„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.08.2018,
სარეგისტრაციო კოდი: 330090000.05.001.019104, ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
მშენებლობის
საჯარო
ზედამხედველობას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტი.
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების
ორგანო
(ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე −
აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი),
ხოლო მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი, შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირი.“.
2. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დაინტერესებული პირის საჩივრის ან/და აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს
მიმართვის საფუძველზე.“.
3. 119-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
მშენებლობის
ინსპექტირების
ტექნიკურ
ორგანო.
ზედამხედველობას
აკრედიტებული
ახორციელებს
ინსპექტირების
აკრედიტებული
ორგანოა
პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელიც
ახორციელებს მშენებლობის ზედამხედველობას ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
აკრედიტებული
ინსპექტირების
ორგანო
უფლებამოსილია
ტექნიკური
ზედამხედველობა განახორციელოს მხოლოდ ისეთ საქმიანობაზე, რომლისთვისაც ის არის
აკრედიტებული.“.
გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი
უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების
მფლობელი
დაუკვეთოს
ვალდებულია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება
აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს შესაბამისი ხელშეკრულების
საფუძველზე. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ვალდებულია
შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს.“.
ამის
შესახებ
დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ვალდებულია:
ა) სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მისაღებად
ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;
ბ) მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია
წარუდგინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს;
გ) სრულად აგოს პასუხი მისი ბრალეულობით მშენებლობის ნებართვის მფლობელისთვის
მიყენებული ზიანისათვის;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგოს პასუხი მის მიერ შედგენილი
დოკუმენტაციის სისწორისთვის.“.
ე) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
4. 120-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ მშენებლობის ცალკეული ეტაპების
დამთავრების შესახებ დადებითი დასკვნის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში (გარდა
ხაზობრივი ნაგებობისა, ხოლო ხაზობრივი ნაგებობის შემთხვევაში − 5 სამუშაო დღის ვადაში)
მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ადგილზე გადაამოწმოს
მშენებლობის შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაციის სამშენებლო/სანებართვო
პირობებთან შესაბამისობა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის აღნიშნული ეტაპი
ჩაბარებულად ითვლება.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში
მშენებლობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შემთხვევაში მშენებლობის
ნებართვის მფლობელი ვალდებულია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის
ვარგისად აღიარების მიზნით უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო
პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი
სახლის მშენებლობის პროცესში მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ ნიშნავს
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, იგი თვითონ არის პასუხისმგებელი II კლასის
ინდივიდუალური
აღიარების
საცხოვრებელი
მიზნით
სახლის
უფლებამოსილი
ექსპლუატაციაში
ორგანოსთვის
მიღებისთვის
განხორციელებული
ვარგისად
სამშენებლო
სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე შეფასების წარდგენისთვის.“.
5. 141-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. 2024 წლის 1 მარტამდე ამ კოდექსით განსაზღვრული სანებართვო დოკუმენტაციის
საექსპერტო შეფასებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას აკრედიტებულ ინსპექტირების
ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად ახორციელებენ სანებართვო
დოკუმენტაციის
საექსპერტო
შეფასებისა
და
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები“.
6. 142-ე მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) „არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. 144-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის 140-ე მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2024 წლის 1 მარტამდე.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 141ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსის
(შემდგომში
კოდექსი)
მოქმედი
რედაქციით,
მშენებლობის
ტექნიკური
ზედამხედველობის განხორციელების უფლება აქვთ აკრედიტებულ ინსპექტირების
ორგანოებს და სერტიფიცირებულ ექსპერტებს (ფიზიკურ პირებს). აღსანიშნავია, რომ
მშენებლობის ზედამხედველობა კომპლექსური პროცესია და მოცულობითი სამუშაოს
განხორციელებასთან, სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტთა ჩართულობასთან და მთელ რიგ
ლაბორატორიულ გამოცდებთან/კვლევებთან არის დაკავშირებული, რასაც ერთი, თუნდაც
სერტიფიცირებული ზედამხედველი ექსპერტი ვერ უზრუნველყოფს. მშენებლობის
ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების გუნდი,
კერძოდ
სამშენებლო
კონსტრუქციების
მშენებელ-ინჟინერი,
წყალმომარაგების,
წყალარინების, კანალიზაციის ქსელების ინჟინერი, გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის
ქსელების ინჟინერი, ელ. მომარაგების ქსელების ინჟინერი, სუსტი დენების ქსელების
ინჟინერი და სხვ., რომელთა ეფექტური კოორდინაციის, ურთიერთშეთანხმებული მუშაობის
ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფას დამატებით ცალკე კვალიფიკაცია
ესაჭიროება, რასაც შეძლებს მხოლოდ გამართული მენეჯმენტის მქონე ორგანიზაცია.
დღესდღეობით,
მშენებლობის
ტექნიკურ
ზედამხედველობას
ახორციელებენ
სსიპ
-
აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17020-ის შესაბამისად
აკრედიტებული იურიდიული
ზემოაღნიშნული სტანდარტის
პირები - ინსპექტირების ორგანოები, რომელთაც
მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრული აქვთ
ვალდებულებები: ინსპექტირებაში ჩართულ პერსონალზე პერმანენტული დაკვირვების და
მონიტორინგის განხორციელებაზე; ინსპექტირების დროს გამოსაყენებელი ხელსაწყოების
ვარგისიანობის და დაკალიბრების სტატუსის შენარჩუნებაზე; ინსპექტირების შედეგების
ჩანაწერების განხორციელებაზე და წესების დაცვით მათ შენახვაზე; ინსპექტირების
ანგარიშების შედგენაზე; დამკვეთის ან მესამე პირებისგან ინსპექტირების შედეგების მიმართ
შემოსული აპელაციების/საჩივრების მართვაზე;საკუთარი საქმიანობის ყოველწლიური
ყოვლისმომცველი შიდა აუდიტის განხორციელებაზე,აგრეთვე მიუკერძოებლობის და სხვა
რისკების განსაზღვრის და მათი მინიმიზების ღონისძიებების გატარებაზე.
ასევე ინსპექტირების ორგანოებს განსაზღვრული აქვთ კრიტერიუმები არა მხოლოდ
ინსპექტირების განმახორციელებელი სპეციალისტების კომპეტენციის მიმართ, არამედ
დამატებით აქვთ ვალდებულება ჰქონდეთ შესაბამისი მენეჯმენტის სისტემა.
ინსპექტირების ორგანოს აქვს ვალდებულება, მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში
ჩართული ჰყავდეს არა მხოლოდ ერთი ინსპექტორი, არამედ კომპეტენტური პერსონალის
მთელი გუნდი, ზემდგომი თანამშრომლები - ხარისხის მენეჯერი, ტექნიკური მენეჯერები და
ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, რომლებიც აკონტროლებენ ინსპექტორის მიერ
ზედამხედველობის განხორციელების პროცესს, აგრეთვე ტექნიკური და ადმინისტრაციული
წესით ამოწმებენ ინსპექტირების შედეგად გამოცემულ ინსპექტირების ანგარიშებს, რასაც
მინიმუმამდე დაჰყავს ინსპექტორის შეცდომის ან არაკეთილსინდისიერი ქმედების რისკი.
ზემოაღნიშნულის გარდა, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალის
ტრენინგების სისტემა, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს „უწყვეტი სწავლება
ტექნოლოგიებისა და ინსპექტირების მეთოდების განვითარების შესაბამისად“. აკრედიტებულ
ინსპექტირების ორგანოს მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში ჩართული ჰყავს
სხვადასხვა,
შესაბამის
სპეციფიკურ
სფეროებში
კომპეტენციადადასტურებულ
თანამშრომელთა მთელი გუნდი.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელება
წარმოადგენს კომპლექსურ და რთულ პროცესს, რომლის
განხორციელებაც
სერტიფიცირებული ექსპერტის (ფიზიკური პირი) მიერ არაეფექტიანი იქნება. შედეგად,
სერტიფიცირებული ექსპერტების ბაზარზე დაშვება ვერ უზრუნველყოფს მომსახურების იმ
სტანდარტის დაცვას, რომელსაც შესთავაზებენ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოები
(იურიდიული
პირები).
არსებული
საკითხი
გამოიწვევს
მშენებლობის
პროცესის
ზედამხედველობის არაეფექტიანად წარმართვას, რაც უარყოფითად აისახება მშენებლობის
ხარისხზე.
ყოველივე
ზემოაღნიშნული
მოწმობს
აუცილებლობას.
წარმოდგენილი
ზედამხედველობას
III-IV
კანონმდებლობისა
და
კლასის
კოდექსში
ცვლილებების
განხორციელების
კანონპროექტით
მშენებლობის
ტექნიკურ
შენობა-ნაგებობებზე
განახორციელებენ
მოქმედი
საერთაშორისო
სტანდარტის
შესაბამისად
აკრედიტებული
შესაბამისობის შემფასებელი ორგანოები, რომელთა რაოდენობა საკმარისია
მასშტაბით ტექნიკურ ზედამხედველობაზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ქვეყნის
ამასთან, კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც ეხება არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების
სერტიფიცირებას
და
რომლის
მიხედვითაც
სავალდებულო
სერტიფიცირებას
ექვემდებარებიან: არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე
არქიტექტორი, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების
განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებელი, არქიტექტურული პროექტისა
და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტი, კოდექსის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,
უნდა ამოქმედდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულია კოდექსის 142-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების პროექტი. აღნიშნული
პროექტი გავლილ იქნა, როგორც დაინტერესებულ საჯარო უწყებებთან, ასევე სხვადასხვა
პროფესიულ ასოციაციებთან და სამშენებლო კომპანიებთან. პროექტი ბევრჯერ გადამუშავდა
მათი შენიშვნების გათვალისწინებით და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნა მასში
ასახული და გათვალისწინებული ყველა შენიშვნა თუ კომენტარი.
პროექტი ითვალისწინებს სერტიფიცირების განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული
იურიდიული პირების მიერ. ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას,
აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2022
წლის პირველი ოქტომბრისთვის, როდესაც ამოქმედდება მითითებული მუხლი ბაზარზე არ
იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა სერტიფიცირების მუხლის მოქმედების ვადის
შეჩერება, შესაბამისად, ასევე მიზანშეწონილია შეიცვალოს სანებართვო დოკუმენტაციის
საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი
წესით განსაზღვრული პირების მიერ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასების და
ტექნიკურ
ზედამხედველობის
განხორციელების
ვადაც.
კერძოდ:
სანებართვო
დოკუმენტაციის
საექსპერტო
შეფასებისა
და
ტექნიკური
ზედამხედველობის
განხორციელების დროებითი წესით განსაზღვრული პირები ტექნიკურ ზედამხედველობას
და სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებას აკრედიტებულ ინსპექტირების
ორგანოებთან და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად, განახორციელებენ 2024 წლის 1
მარტამდე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებლად აკრედიტებულ
ინსპექტირების ორგანოებთან ერთად განსაზღვრავს სერტიფიცირებულ ექსპერტებსაც,
შესაბამისად კოდექსში ცვლილების გარეშე ვერ მოხერხდება ზემოაღნიშნული საკითხების
გადაწყვეტა.
ასევე, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების მუხლის მოქმედების
ვადის შეჩერება საჭიროებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის
ობიექტებზე განახორციელებენ მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები. ასევე,
კანონპროექტის მიხედვით, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლის მოქმედდება შეჩერდება 2024 წლის 1 მარტამდე და
შეუფერხებლად განხორციელდება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე
ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და
ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად განისაზღვრება
მხოლოდ
აკრედიტებული
ინსპექტირების
ორგანოები.
ამასთან,
კანონპროექტით
საქართველოს მთავრობას აღარ ევალება შემდეგი დადგენილების მიღება „აკრედიტებული
ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის
ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“, ვინაიდან
აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების
წესი და პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხები უკვე დარეგულირებულია შესაბამისი
სტანდარტით.
ასევე, არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების
მარეგულირებელი მუხლის მოქმედდება შეჩერდება 2024 წლის 1 მარტამდე, შესაბამისად, 2024
წლის 1 მარტამდე ძალაში რჩება სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და
ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული სამთავრობო პროგრამასთან და სამოქმედო
გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი
დროული ამოქმედება, რადგან არ შეფერხდეს ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში
სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება.
ასევე, კანონის პროექტით უკუძალა ენიჭება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში
წარდგენილ სანებართვო დოკუმენტაციასთან
და ტექნიკურ ზედამხედველობასთან
დაკავშირებულ რეგულაციებს.
პროექტით უკუძალა ენიჭება
2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებს და ასეთ შემთხვევაში, სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა
და ტექნიკური ზედამხედველობის განახორციელებს
დროებითი წესით განსაზღვრული
პირები, რათა საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა არ დარჩეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან
აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლამდე წარმოშობილი ხსენებული სამართლებრივი
ურთიერთობები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან ერთის მხრივ კოდექსის
142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგენილების პროექტი
ითვალისწინებს
არქიტექტორების
და
ინჟინერ-მშენებლების
სერტიფიცირების
განხორციელებას საამისოდ აკრედიტებული იურიდიული პირების მიერ. ვინაიდან
აკრედიტაციის პროცედურების დაწყება, აკრედიტაციის მოპოვება, შემდგომ გამოცდების
ორგანიზება საკმაო დროს საჭიროებს, 2022 წლის პირველი ოქტომბრისთვის, როდესაც
ამოქმედდება 140-ე მუხლი, ბაზარზე არ იარსებებს სერტიფიცირებული არქიტექტორები და
ინჟინერ-მშენებლები. ამასთან, მეორეს მხრივ ვინაიდან წარმოდგენილი კანონპროექტით
მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას III-IV კლასის შენობა-ნაგებობებზე აღარ
განახორციელებენ სერტიფიცირებული ექსპერტები, აღნიშნულის შესახებ საჭიროა
ფიზიკური პირების დროული ინფორმირება და წარდგენილი ცვლილების დაჩქარებული
წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო, შესაბამისად,
არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კერძოდ, სერტიფიცირების მოთხოვნის ვალდებულების დროებითი შეჩერება 2022
წლის 1 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე, გამოიწვევს , სსიპ - ,,აკრედიტაციის ეროვნული
სააგენტოს“ საკუთარ შემოსავლებში თანხის მიღების გადავადებას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში.
არქიტექტორების
და
ინჟინერ-მშენებლების
სერტიფიცირების
ვალდებულების დროებითი გადავადების გამო, მასერტიფიცირებელი ორგანოები არ
იჩქარებენ აკრედიტაციის მიღებას და შესაბამისად, მოცემული პერიოდის განმავლობაში არ
გადაიხდიან
აკრედიტაციის
საფასურს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე
სახელმწიფო
ბიუჯეტისთვისაც გადავადდება იმ შემოსავლის მიღება, რაც პოტენციურად უნდა შესულიყო
სააგენტოს მიერ
გადახდილი გადასახადების სახით.
როგორც სააგენტოს საკუთარ
შემოსავლებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებული
იქნება აკრედიტაციის მსურველ ორგანოთა რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
რესპუბლიკის
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
წარმოდგენილი ცვლილების თანხმად, 2024 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირები ვეღარ
შეძლებენ განახორციელონ ტექნიკური ზედამხედველობა, რამაც შეიძლება უარყოფითი
გავლენა
მოახდინოს მათ
ფინანსურ
შემოსავლებზე,
იმ
შემთხვევაში თუ
ისინი
განიზრახავდნენ ასეთი საქმიანობის განხორციელებას. თუმცა ასეთ პირებს შესაძლებლობა
მიეცემათ დასაქმდნენ აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოებში და მიიღონ შესაბამისი
შემოსავლები.
მეორეს მხრივ, აღნიშნული დანაწესი დადებით გავლენას მოახდენს
აკრედიტირებულ ინსპექტირების ორგანოებზე, ვინაიდან, მხოლოდ მათ დარჩებათ ასეთი
საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ
ფინანსურ შემოსავლებზე, რადგან გაიზრდება მათზე მოთხოვნა.
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად,
2022
წლის
1
ოქტომბრამდე სანებართვო დოკუმენტაციის შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის
განხორციელებისთვის არ იყო სავალდებულო ასეთი საქმიანობის
განხორციელება
სერტიფიცირებული პირების მიერ. აღნიშნული თარიღის შემდგომ, სავალდებულო ხდებოდა
ასეთი
საქმიანობის
განხორციელებისთვის
პირების
სერტიფიცირება.
ცვლილებით,
ხორციელდება სერტიფიცირების ვალდებულების შეჩერება 2024 წლის 1 მარტამდე.
შესაბამისად, ამ პირებს, 2024 წლის 1 მარტამდე მიეცემათ შესაძლებლობა არსებული წესით
განაგრძონ საქმიანობა.
რაც
შეეხება
იმ
პირების
განეხორციელებინათ
ფინანსურ
სერტიფიკატის
შემოსავლებზე
მინიჭება,
მათ
გავლენას,
რომლებსაც
გადაუვადდებათ
უნდა
აღნიშნული
შემოსავლების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება
გადავადებული შემოსავლების ოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება სერტიფიცირების
მსურველ პირთა რაოდენობასა და სერტიფიკატების გაცემის საფასურებზე, რომელიც დღეის
მდგომარეობით არ არის დადგენილი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი,
ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი,
ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.