საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ია სირანაშვილის მიერ წარმოდგენილ ცხოველთა ომბუდსმენის შემოღების შესახებ (№1-7652/22; 20.06.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.09.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-14719/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-03
ბიუროს ნომერი 183

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-14719/22 30-09-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქეების ია სირანაშვილისა და თამილა ლომიშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე - ,,ცხოველთა ომბუდსმენის შექმნის შესახებ’’ (№1-7652/22/10, 20-06-2022) 2022 წლის 26 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის საქართველოს მოქალაქეების: ია 105-ე სირანაშვილისა მუხლის და შესაბამისად, თამილა განიხილა ლომიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - ,,ცხოველთა ომბუდსმენის შექმნის შესახებ’’ (№1-7652/22/10, 20-06-2022). შინაურ ბინადარ ცხოველთა დაცვა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, თუმცა, ცხოველთა ომბუდსმენის შექმნა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის არსებობის გარეშე, რომელიც შინაურ ბინადარ ცხოველებთან დაკავშირებულ საკითხებს სისტემურად მოაწესრიგებს არ წარმოადგენს პრობლემის გადაწყვეტის ეფექტურ გზას. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების მიზნით, აქტიურად მუშაობს და გეგმავს ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’ კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ცხოველთა დაცვის სტანდარტს. სწორედ ზემოთ ხსენებული ,,შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ’’ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესში კომიტეტი გამოთქვამს თანამშრომლობის მზადყოფნას, იმსჯელოს თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ცხოველთა ომბუდსმენის შექმნის მიზანშეწონილობაზე. ამასთან, კომიტეტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ასეთი ინსტიტუტის შექმნას, წინ უძღვოდეს შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება. ამდენად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად იქნა მიჩნეული. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე