საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მოქალაქე ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებული (№1-7226/22; 10.06.2022) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-14661/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-14661/22 29-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 13 ივნისის (N160/27) გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ზურაბ მუშკუდიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ქვეყანაში ბრაკონიერული ფაქტების აღკვეთისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით (№1-7226/22; 10.04.2022). აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 4 ოქტომბრამდე. ვინაიდან, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში საკითხის განხილვას კომიტეტი ვერ ახერხებს, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge