აზრით, რუსეთი არ არის ის ქვეყანა,
რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ სანიმუშო მაგალითად.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ დღეისათვის არსებული ფარული კენჭისყრის
არგუმენტაციად განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებობს არგუმენტი, რომ
სახალხო დამცველი არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე
5
პოლიტიკოსის მიმართ ანგარიშვალდებული, აგრეთვე გუნდურობის პრინციპის
გათვალისწინებით, თუ ვინმეს გუნდისაგან განსხვავებული პოზიცია ექნება ფარული
კენჭისყრა მისცემს მას გუნდისაგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების
შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში, როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მივდივართ
პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან და სახალხო დამცველი არ არის ის პოზიცია,
რომელიც ვინმეს მიმართ ვალდებული უნდა იყოს. საქართველოს პარლამენტი
ვალდებულია აირჩიოს სახალხო დამცველი და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევანი
მოხდეს კონსენსუსის გზით.
ლევან იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავარი მოტივი წარმოდგენილი
საკანონმდებლო ინიციატივის არის ის, რომ არ მოხდეს გარიგება, ვინაიდან
რეალურად სულ რამოდენიმე ხმა არის საჭირო ოპოზიციიდან საჭირო იმისათვის, რომ
სახალხო დამცველი აირჩიოს პარლამენტმა. ამ გარემოების გათვალისწინებით
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ იქნებიან ეს ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ
სახალხო დამცველის წარდგენილ კანდიდატურას.
ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ არსებობს სხვა თანამდებობებიც, რომელთა არჩევის
დროს კენჭისყრა ფარულია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს
გენერალური პროკურორი) და არ გამორიცხავს, რომ შემდგომ ამ თანამდებობებთან
დაკავშირებითაც მოახდინონ ცვლილების ინიცირება. სახალხო დამცველის არჩევის
წესი დღეისათვის არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, წარმოადგენს 12 პუნქტიანი
გეგმის ნაწილს და ჩვენი ვალდებულებაა, რომ შევასრულოთ.
აზრი გამოთქვეს:
ირაკლი შატაკიშვილი დაინტერესდა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების
დროს ხომ არ იქნა მათ მიერ შესწავლილი საერთშორისო პრაქტიკა და გამოცდილება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსთან და გენერალური პროკურორთან დაკავშირებით. მიზანშეწონილი ხომ არ
იქნებოდა, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა ამ თანამდებობებთან მიმართებაში
ფარულობის პრინციპის შეცვლა.
ლევან იოსელიანმა ირაკლი შატაკიშვილის მიერ დასმულ შეკითხვასთან
დაკავშირებით განმარტა, რომ მათ არ შეუსწავლიათ სხვა ქვეყნების გამოცდილება
სახალხო დამცველის გარდა სხვა თანამდებობებთან დაკავშირებით, შესაბამისად
წარმოდგენილი ინიციატივის გაფართოვებას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ
მიიჩნევენ.
გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ფარულობა შეიძლება
გახდეს ვინმეზე ზეგავლენის მოხდენის საფუძველი და შესაძლებლობა, მართებულად
არ მიაჩნია. პირიქით შეიძლება ითქვას, ფარულობა სწორედ იმის გარანტია უნდა იყოს,
რომ გავლენას ვერ მოახდენ პარლამენტის წევრის გადაწყვეტილებაზე. როდესაც
არავინ იცის მე რა გადაწყვეტილებას ვიღებ, რანაირადაა შესაძლებელი, რომ ვინმემ
ზეგავლენა მოახდინოს, პირიქით, როდესაც იცის ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე,
გავლენის მოხდენა მაშინაა შესაძლებელი. ფარულობის პრინციპს აქვს თავისი ორი
მხარე და მას პირადად უჭირს ცალსახა პოზიციის ჩამოყალიბება იმასთან
დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველის არჩევის დროს ფარულ პრინციპზე უკეთესი
ღია კენჭისყრა იქნება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, როგორც გიორგი
კახიანმა აღნიშნა, თავს შეიკავებს თავისი პოზიციის დაფიქსირებისაგან წარმოდგენილ
საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.
ლევან იოსელიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პარიზის პრინციპებს, რომელიც
განსაზღვრავს რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი უნდა
იყოს ღია და გამჭვირვალე, აგრეთვე მოიყვანა უკრაინის საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მაგალითი, რომლის შემდგომაც
გაუქმდა ფარულობის პრინციპი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი კახიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან
დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ფარული კენჭისყრა
6
ერთგვარი გარანტიაა იმისათვის, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთო და ვერავინ ვერ
გააკონტროლოს ეს არჩევანი. კენჭისყრის ფარულობის პრინციპი მისი აზრით უფრო
მიესადაგება ისეთ თანამდებობებს, როგორიც არის გენერალური პროკურორი,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მაგრამ სახალხო დამცველის
არჩევა, როდესაც არსებობს იმგვარი კონტექსტი, რომ პროცესი უნდა იყოს ღია,
მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ინკლუზიური, რადგან ყველას ექნება
საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა და საჭირო იქნება
არჩევისათვის საერთო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ფარული კენჭისყრის
შეცვლა ღია კენჭისყრის პრინციპით უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია და მხარს
დაუჭერს წარმოდგენილ ინიციატივას.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-3/232; 31.08.2022) I მოსმენით განხილვას?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/232; 31.08.2022) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის;
- პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად
დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილი.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
7