საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ეს პროექტი) დასკვნა
- საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 84
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
2022 წლის 3 ოქტომბერი, 13:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
2022 წლის 3 ოქტომბერი, 13.30 სთ
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
(C კორპუსი, II სართული)
სხდომის ოქმი
N84
სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ირაკლი შატაკიშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან ბეჟაშავილი,
ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, თამარ კორძაია, გურამ
მაჭარაშვილი
და
ლევან
მგალობლიშვილის
უფლებამონაცვლე
ირაკლი
მეძმარიაშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი.
დღის წესრიგი (პროექტი):
საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგის
პროექტი.
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მიერ
შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა.
მოისმინეს:
ირაკლი
ქადაგიშვილის
ინფორმაცია,
რომლის
თანახმად
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
განიხილავს საქართველოს
პარლამენტის
წევრის
თამარ
ტალიაშვილისათვის
პარლამენტის
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის
სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ტალიაშვილი პრეზიდენტის 2022 წლის 28
სექტემბრის N28/09/03 განკარგულებით, დაინიშნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს
მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე
კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ტალიაშვილს
ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
კენჭისყრა:
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი:
ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი
დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს?
კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 9 წევრი
გადაწყვიტეს (ერთხმად):
- საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ტალიაშვილს ვადამდე
შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება;
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და საქართველოს
პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის
ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად.
ირაკლი ქადაგიშვილი
კომიტეტის თავმჯდომარე
სესილი ძებნიაური
სხდომის მდივანი
2