საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მაკა მინდიაშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-8249/22; 01.07.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-05
ბიუროს ნომერი 185
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-14971/22
04-10-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა 2022 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მაკა მინდიაშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-8249/22;
01.07.2022).
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ
იქნა შემდეგი მიზეზების გამო:
1) წინადადებით წარმოდგენილი ნორმების დიდი ნაწილი გაუმართლებლად დიდ
ვალდებულებებს აკისრებს დამსაქმებელს. წინადადებაში არაა დასაბუთებული, რომ
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას უმუშევრობისა და სიღარიბის
დონეზე და დამსაქმებლები სამუშაო ძალაზე დანახარჯების ზრდის საკომპენსაციოდ არ
შეამცირებენ კადრებს, ხოლო სამუშაოს მაძიებლებს არ გაურთულდებათ სამუშაო ადგილის
პოვნა.
2) ავტორი ითხოვს ანაზღაურებადი სტაჟირების შემოღებას ხელფასის 80%-ის
ოდენობით და მე-18 მუხლის (სტაჟირება) გავრცელებას საჯარო სექტორზე.
შრომის
საერთაშორისო
სტანდარტების
მიხედვით,
დასაქმებულისთვის
აუცილებელია შრომის ანაზღაურების გადახდა, თუმცა სტაჟიორი არ არის დასაქმებულთან
გათანაბრებული პირი. სტაჟიორი ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ
ან მის გარეშე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარის ან
პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, რაც დაეხმარება შემდგომ დასაქმებაში; თანაც,
კოდექსის მოქმედი ნორმის მიხედვით, ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა
შეზღუდულია და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ამის შემდეგ ის ანაზღაურებადი უნდა იყოს.
წინადადებით მოთხოვნილი ნორმის დაწესება შეამცირებს დამსაქმებელთა მოტივაციას
აიყვანოს სტაჟიორი, რაც გაურთულებს მსურველებს სტაჟირების გავლას და სათანადო
კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიღებას.
მე-18 მუხლის საჯარო სექტორზე გავრცელების საჭიროება არ არსებობს, რადგან
საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესი და პირობები რეგულირდება მთავრობის
დადგენილებით.
3) წინადადებით მოთხოვნილია კოდექსში შემდეგი ნორმის დამატება: „შინაგანაწესი
არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის უფლებებს და მის თავისუფლებას“.
ამ ცვლილების შეტანის საჭიროება არ არსებობს - კოდექსის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტში
მითითებულია, რომ „ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ამ კანონს
ეწინააღმდეგება“; შესაბამისად, კოდექსით აკრძალულია შინაგანაწესში იმგვარი შეზღუდვის
ჩაწერა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კოდექსს.
4) ავტორი ითხოვს დაწესდეს სტუდენტების სამუშაო დროის ზედა ზღვარი: დღეში 4
საათი, კვირაში 20 საათი, აიკრძალოს მათთვის ღამის ცვლაში, უქმე დღეებში და შაბათ-კვირას
მუშაობა. აგრეთვე ითხოვს მათთვის სამუშაო დროის შერჩევას ლექციების დროის
შესაბამისად და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ორმაგი განაკვეთით.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წინადადებით არაა დასაბუთებული, რომ მოცემული ნორმის მიღება არ გაართულებს
სტუდენტების დასაქმებას და დამსაქმებლები სამუშაოზე მისაღებად კანდიდატების
შერჩევისას უპირატესობას არ მიანიჭებენ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ შედიან
წინადადებაში მოცემულ კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობის
დონე გაცილებით მაღალია დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. სტუდენტი
დასაქმებულებისთვის წინადადებაში მოცემულ ზღვარზე მეტ ხანს მუშაობის აკრძალვა
უარყოფითად იმოქმედებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
5) წინადადებით მოთხოვნილია გამოსაცდელი ვადის 1 თვემდე შემცირება და ამის
შემდეგ ან ერთწლიანი ხელშეკრულების დადება, ან დასაბუთებული მიზეზით უარი
დასაქმებულს.
გამოსაცდელ ვადაზე ერთთვიანი ლიმიტის დაწესება მიზანშეუწონელია, რადგან
ხშირად ეს ვადა არასაკმარისია სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დასადგენად.
6) ავტორი ითხოვს არასრულწლოვანთათვის სამუშაო დროის შემცირებას.
ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან არასრულწლოვანთა სამუშაო დროის
რეგულირება მოქმედ კოდექსში შესაბამისობაშია შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან და
ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან.
7) წინადადებით მოთხოვნილია 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტი
დასვენების დროის გაზრდა; აგრეთვე სამუშაო დღეებს/ცვლებს შორის დასაქმებულის
უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 16 საათზე ნაკლები.
ამ ნორმების მოქმედი რედაქცია შესაბამისობაშია შრომის საერთაშორისო
სტანდარტებთან და ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან; თანაც,
სამუშაო დროის ამგვარი შეზღუდვა გააუარესებს დასაქმებულთა სოციალურ მდგომარეობას,
რადგან ეს აისახება მათ ხელფასებზე.
8) ავტორი ითხოვს დასაქმებულთა და დაუსაქმებელთა სახელმწიფო სააგენტოს
შექმნას, რომელიც განახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: ბაზის შექმნა სადაც
დარეგისტრირებული იქნება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, ვაკანსიების ბაზის შექმნა,
„აგენტები“ ასრულებენ მომრიგებლის ფუნქციას (ობიექტზე მისვლა და დავის მიზეზის
გარკვევა და თუ არ სრულდება კოდექსის პირობები სასამართლოსთვის გადაცემა საქმის)
შრომითი დავის შემთხვევაში და სხვა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და შრომის ინსპექციის არსებობის
პირობებში ამგვარი სამსახურის შექმნა გაუმართლებელია.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ზაზა ლომინაძე