საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-9381/22; 26.07.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14972/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-05
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14972/22 04-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა რატი ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-9381/22; 26.07.2022). ავტორი ითხოვს ნორმირებული სამუშაო დროის ზედა ზღვარის შემცირებას 35 საათამდე. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: 1) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი შრომის საერთაშორისო სტანდარტები, ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობა არ ითხოვს ნორმირებული ყოველკვირეული სამუშაო დროის ზედა ზღვარის შემცირებას 35 საათამდე. 2) წინადადებით არაა დასაბუთებული, რომ სამუშაო დროის ზედა ზღვარის ამგვარი შემცირება არ გამოიწვევს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და ეს არ იმოქმედებს უარყოფითად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რადგან დასაქმებულებმა შეიძლება ვერ შეასრულონ 35 საათის განმავლობაში იგივე მოცულობის სამუშაო, რასაც 40/48 საათში ასრულებენ. მნიშვნელოვანია სათანადოდ შეფასდეს მსგავსი რეგულაციის ზეგავლენა შრომითი ურთიერთობის მხარეებზე - დამსაქმებლებზე და დასაქმებულებზე, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკაზე, იმისათვის, რომ კანონის მოქმედებამ არ გამოიწვიოს ზემოაღნიშნული უარყოფითი შედეგები. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge