„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 12 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების
სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20202021 წლებში კომერციული ბანკებისთვის, მათთან წინასწარი გარიგების საფუძველზე,
ფინანსური სტაბილურობის რისკების არარსებობის პირობებში დამატებითი ფულადი
რესურსების მიწოდების ფაქტს, რამაც შესაძლოა გამოიწვია ფასების სტაბილურობის
დარღვევა, პარლამენტის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად
უფრო მაღალი ინფლაცია, და შესაბამისად კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი
ნაწილის დარღვევა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მეორე
პუნქტებისა და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ადგენს:
1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც
შეისწავლის ,,ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მიერ
კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტს.’’
2. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის გადაწყვეტილებები მონეტარული პოლიტიკის და საბანკო
ზედამხედველობის ნაწილში, რომლის შედეგად კომერციულ ბანკებს დამატებითი
ფულადი რესურსების მიწოდება მოხდა, მაშინ, როცა ბანკებს ასეთი საჭიროება არ
ჰქონდათ. დადგენა იმისა, თუ რამდენად მიზნობრივი იყო ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რა გავლენა იქონია ამ გადაწყვეტილებამ ფასების
სტაბილურობაზე და ინფლაციაზე.
3. დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია:
3.1 ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის გადაწყვეტილებები
მონეტარული პოლიტიკისა და საბანკო ზედამხედველობის ნაწილში
3.2 ამ ფაქტთან დაკავშირებული თანამდებობის პირების შესაძლო არამართლზომიერი
ქმედებები
3.3 კონსტიტუციის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაძლო დარღვევა
4. საქართველოს
პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
კომისიის
უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 3 თვით.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების
სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 68 მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის
მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობა, ხოლო მეორე მიზანს ფინანსური სექტორის
სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია, რომ 2020-2021 წლებში ეროვნული ბანკის მხრიდან არცერთი
განცხადება არ გაკეთებულა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ფინანსური სისტემის
სტაბილურობის დარღვევის რისკი არსებობდა და საჭირო იყო ექსტრაორდინარული
ზომების მიღება სიტუაციის გამოსასწორებლად.
იმავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, როგორც
სტანდარტული ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე არასტანდარტულით, მაგალითად
სავალუტო სვოპებით. შედეგად, ამ პერიოდში ფულის მასა 47% - ით გაიზარდა.
ლარის მასის უპრეცედენტო ზრდამ კანონზომიერად, ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი,
რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო გამოსვლებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ
აღიარა, რომ სხვა, უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, შესაძლებელი
იქნებოდა უფრო დაბალი ინფლაციის მიღწევა, მაგრამ ეს უმუშევრობის ზრდას
გამოიწვევდა. უმუშევრობაზე ზრუნვა არ შედის ეროვნული ბანკის მანდატში და ეს არ
არის საკმარისი საფუძველი ფასების არასტაბილურობის დასაშვებად.
ამავდროულად, გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა
რეკორდული მოგება მიიღეს და 2021 წელს, კაპიტალზე უკუგებით (მოგება/კაპიტალი)
მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული
ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს
პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ
კონსტიტუციით
დაკისრებული
ვალდებულება,
ფასების
სტაბილურობის
უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მიერ უგულებელყოფილი იყო არა უმუშევრობაზე
ზრუნვის გამო, არამედ საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ რაც არ უნდა იყოს მიზეზი, ორივე შემთხვევაში სახეზეა კონსტიტუციის
68-ე მუხლის დარღვევა, რაც ვალდებულებას უჩენს პარლამენტს, გამოიძიოს აღნიშნული
გადაწყვეტილებების გარემოებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით ამ მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას პარლამენტში იქმნება დროებითი
საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ
საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და
შესაბამისი რეაგირების მიზნით. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის
საფუძველია ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედების
შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას,
სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა
ინტერესებს.
შესაბამისად, როდესაც პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს საფუძვლიანი ეჭვი
სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო
ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით
ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს
წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის
განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან
აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის
დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
აღნიშნული გამოძიება საბოლოოდ გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს
პასუხებს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ
უფლებებთან, დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასთან და ევროპულ არჩევანთან.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
ეროვნული ბანკის თანამდებობის პირ(ებ)ის მიერ საქართველოს კონსტიტუციის
დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება
საქართველოს
პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
კომისია,
რომლის
უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი
საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის
ეკონომიკას. საკითხის მნიშვნელობიდან
გამომდინარე, დადგენილების პროექტი ძალაში უნდა შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს საკითხის შესწავლა და შესაბამისი
რეაგირება.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ დადგენილების პროექტის
მიმართებაში.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო ხარჯის დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღებას არ ექნება ზეგავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას
შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის
წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. დროებითი საგამოძიებო კომისიის
მიერ საქმიანობის პერიოდში გაწეული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის
ბიუჯეტიდან. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხარჯების ოდენობის თაობაზე
პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებული პრაქტიკაც, კერძოდ, „2020
წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობისათვის გამოყოფილი იყო
20500 ლარი ყოველ თვიურად, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას საორიენტაციო თანხად,
თუმცა, შესაძლებელია მოხდეს მისი კორექტირებაც შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
დადგენილების პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო კომისიის მიერ მოხდება ექსპერტების დაქირავება, ეს
დადებითად
აისახება
იმ
პირების
ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რომლებიც
განახორციელებენ საექსპერტო საქმიანობას, რადგან მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის
შეფასება;
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ
ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი.
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ
ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო დადგენილების პროექტის შემუშავებაში.
დადგენილების პროექტის შემუშავებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებსა და სამუშაო ჯგუფებს მონაწილეობა
არ მიუღიათ.
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
დადგენილების პროექტის მიმართ
ასეთი არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე ) დადგენილების პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე,
დავით უსუფაშვილი, ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, დევი ჭანკოტაძე, ლევან
ბეჟაშვილი, ანა წითლიძე, ნიკა მაჭუტაძე, დავით, ხაჯიშვილი, ნატო ჩხეიძე, როსტომ
ჩხეიძე, აკაკი მინაშვილი, ნონა მამულაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, დავით კირკიტაძე, კობა
ნაყოფია, გუბაზ სანიკიძე, ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბოტკოველი, თეიმურაზ ჯანაშია,
ეკატერინე ხერხეულიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი, აბდულა ისმაილოვი, გიორგი
გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი.