„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი 1. მუხლი 1. „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონს
(პარლამენტის უწყებანი, №17-18, 14.05.1998, გვ.7) დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი:
„თავი VIII1 . გარდამავალი დებულებები
მუხლი 191. არქიტექტურული საქმიანობის სერტიფიცირება გარდამავალ პერიოდში
1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული
პროექტის დასამოწმებლად არქიტექტორს სერტიფიცირება არ ესაჭიროება 2024 წლის 1
მარტამდე.“
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის 191 მუხლის
მოქმედების ვადა გავრცელდეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ
კანონპროექტს, რომელითაც, განისაზღვრება გარდამავალი პერიოდი და 2024 წლის 1
მარტამდე არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად არქიტექტორს არ ესაჭიროება
სერტიფიცირება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
სერტიფიცირების მუხლის ამოქმედება განსაზღვრულია კანონით, შესაბამისად კანონში უნდა
მოხდეს ცვლილების განხორციელება, რათა არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად
არქიტექტორებისათვის საჭირო სერტიფიცირების კანონისმიერი მოთხოვნა გადავადდეს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის 1 მარტამდე არქიტექტურული
დასამოწმებლად არქიტექტორს არ ესაჭიროება სერტიფიცირება.
პროექტის
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, 2024 წლის 1 მარტამდე არქიტექტორები შეძლებენ განაგრძონ
არქიტექტურული პროექტი დამოწმება სერტიფიკატის გარეშე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული
პროექტის დასამოწმებლად არქიტექტორს სერტიფიცირება არ ესაჭიროება 2024 წლის 1
მარტამდე.“
კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ
კანონპროექტს და ძალაში შედის ძირითადი კანონის მსგავსად გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან მნიშვნელოვანია პროექტით წარმოდგენილი გარდამავალი პერიოდის დრულად
ამოქმედება, რომლითაც არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად არქიტექტორს
სერტიფიცირება არ დაჭირდება 2024 წლის 1 მარტამდე.
პროექტით უკუძალა ენიჭება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებს და ასეთ შემთხვევაში, არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად
არქიტექტორი სერტიფიცირებას არ დაექვემდებარება, რათა საკანონმდებლო რეგულაციების
მიღმა არ დარჩეს 2022 წლის 1 ოქტომბრიდან აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლამდე
წარმოშობილი არქიტექტურული პროექტის დამოწმების პროცესი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
გამომდინარე იქედან, რომ კანონპროექტი წარმოადგენს
„საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების
შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს, საჭიროებს დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წინამდებარე კანონპროექტის მიღებით რაიმე ხარჯის გაღება არ იქნება საჭირო.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რადგან არქიტექტორებისთვის სერტიფიცირების მოთხოვნის ვალდებულების
შეჩერებით, აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში არ აისახება ის
თანხები, რომელიც შევიდოდა მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ სსიპ - ,,აკრედიტაციის
ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრისთვის“ გადასახდელი თანხებიდან 2022
წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 მარტის ჩათვლით. შესაბამისად, სახელმწიფო
ბიუჯეტისთვისაც ზემოაღნიშნულ პერიოდში გადავადდება იმ შემოსავლის მიღება, რაც
პოტენციურად უნდა შესულიყო სააგენტოს მიერ გადახდილი გადასახადების სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დღეს მოქმედი რედაქციით, სანებართვო დოკუმენტაციის შეფასებისთვის სავალდებულო არ
იყო სერტიფიცირება 2022 წლის 1 ოქტომბრამდე.
წარმოდგენილი ცვლილებით,
განხორციელდა სერტიფიცირების ვალდებულების გადავადება 2024 წლის 1 მარტამდე.
შესაბამისად, ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, დადებით გავლენას მოახდენს
შემოთავაზებული ცვლილება. ისინი საქმიანობას გააგრძელებენ არსებული წესით, არ
მოუწევთ შემოსავლის დაკარგვა სერტიფიცირების ვერ მიღების შემთხვევაში და ასევე, არ
მოუწევთ სერტიფიკატის მისაღებად საფასურის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი,
ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი,
ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი.