საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-14580/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-14580/22 28-09-2022 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 7 ივნისის #1641-VIIIმს-Xმპ დადგენილების შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს: „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე; პატივისცემით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“. 2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 300 000 ლარით. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება. 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, - ----------------- 2022 წ. შალვა პაპუაშვილი