„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2022
ავტორი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/185/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს ცვლილება და 193 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის ერთ-ერთი აქტიური სუბიექტია. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში აღნიშნულია, რომ სამსახური „აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულებაა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამ კანონით მინიჭებული უფლებებით და ამავე კანონით დაკისრებული მოვალეობებით“. „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთ-ერთი ძირითადი სუბიექტია მათ შორის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიურად არის ჩართული იმ სპეციალური, ოპერატიული და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენააღკვეთას ემსახურება და შესაბამისად მიეკუთვნება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ეროვნული უსაფრთხოების სფეროს. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულება, რომ სამსახურმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების, აგრეთვე მათი თანამდებობის პირთა დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურს აქცევს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროების ჩამონათვალში მითითებული შიდა უსაფრთხოების მიმართულებების უშუალო მონაწილედ. მათ შორის შეიძლება დასახელდეს: შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის ნეიტრალიზაცია, ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება. სამსახურს, მის სისტემაში შემავალი სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს ვალდებულებების ფარგლებში, აქტიური ჩართულობა უწევს აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროების ჩამონათვალში მითითებული ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მათ შორის აღსანიშნავია: კომპეტენციის ფარგლებში კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა. სამსახური, მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული საკითხების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ძირითადი სუბიექტია, თუმცა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის უფროსს არ ითვალისწინებს. განსახილველი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სახელდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, სხვა უმნიშვნელოვანეს საქმიანობასთან ერთად აანალიზებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ, აგრეთვე შეიმუშავებს წინადადებებს პოლიტიკურ, თავდაცვის, სოციალურეკონომიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში საქართველოსთვის საფრთხის შემცველ ცალკეულ მოვლენათა შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისათვის არსებითად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა, რამდენადაც აღნიშნულ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, განსახორციელებელ ღონისძიებათა მარეგლამენტირებელი დოკუმენტების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დროული ჰარმონიზებისათვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს. ამასთან, მეტი შესაძლებლობა გაჩნდება რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვისას საბჭოს წევრებს სამსახურის წარმომადგენლის (უფროსის) მხრიდან უშუალოდ წარედგინოს საყურადღებო ინფორმაციები და კომპეტენტური წინადადებები. ამდენად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის შეყვანა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობაში ზემოაღნიშნულ საკითხებს დაარეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 193 მუხლის მე2 პუნქტი, რომლის შედეგად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობას ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. სახის გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან და მიმართება შეთანხმებებთან, საქართველოს აგრეთვე, ისეთი ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. გამოყენებული