„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 ნაწილი:
„23.. პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი
შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან
არაუგვიანეს 6 თვისა“.
2. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
2.იმ
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
სხვა
პირისათვის
სამართავად
გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სახდელის
დადებიდან 30 დღის შემდეგ, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
ჩადენა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის სახდელის დადებიდან 30
დღის შემდეგ, ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სახდელის დადებიდან 30
დღის შემდეგ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ყოველი
მომდევნო 30 დღის ვადაში ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 700 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ
არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან
საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების 6 თვით შეჩერებით.
2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო
ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ
მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი
წესით.
3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 60-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
კანონპროექტი მიზნად ისახავს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას გზებზე
ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე
დაყვანით. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გარემოსდაცვითი გამოწვევა სწორედ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს
ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთერთი ძირითადი წყარო ტრანსპორტიდან გამომდინარე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებია.
ტრანსპორტით
გამოწვეული
დაბინძურების
მაჩვენებელი
განსაკუთრებით
მაღალია
ქალაქებში, სადაც მოსახლეობისა და შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო ნაკადების უდიდესი
ნაწილია თავმოყრილი.
2017 წელს საქართველო შეუერთდა პარიზის შეთანხმების მონაწილე 191 ქვეყანას და
განაცხადა მზაობა ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად საკუთარ წვლილის შეტანის შესახებ.
2021 წლის აპრილში საქართველომ წარადგინა „განახლებული ეროვნულ დონეზე
განსაზღვრული წვლილის“ (NDC) დოკუმენტი, კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია
და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა (CSAP), როგორც NDC-ის განხორციელების
ინსტრუმენტი და აღნიშნულით განსაზღვრა სექტორული სათბურის აირების შემცირების
სამიზნე მაჩვენებლები, მიმართულებები და ღონისძიებები.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყარო ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვია.
საქართველომ
NDC-ის
დოკუმენტით
აიღო
ვალდებულება,
რომ
ტრანსპორტის სექტორში სათბურის აირების ემისიებს საბაზისო დონესთან შედარებით 15%ით შეამცირებს.
ავტოტრანსპორტის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით
ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. 2018 წლის პირველი იანვრიდან
საქართველოს მასშტაბით მთელი ავტოპარკისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
სავალდებულო გახდა. შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საწვავის ხარისხის
გაუმჯობესების ასევე, ავტოპარკის გაახალგაზრდავების კუთხით. ატმოსფერული ჰაერის
გაუმჯობესებისთვის განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად,
კვლავ რჩება
გამოწვევები, რომელთა დროული დაძლევა მნიშვნელოვანია გატარებული რეფორმებით
დასახული მიზნების მიღწევისთვის.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
აწესებს პასუხისმგებლობას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვისთვის
გადაცემისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირება. თუმცა, შესაბამისი მუხლი არ ითვალისწინებს სანქციას სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ
სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად
მხოლოდ
ჯარიმის
სამართლებრივი
თანხის,
მოწესრიგება
50
ლარის
გადახდით
შემოიფარგლოს.
აღნიშნული
ტექნიკური
ინსპექტირების
ცენტრებში
პერიოდული
არსებული დაბალი მიმართვიანობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რაც საბოლოო
ჯამში აისახება ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
რამდენადაც, „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები წარმოადგენს საკანონმდებლო
აქტის რეგულირების სფეროს, აღნიშნული საკითხების მოწესრიგებისთვის საჭიროა
ცვლილება შევიდეს შესაბამის საკანონმდებლო აქტში - საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა
იმ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ან სხვა პირისთვის გადაცემისთვის სამართავად
ან საექსპლუატაციოდ, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება,
დაწესებულია სწორედ ზემოაღნიშნული კოდექსით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის
სრულყოფა მოხდება, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკურ
დადებით
გავლენას
ავტოსატრანსპორტო
იქონიებს.
კერძოდ,
საშუალებების
საკანონმდებლო
მფლობელთა
გამართულობაზე
ცვლილებები
მიმართვიანობას
გაზრდის
ტექნიკური
ინსპექტირების ცენტრებში და ხელს შეუწყობს, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა
ტექნიკური მდგომარეობის და შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
გაუმჯობესებას,
განსაკუთრებით
ქალაქებში,
სადაც
მაღალია
ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა კონცენტრაცია. ამასთან, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა
მინიმუმამდე
დაყვანა
შეამცირებს
ავტოსაგზაო
შემთხვევებს
და
უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოებას.
თავის მხრივ, გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გადაადგილების
შემცირება,
მნიშვნელოვნად
შეუწყობს
ხელს
საქართველოს
მიერ
საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სატრანსპორტო სექტორიდან
მომდინარე სათბურის აირების ემისიების შემცირების კუთხით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118ე მუხლში. კერძოდ, 118-ე მუხლს ემატება მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები და ყალიბდება
შემდეგნაირად: ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო
საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ
დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ
განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას დაჯარიმდება:
- ფიზიკური პირი 150 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირი ან/და ინდივიდუალური მეწარმე 300 ლარის ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა
აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას
ოდენობით.
500
ლარის
ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის
დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს, რადგან კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის
ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
გამომდინარე
იქედან,
რომ
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კონკრეტული
სამართალდარღვევებისთვის
შესაბამისი
სახის
პასუხისმგებლობის
დაწესებას,
მიზანშეწონილია იგი ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. კანონის პროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
რადგან კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას 118-ე მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
განმეორებით
ჩადენის
შემთხვევაში. რომელიც გაიზრდება ეტაპობრივად, კერძოდ, ტექნიკური ინსპექტირების
დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ
ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან
საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის
დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას, აღნიშნული
გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის
ოდენობით.
ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 300 ლარის
იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა
აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ,
სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის
ოდენობით.
ამასთან, ცვლილებების შედეგად გაიზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა
მიმართვიანობა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში. ეს ცენტრები, თავის მხრივ,
წარმოადგენენ გადასახადების გადამხდელებს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ზრდას. გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული იქნება განმეორებით ჩადენილ
კანონდარღვევათა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;
კანონპროექტი
წარმოშობს
ფინანსურ
შედეგებს
იმ
პირთათვის,
რომლებიც
დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მემე-3, მე-4 და მე-5 ნაწილის თანახმად დაჯარიმებას კანონპროექტით გათვალისწინებული
ოდენობებით.
კერძოდ,
ტექნიკური
ინსპექტირების
დადგენილი
წესით
გავლის
ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი
ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ
გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის
განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას, აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას -150 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 300 ლარის
ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა
აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას
500 ლარის
ოდენობით.
ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ,
სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის
ოდენობით.
ან/და ინდივიდუალური მეწარმის
დაჯარიმებას
700
ლარის
ამასთან,
კანონპროექტის
საშუალებების
მიღების
მფლობელთა
შედეგად
მიმართვიანობის
მოსალოდნელია
გაზრდა
ავტოსატრანსპორტო
პერიოდული
ტექნიკური
დათვალიერების ცენტრებში, რაც დადებით ფინანსურ გავლენას იქონიებს ამ ცენტრებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის ოდენობის ზრდას, კერძოდ, 118-ე
მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას.
კერძოდ,
ტექნიკური
ინსპექტირების
დადგენილი
წესით
გავლის
ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო ან ტექნიკურ ინსპექტირება გაუვლელი ავტოსატრანსპორტო
საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ
დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში თუ
განმეორებით ჩაიდენს ამავე ქმედებას, აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას -150 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 300 ლარის
ოდენობით.
იმავე პრინციპის შესაბამისად თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა
აღნიშნული გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად იგივე სამართალდარღვევისთვის სახდელის
დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:
- ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
- იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის
ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
და
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს.
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონპროექტის
მიღება
არ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
სამუშაო
ჯგუფი,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები მიღებულ იქნა გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი“
სამუშაო ჯგუფის წევრების, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის,
შინაგან საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებისგან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი,
ნოდარ ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი ხახუბია, ედიშერ
თოლორაია, ბექა დავითულიანი, შოთა ხაბარელი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი
მეძმარიაშვილი, სამველ მანუკიან, სუმბატ კიურეღიან, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი,
ნოდარ ტურძელაძე, ალექსანდრე დალაქიშვილი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი ხახუბია, ედიშერ
თოლორაია, ბექა დავითულიანი, შოთა ხაბარელი, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი
მეძმარიაშვილი, სამველ მანუკიან, სუმბატ კიურეღიან, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.