„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/187/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში ( პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არე - აეროდრომის/ვერტოდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე სააგენტოს ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი არე, სადაც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვის რეჟიმი;“ ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“- „დ3“ ქვეპუნქტები: „დ1) აეროდრომის ექსპლუატანტი - იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აეროდრომის ექსპლუატაციას და პასუხისმგებელია აეროდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; დ2) ვერტოდრომის ექსპლუატანტი - იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ვერტოდრომის ექსპლუატაციას და პასუხისლმგებელია ვერტოდრომის ექსპლუატაციისთვის დადგენილი მოთხოვნების შენარჩუნებაზე; დ3) ვერტოდრომი – აეროდრომი ან დადგენილი ფართი ნაგებობის ზედაპირზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ განკუთვნილია შვეულმფრენების ასაფრენ-დასაფრენად და მიმოსვლისთვის, მათ შორის, საწარმო, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის მიღებას, მომსახურებას, დამუშავებასა და გაშვებას;“. გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქცის „პ1“ და „პ2“ქვეპუნქტები: „პ1) საავიაციო დაბრკოლება – ყველა უძრავი ან/და მოძრავი ობიექტი ან მათი ნაწილები, რომლებიც განლაგებულია აეროდრომის/ვერტოდრომის სამუშაო მოედანზე, კვეთენ აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეს ზედაპირს ან მდებარეობენ ამ ზედაპირების მიღმა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენენ საფრთხეს ჰაერნაოსნობისათვის; პ2) სამუშაო მოედანი - აეროდრომის/ვერტოდრომის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისა და მიმოსვლისათვის, მოიცავს სამანევრო არეს და ბაქანს (ბაქნებს)“. დ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქცის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) საფრენი მოედანი - ხმელეთის ან წყლის გარკვეული ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოს ან თავდაცვის სამინისტროს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღებისა და გაშვებისათვის და რომელსაც შესაძლებელია არ გააჩნდეს ხელოვნურ საფარიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი“ 2. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აეროდრომები, ვერტოდრომები და აერპორტები“ 3. 37-ე - 43-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. აეროდრომის, ვერტოდრომის და აეროპორტის კლასიფიცირება 1. საუწყებო დაქვემდებარების მიხედვით, აეროდრომი და ვერტოდრომი იყოფა სამოქალაქო ავიაციის და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომად და ვერტოდრომად. 2. სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის მიმართ ამ კოდექსის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით დგინდება შესაბამისი საჰაერო სივრცე, ამ სივრცის კლასიფიკაცია და საჰაერო მოძრაობის მომსახურების სახეობა. 3. აეროპორტს/ვერტოდრომს საერთაშორისო სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 38. აეროდრომის და ვერტოდრომის დაპროექტება და მშენებლობა 1. აეროდრომის და ვერტოდრომის მშენებლობისათვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოყოფილ ტერიტორიაზე აეროდრომის და ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. 3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაპროექტების და ექსპლუატაციის ნორმებს შეიმუშავებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის შემთხვევაში-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 39. აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირება 1. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას. 2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძნებით. 3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 40. აეროდრომის, ვერტოდრომის და საფრენი მოედნის რეგისტრაცია და აღრიცხვა 1. სააგენტო აწარმოებს სერტიფიცირებული რეგისტრირებული საფრენი მოედნის რეესტრს. აეროდრომის, ვერტოდრომისა და 2. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის რეგისტრაციას და აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. სამოქალაქო აეროდრომის, ვერტოდრომის და საფრენი მოედნის, სერტიფიცირების, რეგისტრაციის და აღრიცხვის წესს ამტკიცებს სააგენტო. 3. სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის, ვერტოდრომის რეგისტრაციისა და აღრიცხვის წესს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მუხლი 41. აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არე 1. სამოქალაქო აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს (შემდგომში - დაცვის არე) ადგენს სააგენტო სერტიფიცირების პროცესში და აცნობებს შესაბამის მუნიციპალიტეტს. 2. სახელმწიფო აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 3. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეში შენობა-ნაგებობების სიმაღლეები, ასევე, სხვა ობიექტების ექსპლუატაციის თავისებურებები, განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებით. 4. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეში შენობანაგებობებზე შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“ 5. ამ მუხლის მიზნებისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 6. სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობათა, და სხვა ობიექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გამოყენების შეზღუდვის შესახებ წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 42. შენობა-ნაგებობის ნიშანდება 1. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეში -საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციისას, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში. 3. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტის ნიშანდებას და ამ ნიშანდების მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს შესაბამისი ობიექტის მფლობელი. 4. დაცვის არეში აკრძალულია აეროდრომის ნიშნების მსგავსი და აეროდრომების მოწყობილობების მსგავსი ნიშნებისა და მოწყობილობების განლაგება, აგრეთვე, ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალებების გამოყენება, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალონ ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას. 5. საავიაციო დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობათა დადგენილებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ნიშანდების შესახებ მუხლი 43. აეროპორტის კავშირი ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან 1. უახლოეს ქალაქებსა და დასახლებულ ადგილებთან აეროპორტს უნდა ჰქონდეს სატრანსპორტო მიმოსვლა, კომუნიკაციის საშუალებები. 2. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ აეროპორტებთან მისასვლელი გზების კეთილმოწყობას და მათზე შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას.“. 4. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება საჰაერო ხომალდებს და საავიაციო პერსონალს უფლება აქვთ შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის (სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“. 5. 56-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ავიასაწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანაგადაზიდვას და საავიაციო სამუშაოების შესრულებას, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, ვერტოდრომები, საჰაერო ხომალდები და მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, სააერნაოსნო მომსახურების (გარდა საძებნსამაშველო მომსახურებისა) საწარმოები, სამოქალაქო საავიაციო საგანმანათლებლო დაწესებულებები, ავიასამედიცინო ცენტრები, ავიასამედიცინო ექსპერტები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარებიან სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს ავიასაწარმოს ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების მოთხოვნებთან შესაბამისობას.“ 6. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აეროდრომით, საფრენი მოედნებითა და მოწყობილობებით სარგებლობისა და მათი საექსპლუატაციო მდგომარეობაში შენახვის წესი;“ მუხლი 2 საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის ძალაში შესვლამდე აშენებულ იმ შენობანაგებობებზე, რომლებთაც არ გააჩნიათ სათანადო ნიშანდება, ასევე იმ ასეშენებელ შენობანაგებობებზე, რომელთა მშენებლობის ნებართვა გაცემულია ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული ნებართვის გაცემის მიზნით. მუხლი 3 საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს „აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობათა მშენებლობის, აგრეთვე შენობა-ნაგებობებისა ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მეორე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი და მეორე მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წინამდებარე პროექტის მიღება გამოწვეულია საჰაერო კოდექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით. კოდექსი შეიცავს რიგ მოძველებული შინაარსის ნორმას, რომელიც საჭიროებს დახვეწას და ამასთან, ჰარმონიზებას და ადაპტირებას თანამედროვე საერთაშორისო კანონმდებლობასთან. წარმოდგენილი ცვლილების შემუშავების მიზეზია აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“ ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა, ასევე კოდექსის ჰარმონიზება და შესაბამისობაში მოყვანა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციასთან და მის დანართებთან. კონკრეტულად, ცვლილებები განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: (1) კოდექსში არ არის სრულყოფილად განსაზღვრული სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების, ვერტოდრომებისა და აეროპორტების კლასიფიკაცია და მათი დადგენის პირობები, კოდექსს ასევე ემატება ვერტოდრომის ცნება და ვერტოდრომის სერტიფიცირებასთან, რეგისტრაციასთან, დაცვის არის დადგენასთან დაკავშირებული ნორმები ; (2) კოდექსში სრულყოფილად არ არის დარეგულირებული აეროდრომების/ვერტოდრომების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებების საფუძველზე ნათლად განისაზღვრება აეროპორტებისათვის ვარგისი ტერიტორიის განსაზღვრის, აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვის, აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატაციაში მიღებისა და სერტიფიცირების წესი და პირობები. ცვლილებით განსაზღვული პროცესი ნათლად აჩენს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილებებს; (3) რეგულირდება ასევე აეროდრომების/ვერტოდრომების დაცვის არის დადგენისა და ამ არეში აფრენა-დაფრენისათვის დაბრკოლებარელევანტური შენობა-ნაგებობების სიმაღლეების შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძვლები. არსებული რედაქციით საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის მიდგომა, რომ დაბრკოლებარელევანტური ობიექტების მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ უნდა შეთანხმდეს აეროდრომის ექსპლუატანტთან, არღვევს „ერთი სარკმლის“ პრინციპს. მიზანშეწონილია შემთანხმებელ სუბიექტად სააგენტოს განსაზღვრა, თუმცა შეთანხმების ვალდებულება უნდა ჰქონდეს არა ნებართვის მაძიებელს, არამედ ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს; (4) წარმოდეგნილი ცვლილებით, ასევე კოდექსში გათვალისწინებული იქნება ისეთი მექანიზმები, აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებამდე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჩართულობა აეროდრომის/ვერტოდრომის ახალი მშენებლობის/რეკონსტრუქციის ნებართვის ეტაპზე, რადგან უკვე აშენებული აეროდრომის/ვერტორომის სერტიფიცირების ეტაპამდე სააგენტოს არჩართვა იწვევს მოგვიანებით სერტიფიცირების ეტაპზე ისეთი ფაქტორების მხედველობაში არ მიღების პროვოცირებას, რომლის დაძლევა დამთავრებული მშენებლობის ფონზე შეუძლებელია ან ის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მსგავსი საკითხები ამჟამადაც დარეგულირებულია კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად მოწესრიგდება აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვა მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობების და დაბრკოლების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხი, აგრეთვე შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით ცვლილება შედის საჰაერო კოდექსის 1-ლ მუხლში. კერძოდ, ხდება რამდენიმე არსებული ტერმინის კორექტირება, ასევე შემოდის რამდენიმე ახალი ტერმინი: ა) „დ“ ქვეპუნტში ნაცვლად „აეროდრომის რაიონი“ შემოდის „აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არე“, რომელიც ზუსტად ასახავს ამ ტერმინის დანიშნულებას – აეროდრომის/ვერტოდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვროს შეზღუდვის რეჟიმები; ბ) ემატება ტერმინები აეროდრომის და ვერტოდრომის ექსპლუატანტი; გ) შემოდის ახალი ტერმინები: ვერტოდრომი, საფრენი მოედანი; საავიაციო დაბრკოლება. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ცვლილება შედის საჰაერო კოდექსის VI თავში და ყალიბდება ახალი რედაქციით: (ა) ცვლილება შედის საჰაერო კოდექსის 37-ე მუხლში, რომლის შესაბამისადაც ხდება აეროდრომების დიფერენცირება. ამავე დროს, ხდება აეროპორტისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭების პირობების განსაზღვრა, კერძოდ, მხოლოდ საქართველოს მთავრობა იქნება უფლებამოსილი დაადგინოს აეროპორტის საერთაშორისო სტატუსი. მოქმედ რედაქციაში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული; ამოღებულია ექსპერიმენტული აეროდრომის ცნება, სფეროში ასეთის საჭიროების არ არსებობსის გამო. (ბ) 38-ე მუხლით წესრიგდება აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისათვის საჭირო (ვარგისი) ტერიტორიის განსაზღვრის საკითხი. იარსებებს ორი გზა, რითაც მოხდება ვარგისობის განსაზღვრა - საქართველოს სივრცითი დაგეგმარების გეგმის, ხოლო მისი არარსებობის ან მასში ამ საკითხის გაუთვალისონებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე დროს გათვალისწინებულია აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვის გაცემისას დამატებითი პირობის შემოღება, კერძოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, აეროდრომის და ვერტოდრომის მშენებლობის ნებართვა გაიცემა ფრენის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. სხვა კონკრეტული საკითხების რეგულირება მოხდება კანონქვემდებარე აქტების საფუძელზე; (გ) საჰაერო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას. აქვე გენისაზღვრება, რომ სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების წესის შესაბამისად. (დ) საჰაერო კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, საფრენი მოედნებისათვის სავალდებულოა რეგისტრაცია. რაც შეეხება აღრიცხვას, მას ექნება რეესტრის ფუნქცია, რომლის მეშვეობით სერტიფიცირებული აეროდრომები, ვერტოდრომები და რეგისტრირებული საფრენი მოედნები იქნება აღრიცხული; (ე) საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლით წესრიგდება აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს დადგენის, ამ არეში შენობა-ნაგებობათა ან სხვა დაბრკოლების შემქმნელი საქმიანობის შეზღუდვის საკითხი. ცვლილებით სერტიფიცირებული აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს, სერტიფიცირების პროცესში ადგენს სააგენტო და აცნობებს შესაბამის მუნიციპალიტეტს, ხოლო სახელმწიფო აეროდრომების დაცვის არეს, საჭიროების შემთხვევაში - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება შენობა-ნაგებობების სიმაღლეებს, ასევე, სხვა ობიექტების ექსპლუატაციის თავისებურებებს, აღნიშნული განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით. შენობა-ნაგებობებზე შესაბამისი ნებართვა გაიცემა სააგენტოსთან შეთანხმებით. სააგენტო თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობების სიმაღლეები ან/და სხვა ობიეტების ექსპლუატაციის თავისებურებები შეესაბამება მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში სიახლეს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ერთი სარკმლის პრინციპის შემოღება, როცა მშენებლობის ნებართვის გამცემი თავად ჩართავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო, მეორე მხრივ, ცვლილებით განისაზღვრება ერთი ადმინისტრაციული ორგანო - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ნაცვლად აეროდრომის ექსპლუატანტისა, რომელიც მოქმედი რედაქციით უფლებამოსილი იყო შეეთანხმებინა შენობათა სიმააღლეები. ამან არაერთგვაროვანი პრაქტიკა და ქაოსი გამოიწვია. შესაბამის კანონმდებლობაშ შევიდა ცვლილება, რომლის შესაბამისად ავიაცია მოხვდა იმ ჩამონათვალში, რა შემთხვევაშიც შესაძლებელია ექსპროპრიაციის განხორციელება. და ბოლოს, აეროდრომის და ვერტოდრომის დაცვის არეს დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლებების შემქმნელი შენობა-ნაგებობათა მშენებლობის შეზღუდვის მოთხოვნებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (ვ) საჰაერო კოდექსის 42-ე მუხლით მოხდება დაბრკოლებად იდენტიფიცირებული ობიექტების ნიშანდების პირობების, პასუხისმგებლობების და ზედამხედველობის მექანიზმის განსაზღვრა. პირველ რიგში, ობიექტის საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებას ახორციელებს სააგენტო. დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანებართვო პირობებში. ცვლილებით განისაზღვრება ნიშანდების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები. საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული დაგეგმილი მშენებლობის/რეკონსტრუქციის შემთხვევაში ობიექტის ნიშანდებას და ამ ნიშანდების მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს შესაბამისად ნებართვის მაძიებელი ან მესაკუთრე/ მოსარგებლე. რაც შეეხება არსებულ შენობა-ნაგებობებს, კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე არ გააჩნდათ სათანადო ნიშანდება, ასევე იმ ასეშენებელ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა მშენებლობის ნებართვა გაცემულია ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული ნებართვის გაცემის მიზნით. 42-ე მუხლი განსაზღვრავს ასევე დაცვის არეში იმ ნიშნების და მოწყობილობების განთავსების/გამოყენების აკრძალვა რაც გამოიწვევს პილოტის დეზორიენტაციას ან ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას; (ზ) საჰაერო კოდექსის 43-ე მუხლის ახალი რედაქციით შესწორდა პირველი ნაწილი. კერძოდ, წაიშალა სიტყვა „სატელეგრაფო“ და „საფოსტო“, რომელიც დღევანდელ რეალობაში აღარ გამოიყენება ან არ არის რელევანტური. (თ) კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით რედაქციული ცვლილება შედის საჰაერო კოდექსის 54-ე მუხლში, რომელიც ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, ტექსტიდან ამოღებული იქნა ტერმინი „აეროპორტი“, ვინაიდან ამ ცვლილებებით აეროპორტს საერთაშორისო სტატუსს ანიჭებს არა სააგენტო, არამედ საქართველოს მთავრობა. (ი) რედაქციული ცვლილება შედის 56-ე მუხლში, რომელიც ეხება სერტიფიცერებას, კერძოდ ობიერქტების და პერსონალის დასახელებას, რაც ექვემდებარება სერტიფიცირებას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. აღნიშნულ ჩამონათვალს, შესაბამისად, ემატება ვერტოდრომი და ამასთან, აღნიშნული ჩამონათვალიდან ხდება აეროპორტის ამოღება, რადგან აეროპორტის, როგორც საწარმოს ცალკე სერტიფიცირება სააგენტოს მიერ არ ხორციელდება, ვინაიდან სააგენტო ასერტიფიცირებს აეროდრომს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეს კანონი, გარდა მისი პირველი და მეორე მუხლებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო კანონის პირველი და მეორე მუხლები ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ თარიღამდე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ დადგება ექსპროპრიაციის საჭიროება, სხვა მხრივ ამ კანონის მიღებაიგი არ უკავშირდება რაიმე ხარჯებს; დამატებით ხარჯებს და კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლება იქონიოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ დადგება ექსპროპრიაციის საჭიროება, რაც ასევე მოიცავს შესაბამისი კომპენსაციის გადახდის საკითხს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისი გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება ფრენის უსაფრთხოების მიზნებისთვის აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში საკუთრების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობაზე, რაც მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით). რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს, აღნიშნული განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ასიგნებების ფარგლებში და არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა იქონიოს ფინანსური გავლენა იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ დადგება ექსპროპრიაციის საჭიროება, ხოლო რაც შეეხება დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობების ნიშანდებას, აღნიშნული ვალდებულება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ შენობა-ნაგებობებზე არ ვრცელდება, შესაბამისად არ იქონიებს ფინანსურ გავლენას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის ვერტოდრომი, აეროდრომის მსგავსად დაექვემდებარება სერტიფიცირებას, თუმცა ეს მომსახურება უფასოა და შესაბამისად, არ იქონიებს ფინანსურ გავლენას პირებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტი შესაბამისობაში მოდის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართთან. კერძოდ, იქმნება საკანონმდებლო საფუძველი აღნიშნული დანართით გაწერილი ტექნიკური მოთხოვნების იმპლემენტაციისთვის, რაც განხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.