საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების 2022 წლის 26 სექტემბრის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილება - „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“ - თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე (ჯგუფის შემადგენლობა: გიორგი ცაგარეიშვილი, ნინო წილოსანი, შალვა კერესელიძე, მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, დავით კირკიტაძე, მარიამ ლაშხი, ბაია კვიციანი, როსტომ ჩხეიძე; თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი - გიორგი ცაგარეიშვილი)

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14377/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-09-26
შენიშვნა კომიტეტების ერთობლივი სხდომა: 1)აგრარულ საკითხთა კომიტეტი; 2)გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; 3)განათლების და მეცნიერების კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და განათლების და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა 2022 წლის 26 სექტემბერი, 12:30 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304) ერთობლივი სხდომის დღის წესრიგი 1. თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით’’ დაწყების საკითხის განხილვა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ცაგარეიშვილი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ხატია წილოსანის და მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/212; 25.05.2022) - მესამე მოსმენა (კომიტეტი წამყვანია); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - გიორგი ცაგარეიშვილი; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების განსახილველი საკითხები 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/182/10; 14.09.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“ (1-9630/22; 29.07.2022); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის განსახილველი საკითხები 5. საქართველოს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძისა და სოფო სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით (1-1351/22; 07.02.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; 6. საქართველოს მოქალაქეების ია სირანაშვილის და თამილა ლომიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ცხოველთა ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით (1-8996/22; 18.07.2022); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე; 7. მოხსენება ქიმიური ნივთიერების მართვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ; მომხსენებელი: ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ალვერდ ჩანქსელიანი; ალეშ კულჰანეკი - ექსპერტი, Remediation & Environmental Projects Division, Dekonta. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის განსახილველი საკითხები: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) 1. „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/149; 17.05.2022) განხილვა; მომხსენებელი: მზია გიორგობიანი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/164; 06.07.2022) განხილვა II მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/166; 15.07.2022) განხილვა I მოსმენით; მომხსენებელი: ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
პრესრელიზი
პრესრელიზი ერთობლივი სხდომის განსახილველი საკითხი: 1. თემატური მოკვლევის „უმაღლეს სასწავლებლებში ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ - დაწყების საკითხის განხილვა. თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენს დეტალურად შესწავლილ იქნას ის გარემოებები, რომელიც იწვევს ადამიანური რესურსების დეფიციტს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში. ამასთან მიზანს წარმოადგენს გაანალიზებულ იქნას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პოტენციალი, ბაზარზე არსებული მოთხოვნები და იდენტიფიცირებულ იქნას ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც განაპირობებს აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის პრობლემებს. მოკვლევის საფუძველზე კომიტეტებს მიეცემა საშუალება შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებებისთვის. სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი წარმოადგენს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის განსახილველი საკითხი: 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას და ხატია წილოსანის და მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/212; 25.05.2022) - მესამე მოსმენა. (კომიტეტი წამყვანია). წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ, მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით. ასევე უქმდება თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ თავი, რამდენადაც აღნიშნული საკითხის რეგულირება ხორციელდება სხვა კანონით. აღნიშნულ პროექტს, მესამე მოსმენით განსახილველად, საქართველოს ცაგარეიშვილი წარმოადგენს. პარლამენტის წევრი - გიორგი აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების განსახილველი საკითხები: 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/182/10; 14.09.2022). წარმოდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტის კოდექსის“ სახელმწიფო მე-40 ბიუჯეტის ძირითადი მუხლის - „საქართველოს შესაბამისად, საქართველოს შემოსულობებისა არსია და გადასახდელების დაზუსტება. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2022 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 150.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 743,1 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის გათვალისწინებულია: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 40,0 მლნ ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტების დააფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 55,0 მლნ ლარი; პროგრამის - „დანერგე მომავალი“ დაფინანსება გაზრდილია 10,0 მლნ ლარით; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაზრდილია 5,0 მლნ ლარით. აღნიშნულ პროექტს, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს. 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა“(#19630/22/10; 29.07.2022). საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლების, საქართველოს 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების, შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების, საგადასახადო სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების, ფინანსურ აქტივების და ვალდებულებების ცვლილებების და სხვა მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს.