საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/425; 18.12.2019) საქართველოს კანონის პროექტი; ბ)საქართველოს პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/115; 03.11.2021) საქართველოს კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (298 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (279 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (207 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (201 KB)
📄 წერილი (68 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-09-26
ბიუროს ნომერი 182
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14229/22
23-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/425; 18.12.2019) (მეორე მოსმენით
საკომიტეტო განხილვის ბოლო ვადაა 2022 წლის 29 სექტემბერი);
− საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/115;
03.11.2021) (მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის ბოლო ვადაა 2022
წლის 27 სექტემბერი).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30
დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge