საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“-ს (არჩილ კაიკაციშვილი) მიერ წარმოდგენილ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-4558/22; 12.04.2022) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-14974/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-05
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-14974/22 04-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (№1-4558/22, 12.04.2022). წინადადების ავტორი ითხოვს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლი, ნაპოვნი, მიტოვებული, ასევე განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების განთავსება მინდობით აღზრდაში. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზების გამო: „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (№634, 31.12.2021წ.) დანართი №2-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ამრიგად, მინდობით აღზრდაში შესაძლებელია განთავსდეს უცხო ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, მოქალაქეც. წინადადების ავტორის აზრით, სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას მისცემს საქართველოს გააფორმოს უკრაინის შესაბამის ორგანოსთან ურთიერთგაგების მემორანდუმი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად ობოლი, ნაპოვნი, მიტოვებული, ასევე განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების მინდობით აღზრდაში განსათავსებლად. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამინისტროს უფლება აქვს დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება იმ საკითხებზე, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება; ბავშვზე ზრუნვა და მასთან დაკავშირებული საკითხები კი შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში. აქედან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს აქვს უფლება გააფორმოს მსგავსი საერთაშორისო ხელშეკრულებები კანონში ცვლილების შეტანის გარეშე. გარდა ამისა, აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ გამოხატოს სურვილი მის ქვეყანაში მცხოვრები ბავშვის საქართველოში მცხოვრებ მიმღებ ოჯახში განთავსებისა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge