საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძის და სოფო სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილ „შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ (№1-1351/22; 07.02.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
2-14699/22
30-09-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძისა და სოფო
სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „შქმერისა და
მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით (№1-1351/22; 07.02.2022).
2022 წლის 26 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
მუხლის
შესაბამისად,
განიხილა
საქართველოს მოქალაქეების: გრიგოლ გაგნიძის, რატი გაგნიძის, ლელა ჯოხაძისა და სოფო
სულთანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „შქმერისა და
მრავალძალის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით (№1-1351/22; 07.02.2022).
დაცული ტერიტორიების დაარსება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და
კომიტეტი მიესალმება შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების დაარსების
ინიციატივას. ამასთან, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიიჩნევს, რომ
დაცული ტერიტორიის დაარსების გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს შესაბამის კვლევებს
ბიომრავალფეროვნებისა და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების მიმართულებით და მისი
შექმნა არ უნდა იყოს ნაკარნახევი ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვის მოტივით. ასეთი
მიდგომა არ არის შესაბამისობაში დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნებთან და არსთან.
კომიტეტის პოზიციით, მნიშვნელოვანია ჩატარდეს კვლევები, რათა შეფასდეს წარმოდგენილ
ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების დაარსების შესაძლებლობა, განისაზღვროს დაცული
ტერიტორიის საზღვრები, კატეგორია და შემდგომი განვითარების პერსპექტივა, რის
შემდეგაც
შესაძლებელი
გახდება
სრულყოფილი
კანონპროექტის
მომზადება.
ასევე,
საკანონმდებლო წინადადება დასახვეწია, როგორც შინაარსობრივი, ასევე იურიდიული
ტექნიკის
თვალსაზრისით
კანონმდებლობასთან.
ამდენად,
და
შესაბამისობაშია
კომიტეტს
მოსაყვანი
საკანონმდებლო
საქართველოს
წინადადების
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მიღება,
წარმოდგენილი სახით, ზემოთ აღნიშნული ქმედებების განხორციელების გარეშე, არ მიაჩნია
მიზანშეწონილად.
ამდენად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით,
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა მიჩნეული.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მაია ბითაძე