„2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობის ფაქტების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და
სისტემატიური თანამშრომლობის ფაქტების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, საქართველოს
პარლამენტის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 62-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას „2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
წარმომადგენლების
რუსეთის
ფედერაციის
სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობის ფაქტების
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია”.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ
საკითხთა წრედ განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლებისა და მაღალი თანამდებობის პირების რუსეთის
ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და სისტემატიური თანამშრომლობის
შესახებ 2022 წლის 10 სექტემბერს „TV პირველის“ ეთერში დასახელებული ფაქტები,
ასევე
გამოკვლევის
პროცესში
გამოვლენილი,
აღნიშნულ
პირთა
სხვა
მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოებას,
სუვერენიტეტს,
ტერიტორიულ მთლიანობას,
პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს.
3. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების
ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„2016-2017 წლებსა და შემდგომ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან ფარული და
სისტემატიური თანამშრომლობის ფაქტების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრას მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
2022 წლის 10 სექტემბერს დამოუკიდებელ ტელევიზია, „TV პირველის“ ეთერში გავიდა
ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოს
უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, მათ შორის ქვეყნის
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის და რუსეთის უსაფრთხოების
სამსახურების წარმომადგენლების ფარული და სისტემატიური თანამშრომლობის შესახებ.
ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ აღნიშნული თანამშრომლობის
მიზნები, სავარაუდოდ, ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს კანონმდებლობას და
სახელმწიფო ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. კერძოდ,
სავარაუდოდ იკვეთება თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი რამდენიმე დანაშაული,
როგორიცაა: ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება,
საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა,
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა,
ჯაშუშობა, უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში
დახმარება და სხვა. სამწუხაროდ, საგამოძიებო სამსახურები, როგორც წესი, არ ატარებენ
სათანადო გამოძიებას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების
სავარაუდო დანაშაულებებს. გამომდინარე აქედან, აუცილებელია შეიქმნას საქართველოს
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
როგორც უკვე აღინიშნა, საგამოძიებო სამსახურები სათანადოდ არ რეაგირებენ
საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულის
ფაქტებზე, რის გამოც აუცილებელია აღნიშნული დადგენილების მიღება, რათა მოხდეს
მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა და მასში მოყვანილი
ფაქტების გამოკვლევა.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
დროებითი საგამოძიებო კომისია შეისწავლის მასმედიის საშუალებით გავრცელებულ
ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების
სისტემატიურად
და
ფარულად
თანამშრომლობდნენ
რუსეთის
ფედერაციის
სპეცსამსახურებთან.
დროებით
საგამოძიებო
კომისიას
გააჩნია
მნიშვნელოვანი
შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას მისცემს სწრაფად, ეფექტურად, ყოველმხრივ და
ობიექტურად შეისწავლოს საკითხი მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების
წარმომადგენლების რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ
მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლას. მისი საქმიანობის ვადად
კი განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და შესაბამის
სფეროში არსებულ მოქმედ გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისათვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ
ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. მიღებისთანავე დადგენილების ამოქმედების მიზანია,
არ მოხდეს დაყოვნება ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესწავლისას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
აღნიშული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან
მიმართებით.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი (პარლამენტის ასიგნებები).
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობა არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ხარჯების (ადმინისტრაციული
ან სხვა) დაფინანსება მოხდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების
პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე. მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებული პრაქტიკაც, კერძოდ,
„2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ საქმიანობისათვის გამოყოფილი იყო 20500
ლარი ყოველ თვიურად, რაც შესაძლებელია მიჩნეულ იქნას საორიენტაციო თანხად, თუმცა,
შესაძლებელია მოხდეს მისი კორექტირებაც შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილებით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება:
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ)
დადგენილების
სტანდარტებთან:
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
დადგენილების
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების
პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, ლევან ბეჟაშვილი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი, დავით უსუფაშვილი, იაგო ხვიჩია, პაატა მანჯგალაძე, თამარ
ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ვახტანგ
მეგრელიშვილი, დავით ბაქრაძე, თეონა აქუბარდია, ჰერმან საბო, როსტომ ჩხეიძე, გიორგი
ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე, შალვა შავგულიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია,
ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, კობა ნაყოფია, კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი,
აბდულა ისმაილოვი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, მანუჩარ
კვირკველია, დევი ჭანკოტაძე, ნონა მამულაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი
გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, თეიმურაზ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა,
ცეზარ ჩოჩელი, რომან გოცირიძე, ნიკა მაჭუტაძე, გუბაზ სანიკიძე, ანა წითლიძე, არმაზ
ახვლედიანი, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე
მოწერელია, დილარ ხაბულიანი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე
სამადაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, დავით უსუფაშვილი, იაგო
ხვიჩია, პაატა მანჯგალაძე, თამარ ჩარკვიანი, ნატო ჩხეიძე, ანა ნაცვლიშვილი, მიხეილ
დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ვახტანგ მეგრელიშვილი, დავით ბაქრაძე, თეონა აქუბარდია,
ჰერმან საბო, როსტომ ჩხეიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე, შალვა შავგულიძე, გრიგოლ
ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, კობა ნაყოფია,
კახა ოქრიაშვილი, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რამაზ ნიკოლაიშვილი, დავით
კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, მანუჩარ კვირკველია, დევი ჭანკოტაძე, ნონა მამულაშვილი,
ეკატერინე ხერხეულიძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ხაბეიშვილი,
თეიმურაზ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, რომან გოცირიძე, ნიკა მაჭუტაძე, გუბაზ
სანიკიძე, ანა წითლიძე, არმაზ ახვლედიანი, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა
ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, დილარ ხაბულიანი.