„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2022
ავტორი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/186/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N002, 9.03.1996, გვ.15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 2. 105 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირველადი საშუალო სპეციალური წოდება − „სახელმწიფო დაცვის“ უმცროსი ლეიტენანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მისაღებ პირს, აგრეთვე სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ თანამშრომელს მიენიჭება სპეციალური სასწავლო კურსის გავლის და შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის/შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის შემთხვევაში. აღნიშნული კურსის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. ცალკეულ შემთხვევებში, პირველადი საშუალო სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გაუვლელად მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: - კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს სამსახურის შემადგენლობაში შემავალი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების დანიშვნის შეთანხმებას ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის მეთაურებთან. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ჩანაწერი აჩენს ზედმეტ ბიუროკრატიულ ელემენტს სამსახურის მართვის და საკადრო პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, საყურადღებოა ერთგვარი შეუსაბამობა, რომელიც იქმნება სამსახურის სხვა დანაყოფების ხელმძღვანელთა მიმართ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების წესთან. მაგალითად, კანონი არ ითხოვს ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეთანხმებასაც კი მათი დაცვის განმახორციელებელი დანაყოფების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დასანიშნად. ამასთან, კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის აღნიშნული მოთხოვნა არ პასუხობს ამავე კანონით დადგენილ სამსახურის საქმიანობის ერთმმართველობის და ცენტრალიზაციის პრინციპს (მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილების დონეზე ამ საკითხის სამართლებრივი მოწესრიგება; - კანონის 105 მუხლის პირველი პუნქტი პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭებისათვის ერთერთ აუცილებელ წინაპირობად ასახელებს მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნას, რაც რეალურად მის ზემდგომ თანამდებობაზე გადაყვანას გულისხმობს, ანუ იმ თანამდებობიდან, რომელსაც საშტატო ნუსხის მიხედვით წოდებრივი ზღვარი განსაზღვრული აქვს უმცროსი სპეციალური წოდებით, მოსამსახურე უნდა გადაადგილდეს იერარქიულად ზემდგომ თანამდებობაზე, რომელსაც საშტატო ნუსხით წოდებრივ ზღვარად დადგენილი აქვს საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდება. კანონის აღნიშნული პუნქტი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ერთსა და იმავე თანამდებობას წოდებრივი ზღვრები დაუდგინდეს კატეგორიების მიხედვით (მაგალითად: მე-4 კატეგორიაში - ს/დ ზემდეგი, მე-3 კატეგორიაში - ს/დ უმცროსი ლეიტენანტი, მე-2 კატეგორიაში ს/დ ლეიტენანტი, პირველ კატეგორიაში - ს/დ უფროსი ლეიტენანტი). შესაბამისად, ზემდგომ თანამდებობაზე გადაყვანის წინაპირობაზე დამოკიდებულება მოსამსახურეთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ხდება წოდებრივი ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ასევე უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ მოტივაციაზე. ამდენად, მიზანშეწონილი იქნება კანონმა განსაზღვროს საკითხის გადაწყვეტისათვის სათანადო სამართლებრივი საფუძვლები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონში ცვლილების შეტანა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ამოღება აუცილებელია იმისათვის, რომ სამსახურის სტრუქტურულ შემადგენლობაში შემავალი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების (საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N71 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მიხედვით წარმოდგენილია მთავარი სამმართველოების სახით) ხელმძღვანელების მიმართაც გავრცელდეს სამსახურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნის თაობაზე იმავე მუხლის იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი საერთო რეგულაცია. კანონში ცვლილების შეტანა და კანონის 105 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების „შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის“ შემდეგ, სიტყვების - „შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის“ ჩამატება (რაც განსახილველი პუნქტის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებას გულისხმობს) აუცილებელია იმისათვის, რომ საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ცალკეულ თანამდებობებზე წოდებრივი ზღვრები განსაზღვროს კატეგორიების მიხედვით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად: - სამსახურის სტრუქტურულ შემადგენლობაში შემავალი აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების“ ხელმძღვანელები თანამდებობებზე განმწესდებიან სამსახურის სხვა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნისათვის დადგენილი საერთო წესით; სამსახურს მიეცემა სამართლებრივი საფუძველი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ცალკეულ თანამდებობებზე (მათი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით) წოდებრივი ზღვრები განსაზღვროს კატეგორიების მიხედვით, რაც შექმნის მოსამსახურეთა წოდებრივი ზრდის მექანიზმს ზემდგომ თანამდებობაზე გადაყვანის გარეშეც. ეს თავის მხრივ იქცევა მათი მოტივაციის ამაღლების წინაპირობად, ამასთანავე სამსახურს მისცემს დაცვის განაწესების კიდევ უფრო ეფექტურად შედგენისა და ორგანიზებული მართვის შესაძლებლობას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის: მე-7 მუხლის მე-2 პუნქტიდან განხორციელდება „ე“ ქვეპუნქტის ამოღება, რაც გამოიწვევს იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (რომლის თანახმად სამსახურის უფროსი ნიშნავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებს, რაც არ საჭიროებს სხვა ოფიციალურ სუბიექტებთან შეთანხმებას) გავრცელებას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზეც. კანონის 105 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვების - „შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის“ შემდეგ, ჩაემატება სიტყვები - „შესაბამის თანამდებობრივ კატეგორიაში გადაყვანის“, რომლითაც სამსახურს მიეცემა სამართლებრივი საფუძველი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ცალკეულ თანამდებობებზე (ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით) წოდებრივი ზღვრები განსაზღვროს კატეგორიების მიხედვით. აღნიშნულთან დაკავშირებული ორგანიზაციულსამართლებრივი ღონისძიებები დარეგულირდება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით („საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“) რომელსაც უკვე ითვალისწინებს კანონის განსახილველი მუხლის და პუნქტის მოქმედი რედაქცია. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება დამატებით ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებული არ არის. საჭიროების შემთხვევაში, ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მიღება პირდაპირ და თავისთავად არ წარმოშობს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, თუმცა კანონპროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის მოსამსახურეებმა ზემდგომ თანამდებობაზე გადაადგილების გარეშე, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების (ნამსახურობის პერიოდი, პროფესიული დამსახურება, გადამზადების შედეგები) შემთხვევაში, მიიღონ მომდევნო, ერთი საფეხურით ზემდგომი საშუალო სპეციალური წოდება. შესაბამისად, მათ წარმოეშობათ უკვე ახლად მინიჭებული სპეციალური წოდებისათვის განსაზღვრული ფულადი სარგოს მიღების უფლება, რაც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის № 28 დადგენილებით. ასეთ შემთხვევაში, მოსამსახურეთათვის შესაბამისი ანაზღაურება მოხდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება პირდაპირ და თავისთავად არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუმცა, კანონპროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის მოსამსახურეებმა ზემდგომ თანამდებობაზე გადაადგილების გარეშე, მაგრამ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების (ნამსახურობის პერიოდი, პროფესიული დამსახურება, გადამზადების შედეგები) შემთხვევაში, მიიღონ მომდევნო, ერთი საფეხურით ზემდგომი საშუალო სპეციალური წოდება. შესაბამისად, მათ წარმოეშობათ უკვე ახლად მინიჭებული სპეციალური წოდებისათვის განსაზღვრული ფულადი სარგოს მიღების უფლება, რაც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის № 28 დადგენილებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.