საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა არანაკლებ 25000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/225; 21.06.2022) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14228/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-14228/22 23-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/225; 21.06.2022). აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-14159/22 23-09-2022 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N167/1, 18.07.2022 გადაწყვეტილებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/225; 21.06.2022). ვინაიდან საკითხი საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, გთხოვთ, უზრუნველყოთ მისი განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-14188/22 23-09-2022 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, როგორც თქვენთვის ცნობილია, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/225; 21.06.2022) სავალდებულო დასკვნის მიმცემ ერთ-ერთ კომიტეტად განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ბოლო ვადაა 27.09.2022. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მათი საკომიტეტო განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge