სსიპ - საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი: ა) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში; ბ) IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის.
- სსიპ საპენსიო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი: ა) სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში; ბ) IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის. ანგარიში
- სსიპ - საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
📄 წერილი (70 KB)
📄 წერილი (335 KB)
📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (73 KB)
📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (13 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (36 KB)
📄 დასკვნა (73 KB)
📄 ანგარიში (607 KB)
📝 ანგარიში (281 KB)
📄 დანართი (10.2 MB)
📄 დანართი (14.1 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (19.0 MB)
📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (183 KB)
📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-10-19
📜 ტექსტი
წერილი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-15822/22
13-10-2022
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დასკვნას
სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე და პარლამენტის
დადგენილების პროექტს.
დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 1 ეგზ;
2. პარლამენტის დადგენილების პროექტი 1 ეგზ;
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წერილი
N გ/1270
31/05/2022
1270-შ-2-202205311930
საქართველოს პარლამენტს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის
შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიშს. ასევე,
გიგზავნით საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის N1028-VIმს-Xმპ
დადგენილებით არჩეული, საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე
აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს
„ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს მიერ IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით
მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას 2021 წლისთვის.
ასევე, დამატებით გამოგზავნილი იქნება შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს
მენეჯმენტის წერილი მისი მიღებისთანავე.
დანართი:
1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში - 18 ფურცელი;
2. IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით
ანგარიშგებები 2021 წლისთვის - 40 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი დანელია
დირექტორი
მომზადებული
ფინანსური
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-15818/22
13-10-2022
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების (N156/25; 06.06.2022)
საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად, 2022 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021
წლის საქმიანობის ანგარიში.
კომიტეტი დადებითად აფასებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებულ
საქმიანობას.
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს
2021 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს
შესაბამისად
პარლამენტის
რეგლამენტის
167-ე
მუხლის
პირველი
პუნქტის
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადებითად შეფასდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს
2021 წლის საქმიანობის ანგარიში.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-14927/22
03-10-2022
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ზაზა ლომინაძეს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022
წლის 3 ოქტომბერს განიხილა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს
კანონის
მე-19
მუხლის
მე-3
პუნქტის
შესაბამისად
სააგენტოს
მიერ
პარლამენტში წარმოდგენილი „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში“
(№1-6714/22; 31.05.2022).
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტს
წარმოდგენილ
დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
პაატა კვიჟინაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიშთან
ანგარიში
1
სსიპ საპენსიო სააგენტო
2021 წლის ანგარიში
წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს 2021 წლის განმავლობაში (შემდგომში - საანგარიშო
პერიოდი) საპენსიო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ გაწეული საქმიანობის და
განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშს, ასევე, მოიცავს დაგროვებითი საპენსიო
სქემისათვის (შემდგომში - საპენსიო სქემა) მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ
მონაცემებს.
1. საოპერაციო საქმიანობა
1.1. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანების სტატისტიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა
დასაქმებულისთვის, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018
წლის 06 აგვისტო) შეუსრულდა მამაკაცს 60 წელი, ხოლო ქალს− 55 წელი.
კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N002 ბრძანებით
დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის
ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ
საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის,
სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის“
(შემდგომში - 002 ინსტრუქცია) თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საპენსიო
შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ელექტრონული
სისტემა) დარეგისტრირდა 11,194 დამსაქმებელი და გაწევრიანებულ იქნა 129,376
დასაქმებული. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სქემაში
გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,235,962.
ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების ოდენობაა
82,795.
საპენსიო სქემის
მონაწილეთა რაოდენობა
დამსაქმებლების რაოდენობა
2021
82 795
2021
2020
71 601
2019
2020
61 158
-
1 235 962
1 106 583
2019
20 000 40 000 60 000 80 000 100 000
960 033
-
500 000
1 000 000
1 500 000
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო
ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ შეადგინა 1,782,134,866.25 ლარი.
2
საპენსიო ფონდში შეტანილი თანხები წლების და
კატეგორიების მიხედვით
521 946 273.29
449 544 583.12
418 185 436.35
130 145 378.97
137 727 236.43
124 585 958.09
2019
2020
კერძო სექტორი
2021
საჯარო სექტორი
ხოლო ფონდიდან გამოტანილ იქნა 66,483,394.86 ლარი, საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე
მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ
საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და
მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე.
საპენსიო ფონდიდან გამოტანილი თანხები წლების მიხედვით
58 436 868.30
4 728 272.66
3 318 253.90
2020
2021
2019
1.2. სააგენტოს საოპერაციო საქმიანობა, შიდა მარეგულირებელი
ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება
002 ინსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად:
-
-
-
დოკუმენტაციის,
ელექტრონულ სისტემაში, დამსაქმებლების სამუშაო გვერდზე დაემატა საბალანსო
თანხის დაბრუნების ფუნქციონალი, რომლის საფუძველზეც 2021 წლის 20 აპრილიდან
დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ, სისტემის მეშვეობით მოთხოვნილ იქნა
717459.56 ლარის ოდენობის ჯამური თანხა 116 დავალების საფუძველზე.
ასევე 2021 წელს სისტემაში დაემატა შეცდომით გაწევრიანებული დასაქმებულის
სქემიდან ამორთვის ფუნქციონალი; აღნიშნული ფუნქციონალის საფუძველზე
სისტემის მეშვეობით სულ შემოვიდა 32 მოთხოვნა.
2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მონაწილის სტატუსის გაუქმება მოხდა 1417
დასაქმებულზე, ჯამური თანხით 320186,16 ლარი.
დამსაქმებლების მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების
კონტროლის მიზნით, დაიწყო დამსაქმებლების მიერ ელექტრონული სისტემის
მეშვეობით შექმნილი და წარდგენილი მაკორექტირებელი დეკლარაციების
3
შერჩევითი კონტროლი ცალკეული კრიტერიუმების გათვალისწინებით. 2021 წლის 20
აპრილიდან კონტროლის პროცესი გაიარა 1239 მაკორექტირებელმა დეკლარაციამ
ჯამური დასაკორექტირებელი თანხით 472,668.64 ლარი. მათგან 419 მაკორექტირებელი
დეკლარაცია თანხით 215,541.84 ლარი იქნა უარყოფილი. ასევე, სააგენტოს ნომინალური
მფლობელობის ანგარიშებზე განხორციელებული ჩარიცხვების შესახებ კომერციული
ბანკებისაგან პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ინფორმაციის მიღების
მიზნით, ბანკებთან გაფორმდა დამატებითი შეთანხმებები.
საანგარიშო პერიოდში,
სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა 002 ინსტრუქციის
განახლებული რედაქცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელთა
შესრულებაც აუცილებელია ინსტრუქციის განახლებული რედაქციის დამტკიცებამდე.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 აგვისტოს №426
დადგენილების საფუძველზე შეტანილ იქნა ცვლილებები სააგენტოს დებულებაში.
დებულებაში აღნიშნული ცვლილებები შემუშავებულ იქნა „რისკების მართვის ჩარჩო“
დოკუმენტის შესაბამისად, რომელიც მოწონებულ საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის 15
სექტემბრის N11 ოქმით და სამეთვალყურეო საბჭოს 2020 წლის 22 დეკემბრის N16 ოქმით.
რიგ რედაქციულ ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული ცვლილების საფუძველზე:
- დებულებაში აისახა რისკების მართვის ჩარჩო, რომელიც ეფუძნება დაცვის სამ ხაზს;
- გაიწერა რისკის მთავარი ოფიცრისა და რისკების კონტროლის დეპარტამენტის
კომპეტენცია და ფუნქცია-მოვალეობები სააგენტოს საინვესტიციო და საოპერაციო
საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებისა და მართვასთან
დაკავშირებით.
- დაზუსტდა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო საბჭოს, მათ შორის
უფროსი საინვესტიციო ოფიცრის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები
- დაზუსტდა სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები;
- ამასთან დებულებაში შეტანილ იქნა სხვა ცვლილებებიც, რომელთა დარეგულირების
აუცილებლობა გამოიკვეთა პრაქტიკაში.
სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო
სამსახურთან, სააგენტოს ელექტრონულ სისტემასა და სახაზინო სამსახურის სისტემას
შორის სერვისების გაუმჯობესებისა და გამართვისთვის. შესაბამისად, მომზადდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც წარედგინა სახაზინო სამსახურს
შემდგომში
გაფორმების
მიზნით.
იგეგმება,
რომ
ტექნიკური
საკითხების
მოგვარების/დაზუსტების შემდგომ, მხარეთა შორის გაფორმდეს აღნიშნული დოკუმენტი.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მიმდინარეობდა მუშაობა და მიმდინარე წელს
გაფორმდა ხელშეკრულება საჯარო რეესტრთან, რომლის ფარგლებშიც ხდება საპენსიო
სააგენტოსა და საჯარო რეესტრს შორის სერვისის დანერგვა.
1.3. ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვა და ასეთ ანგარიშებზე სარგებლის
დარიცხვა
საანგარიშო პერიოდში სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის
ანგარიშები საქართველოს 10 (ათი) კომერციულ ბანკში, რომელთა მეშვეობით სააგენტო
ახდენდა საპენსიო შენატანების შეგროვებას. ასევე, სააგენტოს გახსნილი ჰქონდა
4
ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში. ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე
არსებულ თანხებზე საპენსიო შენატანების სათანადოდ დეკლარირების მიზნით
გადაირიცხებოდა შესაბამის ბანკებში სააგენტოს ნომინალური მფლობელობის
ანგარიშებზე, რომელთაც ერიცხებოდათ შესაბამისი სარგებელი. ასეთ ანგარიშებზე
განთავსებული თანხები ექვემდებარებოდა ინვესტირებას კანონისა და საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად. საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული
ინფორმაცია მოცემულია ანგარიშის მე-2 პუნქტში.
საანგარიშო პერიოდში დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.00
პროცენტიდან - 9.60 პროცენტამდე და აღნიშნულ პერიოდში დარიცხული საპროცენტო
სარგებლის ოდენობამ შეადგინა 18,243,117.18 ლარი.
1.4. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვა
კანონისა და სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის N001 ბრძანებით
დამტკიცებული „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ
შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და
ხელახლა გაწევრიანების წესის“ (შემდგომში - 001 ინსტრუქცია) თანახმად, დასაქმებული,
რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) შეუსრულდა 40 წელი და
რომელსაც არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, კანონის 22-ე
მუხლის შესაბამისად, გავიდეს საპენსიო სქემიდან, სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის
შესაბამისად, სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სქემაში,
სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს
გაწევრიანებიდან 3 თვისა.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სააგენტოს არ გააჩნია ტერიტორიული ერთეულები
და ის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ ერთ მისამართზე (თბილისი, ნ.ყიფშიძის ქ. N7ბ)
მდებარე ადმინისტრაციულ ოფისში.
საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებისა და სურვილის მქონე მონაწილეებისათვის,
წერილობითი განცხადებებით მიმართვის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალის
გაფართოების აუცილებლობიდან გამომდინარე, სააგენტო საანგარიშო პერიოდში კვლავ
სარგებლობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 69 ტერიტორიული ერთეულის
დახმარებით, სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. 2021 წლის განმავლობაში 1,880 დასაქმებულმა
ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. საპენსიო სქემიდან გასული
დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 302
დასაქმებული.
საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულების რაოდენობა
წლების მიხედვით
164876
2019
5
3250
1868
2020
2021
2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული
დასაქმებულებისათვის საპენსიო ფონდიდან გამოტანილმა აქტივებმა შეადგინა 58 353
795,50 ლარი.
შშმპ
2020
ქვეყნის სამუდამოდ დატოვება
0.00
0.00
2019
ასაკი
103 132.08
234 957.98
14 157.94
310.53
24 289.47
40 507.15
208 028.29
413 338.22
პენსიის დანიშვნა წლების მიხედვით
537 495.50
608 243.63
1.5. პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემა
2019-2021 წლის პერიოდში სააგენტოს მიერ მიღებულ იქნა პენსიის დანიშვნისა და
საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ 1,714 განცხადება, მათ შორის დაკმაყოფილებულ
იქნა 1,490 განცხადება და საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო
აქტივების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 2,184,460.79 ლარი ხოლო 2021 წლის განმავლობაში
გაცემულმა პენსიამ შეადგინა 1,559,077.35 ლარი.
2021
გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე
1.6. დასაქმებულებისათვის დამატებით სერვისების შემუშავება და დანერგვა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სააგენტოსა და ცალკეულ კომერციულ ბანკებს
შორის გაფორმებული მემორანდუმების, ფარგლებში, საპენსიო სქემის მონაწილეების
შესაბამისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, კვლავ ხორციელდებოდა, ბანკების
ინტერნეტ ბანკის და მობაილ ბანკის მეშვეობით მონაწილეებისათვის საპენსიო
შენატანების ჯამური ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საანგარიშო პერიოდის
განმავლობაში, აღნიშნული შესაძლებლობის მქონე კომერციულ ბანკებს, დაემატა კიდევ
ერთი
კომერციული
ბანკი,
რომელთანაც
სააგენტომ
გააფორმა
შესაბამისი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
2. საინვესტიციო საქმიანობა
2.1. საინვესტიციო საბჭოსა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობა
2021 წელს საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული იყო 4 წევრით: ოლივიერ რუსსო
(თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და
ტიმო ვიჰერკენტა. აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭო
გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო
6
საბჭოს არანაკლებ 3 წევრი.
საინვესტიციო საბჭომ 2021 წელს გამართა 11 სხდომა, აქედან ორი თბილისში (2021 წლის
ნოემბერი), ხოლო დანარჩენი 9 სხდომა - დისტანციურად, პანდემიით გამოწვეული
გადაადგილების შეზღუდვის გამო.
2021 წლის ზაფხულიდან საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური, სააგენტოს
სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, აქტიურად მუშაობდნენ
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ყოველწლიურ განახლებაზე. ამ პროცესში
განახლდა და ფორმალიზებული სახე მიეცა აქტივების განთავსების სტრატეგიას (ე.წ.
Strategic Asset Allocation (SAA)). ეს გულისხმობდა საინვესტიციო პორტფელის
გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, რა დროსაც ხდება სტრატეგიული მიზნების
ფორმირება, რისკის აპეტიტის განსაზღვრა, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით
მოლოდინების და დაშვებების ფორმირება და სტრატეგიული პორტფელის ოპტიმიზაცია.
აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების შედეგად გადაიხედა საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტი, განახლდა სტრატეგიული ბენჩმარკ პორტფელი და პოლიტიკის
დოკუმენტს დაერთო აღნიშნული პროცესის აღწერითი ჩარჩო დოკუმენტი - აქტივების
განთავსების სტრატეგიის ჩარჩო (საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დანართი 1).
განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, მის ახალ დანართთან ერთად,
შესაბამისი პროცედურების დაცვით დამტკიცდა 2021 წლის 7 დეკემბერს.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ყოველწლიური გადახედვის პარალელურად,
საინვესტიციო საბჭო და საინვესტიციო სამსახური მუშაობდნენ კანონმდებლობით
განსაზღვრული საინვესტიციო მანდატის გაფართოების საკითხზე. საინვესტიციო საბჭოს
თბილისში ვიზიტისას (2021 წლის ნოემბერი), საბჭოს წევრებმა სამეთვალყურეო საბჭოს
გააცნეს მათი ხედვები მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა
ინვესტირებისთვის დასაშვები აქტივის კლასების დამატებას და არსებული ლიმიტების
გაზრდას. საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო შეთანხმდნენ, რომ
გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაბამისი მხარის ჩართულობით,
შემდგომი განხილვის მიზნით, შემუშავდება კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების
პროექტი.
2.2. საინვესტიციო საქმიანობა
2021 წლის განმავლობაში კანონის მიხედვით დასაშვები იყო ინვესტირება მხოლოდ
ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,
საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევამდე, საინვესტიციო
საქმიანობაში გამოიყენებოდა მხოლოდ დაშვებული აქტივის კლასები. საინვესტიციო
სამსახური აქტიურად განიხილავდა სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობებს ქართულ
კომერციულ ბანკებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ საკრედიტო რისკის და სხვა
მინიმალურ მოთხოვნებს. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო
აქტივების მოცულობა შეადგენდა 1,980,289,982 ლარს და განთავსებული იყო 8 ქართულ
კომერციულ ბანკში: 67.3% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში,
რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 32.7% სარგებლიან მიმდინარე
ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი. აქტივების განაწილება
აკმაყოფილებდა კანონითა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ
ლიმიტებს, მათ შორის: საკრედიტო რეიტინგის, ბანკის საერთო კაპიტალისა და
კონცენტრაციის შეზღუდვებს. საშუალო
შეწონილი წლიური ეფექტური სარგებელი
შეადგენდა 11.50%-ს. სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და ვადიანი ანაბრების საშუალო
შეწონილი ვადიანობა შეადგენდა 2.39 წელს, ხოლო სრული პორტფელის საშუალო
შეწონილი ვადიანობა (სარგებლიანი მიმდინარე ანგარიშის გათვალისწინებით) 1.61 წელს.
7
საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე
შეადგენდა 31.2%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება შეადგენდა 24.8%-ს, ხოლო
ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 15.73%-ს.
აქტივების წმინდა ღირებულება (მლნ. ლარი)
2 500.0
2 000.0
1 500.0
1 000.0
500.0
იან-22
დეკ-21
ნოე-21
ოქტ-21
აგვ-21
სექ-21
ივლ-21
მაი-21
ივნ-21
აპრ-21
მარ-21
იან-21
თებ-21
დეკ-20
ნოე-20
ოქტ-20
აგვ-20
წმინდა შენატანები
სექ-20
ივლ-20
მაი-20
ივნ-20
აპრ-20
მარ-20
იან-20
თებ-20
დეკ-19
ნოე-19
ოქტ-19
აგვ-19
სექ-19
ივლ-19
მაი-19
ივნ-19
აპრ-19
მარ-19
იან-19
თებ-19
-
ამონაგები
წყარო: საპენსიო სააგენტო
ფონდის წმინდა ამონაგები და ინფლაცია
შემოსავლიანობა ინსტრუმენტების მიხედვით
40%
14%
31.2%
30%
12%
24.8%
20%
სადეპოზიტო
სერთიფიკატი
ვადიანი
ანაბარი
11.2%
11.5%
10%
6%
9.5%
6.1% 7.0%
4%
2.4%
0%
11.9%
8%
13.9%
12.9%
10%
11.8%
2019
2020
წმინდა ამონაგები
2%
2021
დაარსებიდან
დღემდე
ინფლაცია
წყარო: საპენსიო სააგენტო, საქართველოს სტატისტიკის
ეროვნული სამსახური
8
0%
წყარო: საპენსიო სააგენტო
მიმდინარე
ანგარიში
მთლიანი
აქტივები
საინვესტიციო ინსტრუმენტების მიხედვით
ვალუტის მიხედვით
32.7%
100%
67.3%
სარგებლიანი მიმდინარე ანგარიშები
სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები
ლარი
უცხოური ვალუტა
წყარო: საპენსიო სააგენტო
წყარო: საპენსიო სააგენტო
გეოგრაფიული ალოკაცია
ცვლადი და ფიქსირებული განაკვეთი
32.7%
100%
67.3%
ადგილობრივი აქტივები
უცხოური აქტივები
ფიქსირებული განაკვეთი
ცვლადი განაკვეთი
წყარო: საპენსიო სააგენტო
წყარო: საპენსიო სააგენტო
აქტივების განაწილება ვადიანობის
მიხედვით
აქტივების განაწილება საკრედიტო
რეიტინგების მიხედვით
100%
1 წლამდე
83.5%
90%
9.7%
80%
70%
60%
1-2 წელი
50%
34.7%
40%
30%
20%
2+ წელი
55.6%
შენიშვნა: არ მოიცავს მიმდინარე ანგარიშებს
წყარო: საპენსიო სააგენტო
10%
0%
4.9%
BB+
7.9%
2.0%
BB
BB-
B+
1.7%
0.0%
B
რეიტინგის
გარეშე
წყარო: საპენსიო სააგენტო, Standers & Poor’s, Fitch Ratings,
Scope, Moody’s
9
2021 წელს საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა 22 ახალი ინვესტიცია სადეპოზიტო
სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, ჯამური მოცულობით 518,198,866 ლარი.
აღსანიშნავია, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მიხედვით
გაიზარდა დასაშვები კონცენტრაციის ლიმიტები კომერციულ ბანკებში, რომელიც
ცვლილებამდე შეადგენდა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 20%-ს, ხოლო
განახლებულ ლიმიტად საინვესტიციო საბჭომ 30% დაადგინა. აღნიშნულმა საშუალება
მისცა საინვესტიციო სამსახურს ესარგებლა ლარის ვადიან საანაბრო პროდუქტებზე
არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით და დასაშვებ ფარგლებში განეთავსებინა
დამატებითი სახსრები კომერციული ბანკების ვადიან ანაბრებსა და სადეპოზიტო
სერტიფიკატებში. 2021 წლის განმავლობაში, მზარდი ინფლაციური ფონის პირობებში,
საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა
ცვლადი განაკვეთის მქონე ფინანსური ინსტრუმენტების წილის გაზრდა პორტფელში.
ვინაიდან, ბაზარზე ამ დრომდე არ არსებობს ინფლაციაზე მიბმული სასესხო ფასიანი
ქაღალდები, ეს სტრატეგია წარმოადგენდა ერთგვარ დაცვას ინფლაციისგან, რადგან
ცვლადი სარგებელი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების
განაკვეთზე, რომელიც, თავის მხრივ, რეაგირებს ქვეყენაში არსებულ ინფლაციაზე.
2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აქტივების 90.35% განთავსებული იყო მინიმუმ
ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე 1 საფეხურით ნაკლები რეიტინგის მქონე კომერციულ
ბანკებში. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო თანხების ინვესტირებას არ
ახორციელებს საკრედიტო რეიტინგის არმქონე ბანკებში.
2021 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახური მისი ძირითადი საინვესტიციო
მანდატის განხორციელების პარალელურად აქტიურად მუშაობდა საინვესტიციო
საქმიანობასთან
დაკავშირებული
წესების,
პოლიტიკების,
პროცესებისა
და
პროცედურების შემუშავებაზე. საინვესტიციო საბჭოსთან მჭიდრო კოორდინაციით
განახლდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, შემუშავდა და დამტკიცდა აქტივების
განთავსების სტრატეგიის ჩარჩო, გაგრძელდა მუშაობა საპენსიო აქტივების შეფასების
ჩარჩო დოკუმენტის და პასუხისმგებლიანი ინვესტიციების პოლიტიკის დოკუმენტის
პროექტებზე.
საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა 2020
წლის ოქტომბერში. ამავე წლის 14 დეკემბერს საინვესტიციო საბჭომ N17 ოქმით სს
„საქართველოს ბანკი“ გამოაცხადა უპირატეს პრეტენდენტად. კონკურსის პირობების
შესაბამისად, უპირატესი პრეტენდენტის დასახელების შემდეგ, დაიწყო კონკურსის
მომდევნო ეტაპი, რაც გულისხმობდა სააგენტოსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის
გასაფორმებელ
დეპოზიტარული
მომსახურების
ხელშეკრულების
პირობებზე
მოლაპარაკებას. შესაბამისად, 2021 წლის იანვარში,
სააგენტომ და უპირატესმა
პრეტენდენტმა დაიწყეს აქტიური მოლაპარაკებები აღნიშნული ხელშეკრულების
დეტალურ პირობებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 30
ნოემბრის №259/04 ბრძანებით დამტკიცებული დაგროვებითი საპენსიო სქემის
სპეციალიზებული დეპოზიტარის მარეგულირებელი წესის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის
შესაბამისად, უპირატესი პრეტენდენტი ვალდებულია სააგენტოსთან გასაფორმებელი
დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობები წინასწარ შეათანხმოს
10
საქართველოს ეროვნულ ბანკთან . შესაბამისად, 2021 წლის მარტის დასაწყისში
აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი გადაგზავნილ იქნა საქართველოს ეროვნულ
ბანკთან განსახილველად. ეროვნულმა ბანკმა განიხილა ხელშეკრულების პროექტი და
აპრილის თვეში, მოლაპარაკების ორივე მხარემ მიიღო მათი კომენტარები. ეროვნული
ბანკისგან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, მოლაპარაკების პროცესი განახლდა და
გაგრძელდა ხელშეკრულებაზე მუშაობა, რათა მომხდარიყო ეროვნული ბანკის
კომენტარების გათვალისწინება და ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
ეროვნული ბანკის კომენტარების ხელშეკრულების პროექტში სრულად ასახვის შემდეგ,
აღნიშნული ხელშეკრულების პროექტი მოიწონა საინვესტიციო საბჭომ 2021 წლის 21
სექტემბრის N25 სხდომის ოქმით და აღნიშნული პროექტი 24 სექტემბერს უპირატესი
პრეტენდენტის მიერ კვლავ გადაგზავნილ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკში, მათი
თანხმობის მოსაპოვებლად.
2021 წლის 28 სექტემბერს, ეროვნულმა ბანკმა წერილობით დაადასტურა ხელშეკრულების
პროექტის შესაბამისობა მათ მოთხოვნებთან, რის შემდეგად, 2021 წლის 29 სექტემბერს,
საინვესტიციო საბჭომ N27 ოქმით დაამტკიცა ხელშეკრულების საბოლოო პროექტი და სს
„საქართველოს ბანკი“ გამოაცხადა სპეციალიზებული დეპოზიტარის შესარჩევ კონკურსში
გამარჯვებულად. 2021 წლის 1 ოქტომბერს საინვესტიციო საბჭოს თავჯდომარემ, ოლივიერ
რუსსომ, სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ და სპეციალიზებული დეპოზიტარის
- სს საქართველოს ბანკის, გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, ხელი
მოაწერეს
სპეციალიზებული
დეპოზიტარული
მომსახურების
ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 19 ოქტომბერი.
ამასთან, შერჩეულ სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული დეპოზიტარული
მომსახურების
შესახებ
ხელშეკრულების
საფუძველზე,
საპენსიო
სქემის
სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა გახსნა ე.წ. „მასტერ ანგარიში“, რომელიც წარმოადგენს
საპენსიო სქემისათვის გახსნილ ნომინალური მფლობელობის ანგარიშს და რომელიც
აუცილებელია ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალიზებული
დეპოზიტარის მიერ მომსახურების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ორი (2) კვირის განმავლობაში, სააგენტოსა და
სპეციალიზებულ დეპოზტარს შორის, აქტიურად მიმდინარეობდა მოსამზადებელი
სამუშაოები,
რათა 2021 წლის
19 ოქტომბერს-ხელშეკრულების ძალაში შესვლის
თარიღიდან არ შეფერხებულიყო სააგენტოს ყოველდღიური ოპერაციები და
სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხარვეზების გარეშე შესძლებოდა თავისი ფუნქციების
შესრულება. ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან მხარეებმა დაიწყეს სპეციალიზებული
დეპოზიტარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურისა და ფუნქციების
გამართვა.
სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის და ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ,
ყოველდღიური საქმიანობა მნიშვნელოვანი შეფერხებების და ხარვეზების გარეშე
მიმდინარეობს. ხელშეკრულების ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 31 ივლისი.
2.5 საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურა
კანონისა და სააგენტოს დებულების თანახმად, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და
საინვესტიციო საბჭო შეიმუშავებენ ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც
11
უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების
არსებობას.
უფროსი საინვესტიციო ოფიცრის წარდგენით, საინვესტიციო საბჭომ 2021 წლის 27
სექტემბრის N26 სხდომის ოქმით მოიწონა და შეითანხმა საინვესტიციო სამსახურის
სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების
ფუნქციურ და იერარქიულ გამიჯვნას და ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების
არსებობას. საინვესტიციო სამსახურში ერთმანეთისგან გაიმიჯნა: (ა) პორტფელური
ინვესტიციების, (ბ) პორტფელური რისკების მართვისა და ანალიტიკის და (გ)
საინვესტიციო ოპერაციების მიმართულებები. 2021 წლის განმავლობაში უფროსი
საინვესტიციო ოფიცრის მიერ დაკომპლექტდა საინვესტიციო სამსახურის სამივე
მიმართულება, რითაც დასრულდა საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურის ფორმირება.
3. რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობა
3.1.
სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩო
„რისკის მართვის ჩარჩო“ დოკუმენტის შესაბამისად სააგენტოს დებულებაში შეტანილი
ცვლილებების საფუძველზე შექმნილი სააგენტოს რისკის მართვის ორგანიზაციული
მოწყობა სრულად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს და მოწყობილია
დაცვის სამი ხაზის მოდელის მიხედვით, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს
სააგენტოში რისკების და შიდა კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობას
და ხელს უწყობს რისკის მართვის სისტემების ეფექტურობას.
3.2. საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიში
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ, „საოპერაციო, შესაბამისობისა და
რეპუტაციული რისკის პოლიტიკის“ დოკუმენტის შესაბამისად, შემუშავებული იქნა
საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ყოველწლიური და
ყოველკვარტალური ანგარიშები, რომლებსაც სააგენტოში დადგენილი წესით რისკის
მთავარი ოფიცერი წარუდგენს სააგენტოს მმართველობით ორგანოებს.
საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიში დეტალურად აღწერს
სააგენტოში იდენტიფიცირებული საოპერაციო რისკების წყაროებს და მათ ზეგავლენას
სააგენტოს სტრატეგიულ მიზნებზე. აღნიშნულ ანგარიშებში მოცემულია რისკების
რაოდენობრივი და ხარისხობრივი გაზომვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც რისკის
მთავარი ოფიცრის მიერ მზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. აღნიშნული
საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიშებში რისკების
კონტროლის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა 30 რისკის შემცველი
მოვლენა, რომლებზეც რისკების კონტროლის დეპარტამენტმა გასცა 67 დასაბუთებული
რეკომენდაცია სააგენტოს მმართველობითი ორგანოებისა და სტრუქტურული
ერთეულების მიმართ.
რისკების იდენტიფიცირების პროცესში რისკების კონტროლის დეპარტამენტმა
იხელმძღვანელა შემდეგი მეთოდოლოგიით:
• 2021 წლის განმავლობაში, რისკების კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებდა
ელექტრონული სისტემის სტატისტიკურ ანალიზსა და მონიტორინგს;
• ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური გასაუბრებები სააგენტოს
შემდეგი სტრუქტურულ ერთეულების თანამშრომლებთან და ხელმძღვანელებთან:
12
იურიდიული დეპარტამენტი, საოპერაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების
დეპარტამენტები, საინვესტიციო სამსახური, ადმინისტრაციული დეპარტამენტი,
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მენეჯერული აღრიცხვის ჯგუფი და
მონაწილეთა მომსახურების განყოფილება.
• რისკების
კონტროლის
დეპარტამენტის
თანამშრომლების
ჩართულობით,
მონაწილეთა მომსახურების განყოფილების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და
საოპერაციო დეპარტამენტების მიერ შემუშავდა სააგენტოში მოქმედი ბიზნეს
პროცესების დოკუმენტები, რის შემდგომაც მოხდა ამ ბიზნეს პროცესების
სტრუქტურული ანალიზი;
აღსანიშნავია, რომ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკების ანგარიშები
მოიცავს
სააგენტოს
ყველა
დეპარტამენტის
და
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლებზე, პროცესებზე და ტექნოლოგიებზე მონიტორინგის შედეგებს და ბიზნეს
პროცესების დეტალურ ანალიზს.
3.3. ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანგარიში
რისკების
კონტროლის
დეპარტამენტის
ერთ-ერთ
ძირითად
მიმართულებას
წარმოადგენს სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა,
„სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)“ პრინციპების შესაბამისად.
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს სააგენტოს თანამშრომელთა
და
სხვა
დაინტერესებულ
მხარეთა
მიერ
ინფორმაციის,
ინფორმაციული
ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული სისტემების მოხმარების წესებს, რათა
უზრუნველყოფილი
იქნას
სააგენტოს
ყველა
ფიზიკური
და
ელექტრონული
ინფორმაციული აქტივის კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. 2021
წლის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
სააგენტოში არსებობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კომიტეტი და სამუშაო
ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულის
წარმომადგენლით. აღნიშნული კომიტეტი პერიოდულად იკრიბება და განიხილავს
სააგენტოში, ინფორმაციული უსაფრთოხების მიმართულებით, მიმდინარე პროცესებს.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა ინფორმაციული უსაფრთხოების
მართვის კომიტეტის 3 სხდომა, სადაც განხილულ და მოწონებულ იქნა ქვემოთ მოცემული
საკითხები და დოკუმენტები:
• განახლდა ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვის დოკუმენტი;
• საპენსიო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დოკუმენტირებული
ინფორმაციაშემუშავდა
და
დამტკიცდა
ინფორმაციული
უსაფრთხოების რისკების ჩარჩო;
• შემუშავდა ბიზნეს უწყვეტობის მართვის პროცედურა;
• შემუშავდა და დამტკიცდა საპენსიო სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების
მიზნების დოკუმენტი;
• შემუშავდა და დამტკიცდა დოკუმენტების კლასიფიკაციისა და მარკირების წესი;
• შემუშავდა და დამტკიცდა კონფიდენციალური და შიდა მოხმარების დოკუმენტების
ნუსხა;
• შემუშავდა და დამტკიცდა ინფორმაციული აქტივების რეესტრი;
• შემუშავდა და დამტკიცდა ინფორმაციული აქტივების რისკების შეფასების რეესტრი;
• შემუშავდა და დამტკიცდა ინფორმაციული აქტივების რისკების მოპყრობის რეესტრი;
• შემუშავდა და დამტკიცდა ბიზნეს უწყვეტობის რისკების ჩარჩო (BCP) ჩარჩო;
სააგენტოში აქტიურად მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების
ირგვლივ ცნობიერების ამაღლების ტრეინინგები, ტესტირებები და სიმულაციები და
13
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემისთვის აუცილებელი პროგრამული
უზრუნველყოფების დანერგვის პროცესი, როგორიცაა:
Ø მონაცემთა გაჟონვის პრევენციის (DLP) სისტემა - ეს არის ტექნოლოგია, რომლის
მთავარი
მიზანია
ორგანიზაციის
დაცვა
კონფიდენციალური/სენსიტიური
ინფორმაციის გაჟონვისაგან. DLP სისტემა, რეალურ დროში ახორციელებს
ორგანიზაციაში არსებული ელექტრონული სახით წარმოდგენილი ინფორმაციის
მონიტორინგს
და
ამით
საგრძნობლად
ამცირებს
ამ
ინფორმაციის
არასანქცირებულად გამჟღავნების ან/და მოპოვების რისკებს.
Ø ელექტრონული საინფორმაციო სისტემების ხდომილებების და უსაფრთხოების
ინციდენტების მართვის და მონიტორინგის (SIEM) სისტემა - ცენტრალიზებული
პლატფორმა,
რომელიც
ორგანიზაციაში
არსებული
სხვადასხვა
ტიპის
მოწყობილობიდან
(სერვერებიდან,
სამუშაო
კომპიუტერებიდან,
ქსელური
მოწყობილობებიდან) აგროვებს უსაფრთხოების ინციდენტების და ხდომილებების
შესახებ ჩანაწერებს (ლოგებს - Logs), რაც იძლევა საშუალებას რეალურ დროში
განხორციელდეს შესაბამის სისტემებზე სხვადასხვა სახის მონიტორინგი.
3.4. საინვესტიციო რისკების ანგარიში
რისკების კონტროლის დეპარტამენტი აქტიურ მონიტორინგს უწევს საინვესტიციო
სამსახურის პროცესებს და მათ მიერ განხორციელებულ საინვესტიციო საქმიანობას,
რომელიც მოიცავს, როგორც ინვესტიციის განხორციელებამდე საინვესტიციო
გადაწყვეტილების შემოწმებას დადგენილ ლიმიტებთან და კანონმდებლობასთან
მიმართებაში, ასევე განხორციელებული ინვესტიციების კანონთან და საინვესტიციო
პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის მონიტორინგს.
2021 წლის განმავლობაში რისკების კონტროლის დეპარტამენტმა ინვესტიციის
განხორციელებამდე 22 საინვესტიციო გადაწყვეტილება შეამოწმა და საინვესტიციო
სამსახურს დაუდასტურა გადაწყვეტილებების შესაბამისობა დადგენილ რისკის
ლიმიტებთან, კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან. ამასთან, რისკების
კონტროლის დეპარტამენტის მიერ განვითარდა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის
მეშვეობითაც მოხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობის
გადამოწმება და საინვესტიციო პორტფელის რისკების მუდმივი მონიტორინგი.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, საინვესტიციო გადაწყვეტილებების და შესაბამისი
რისკის პოზიციების რეალურ დროში შეფასება, მონიტორინგი და ანგარიშგება. ასევე,
ტრანზაქციების, მიღების, დამუშავების და დასრულების ლოგირება: მოწესრიგებულ,
დაცულ და ერთიან გარემოში, ბაზაში შენახვა.
რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
მზადდებოდა ყოველთვიური საინვესტიციო რისკების ანგარიში, რომელიც დადგენილი
წესით, შემდგომი რეაგირებისათვის, მიეწოდებოდა საინვესტიციო საბჭოს, საინვესტიციო
სამსახურს, დირექტორს და მარეგულირებელს (საქართველოს ეროვნული ბანკი).
საინვესტიციო რისკების ყოველთვიური ანგარიში მოიცავს შემთხვევითი და
დეტერმინირებული სტატისტიკურ მოდელების გამოყენებით საინვესტიციო პორტფელის
და „ბენჩმარკ“ პორტფელის საბაზრო, საკრედიტო, ინფლაციური და აგრეგირებული
რისკის დონეების გაზომვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.
საინვესტიციო რისკების მიმართულებით რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ
მომზადდა და დადგენილი წესით, საინვესტიციო საბჭოს წარედგინა საინვესტიციო
რისკის 12 ანგარიში და გაცემულ იქნა ჯამში 12 რეკომენდაცია, რომლიდანაც
შესრულებულია 3, ხოლო დარჩენილი 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მიმდინარეობს
14
მუშაობა.
4. შიდა აუდიტის სამსახური
შიდა აუდიტის სამსახურმა 2021 წლის გეგმის მიხედვით ჩაატარა საზოგადოებასთან
ურთიერთობის პროცესის აუდიტი, დამსაქმებლის ბალანსზე ზედმეტად ან/და
შეცდომით ჩარიცხული თანხის დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე დაბრუნების
შესაბამისობის
აუდიტი
და
დაიწყო
საინვესტიციო
და
საინფორმაციო
უსაფრთხოების პროცესების აუდიტი.
5. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
საანგარიშო პერიოდში დაინერგა სახელმწიფო ხაზინის სისტემიდან მიღებული საპენსიო
შენატანების შესახებ ინფორმაციის სისწორისა და მისი დამუშავების შესაბამისობის
დადგენის სისტემა;
ელექტრონულ სისტემაში დაინერგა:
• შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციონალი;
• საპენსიო სქემაში შეცდომით ჩართული მონაწილეების ამორთვის მოთხოვნის
ფუნქციონალი იურიდიული პირებისთვის;
• მონაწილის პირად გვერდზე დაემატა საპენსიო შენატანების თაობაზე დეტალური
ინფორმაციის ნახვის შესაძლებლობა;
• იურიდიული
პირებისთვის
დაემატა
თანხის
დაბრუნების
მოთხოვნის
შესაძლებლობა;
• სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში:
• გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საშტატო ერთეულები
და დაემატა საკვანძო პოზიციები, როგორიცაა სისტემური ადმინისტრატორი,
ქსელის ადმინისტრატორი, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი, ბიზნეს
ანალიტიკოსი და სხვა.
• დაიგეგმა სააგენტოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისაკენ მიმართული
აქტივობები. დაიგეგმა ქსელური ინფრასტრუქტურის ახალი ფიზიკური და ლოგიკური
ტოპოლოგია, განისაზღვრა მონაცემთა ბაზების ოპტიმიზაციის სამუშაოები.
• დაიგეგმა და მიმდინარეობს 002 ინსტრუქციის განახლებული რედაქციის (რომელიც
ჯერ არ არის დამტკიცებული) მიხედვით არსებული ელექტრონული სისტემის
ცვლილებებისა და დამატებით ფუნქციების დამატების კუთხით ტექნიკური
სამუშაოები.
6. საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის
ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება
ფინანსური
საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის KPMG
საქართველოს მიერ 2021 წლის 21 მაისს დასრულებულ იქნა სააგენტოსა და საპენსიო
ფონდის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადებულ იქნა
აუდიტის დასკვნები. სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა IPSAS
შესაბამისად, ხოლო საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი განხორციელდა
IFRS-ის შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის დასკვნები განთავსებულია სააგენტოს
ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ასევე აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს
2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული
15
ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16
ნოემბრის N1028-VIმს-Xმპ დადგენილების საფუძელზე, შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს
საქართველო“ იქნა არჩეული სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის
განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად).
7. უცხოური გამოცდილების შესწავლა და დონორი ორგანიზაციების დახმარება
მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა და კონსულტაციები საერთაშორისო
დონორი ორგანიზაციების ექსპერტებთან, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის და
მსოფლიო ბანკის, ექსპერტებთან. მსოფლიო ბანკის ექსპერტების დახმარებით მოხდა
სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრატეგიის მიმართულების შემუშავება,
რომელიც სააგენტოს დაეხმარება საერთაშორისო სტანდარტების ინფორმაციული
ტექნოლოგიების სტრატეგიის შექმნაში.
8. 2021 წლის ბიუჯეტი
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და 38-ე მუხლის
მე-7 პუნქტის შესაბამისად, 2021 წლის სექტემბრიდან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის
დაფინანსების წყარო გახდა მონაწილეთა მომსახურების წლიური საფასური. აღნიშნული
საფასურით დაფინანსებაზე გადასვლის პერიოდისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო სააგენტომ
განსაზღვრა მომსახურების საფასურის გატანის პერიოდულობა და სააგენტოს მიერ
სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით (სამეთვალყურეო საბჭოს 2021 წლის 21
ივლისის N18 სხდომის ოქმი) დამტკიცებულ იქნა ბიუჯეტირების წესი, რომელიც
განსაზღვრავს სააგენტოს ბიუჯეტის მომზადებისათვის აუცილებელი ინფორმაციის
შეკრების, დამუშავების, ბიუჯეტის პროექტის მომზადების, დამტკიცებისა და მასში
ცვლილებების შეტანის წესს, ასევე ბიუჯეტით გათვალისწინებული მონაწილეთა
მომსახურების საფასურის წლიური ოდენობის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გატანის
პერიოდულობასა და წესს.
2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენდა 6 მლნ ლარს, საიდანაც 57% (3.4 მლნ ლარი)
დაფინანსებული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 43% (2.6 მლნ ლარი) საპენსიო
აქტივების წლიური მომსახურების საფასურით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების
ფარგლებში. საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 99%-ს
(5 მლნ 931 ათასი ლარი), რომლის 13% მიმართული იქნა არაფინანსური აქტივების
შესაძენად (ძირითადი შესყიდვები განხორციელდა საინფორმაციო ტექნოლოგიების
მიმართულებით), ხოლო 87% სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.
საოპერაციო საქმიანობაში გამოყენებული ფულადი სახსრების 27%-ს შეადგენს
საინვესტიციო საქმიანობის ხარჯს, რაც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო
სამსახურის და საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
9. COVID 19
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით
საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტო განაგრძობდა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბერის №699 დადგენილებით საჯარო დაწესებულებების
16
მიმართ განსაზღვრული დამატებითი შეზღუდვების (წესის მე-7 მუხლის მე-4 და მე-5
პუნქტები) გათვალისწინებით, საპენსიო სააგენტოს მიერ 2021 წლის 2 თებერვალს,
სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეტანილ იქნა ცვლილებები საპენსიო
სააგენტოს ნორმატიულ აქტებში, კერძოდ, N001 ინსტრუქციაში, N002 ინსტრუქციაში და
ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის N003 ბრძნებით
დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ“ ინსტრუქციაში, რის
საფუძველზეც საპენსიო სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
ხორციელდებოდა აღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შესაბამისი
მომსახურებ(ებ)ის განხორციელება ასევე დისტანცურად, დაინტერესებულ პირთა მიერ
ფოსტით ან/და ელექტრონული ფოსტით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე
(მათ შორის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, პენსიის/საპენსიო აქტივების
გაცემის, საბალანსო თანხის ანგარიშზე ასახვის თაობაზე განცხადებების მიღება და სხვა).
10.ძირითადი სტატისტიკური მონაცემები 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:
სულ უნიკალური მონაწილე (2019 წლის 1 იანვრიდან 2021
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული)
1,235,938
კერძო სექტორი
964,961
საჯარო სექტორი
270,977
სულ უნიკალური გასული
168,771
კერძო სექტორი
126,125
საჯარო სექტორი
42,646
დანიშნული პენსიები
1,355
ასაკით
513
შშმპ
557
ქვეყნის დატოვება
1
მემკვიდრე
284
მლნ ლარი
სულ ფონდის ღირებულება
1,550.4
მათ შორის დარიცხული სარგებელი
173
17
სულ უნიკალური მონაწილე (2021 წლის 1 იანვრიდან 2021
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული)
129,376
კერძო სექტორი
116,132
საჯარო სექტორი
13,244
სულ უნიკალური გასული
1,578
კერძო სექტორი
1,467
საჯარო სექტორი
111
დანიშნული პენსიები
741
ასაკით
247
შშმპ
295
ქვეყნის დატოვება
-
მემკვიდრე
199
18