საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშის (№1-5487/22; 05.05.2022) შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-10-03
კომიტეტის სხდომის ნომერი 26
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
2022 წლის 3 ოქტომბერი, 13:00 საათი
ქალაქი თბილისი, რუსთაველის N8
ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა
სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა ბერაძისა და ირმა
ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/245;
21.09.2022) (დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის);
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი;
პასუხისმგებელი: ე. ჭეიშვილი, ი. ცუხიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური
თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/149;
17.05.2022);
მომხსენებელი: საქართველოს რეგიონული
მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი;
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/173; 02.08.2022) (I მოსმენისთვის);
მომხსენებლები: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - გურამ გურამიშვილი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის
მოადგილე - ივანე აბაშიძე;
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ე. ჭეიშვილი;
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო საპენსიო
დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/161; 15.06.2022);
მომხსენებლები: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის
ხელმძღვანელი - მარინე ხურციძე;
პასუხისმგებელი: გ. ესაკია, ა. შალუტაშვილი;
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება
(07-2/180; 05.09.2022);
მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა
მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი;
და
მდგრადი
განვითარების
მინისტრის
პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, მ. ხურციძე;
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის
საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიში (1-5487/22; 05.05.2022);
შესახებ
მომხსენებელი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ
ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველი - სალომე ვარდიაშვილი;
პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, გ. სირაძე, ი. ცუხიშვილი;
7. საქართველოს არქიტექტორების (ნიკოლოზ აბაშიძე, თამაზ გიორგაძე) მიერ წარმოდგენილი
პეტიცია მოთხოვნით - „არქიტექტორები სერტიფიცირების ანტიევროპული წესის
წინააღმდეგ“! (1-10412/22; 18.08.2022);
მომხსენებელი: არქიტექტორი - თამაზ გიორგაძე
პასუხისმგებელი: ი. ცუხიშვილი, ი. ჩხენკელი.
ოქმი
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტი
სხდომის ოქმი N26
ქ. თბილისი
3 ოქტომბერი, 2022 წელი
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
დავით სონღულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე)
მაია ბერძენიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა მიქაძე, ირაკლი
მეზურნიშვილი (ელგუჯა გოცირიძის უფლებამონაცვლე), ისკო დასენი,
ალექსანდრე რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე, გელა სამხარაული, ვასილ
ჩიგოგიძე, ბეჟან წაქაძე, (სულ 11 წევრი).
მომხსენებლები: საქართველოს პარლამენტის წევრი - დავით სონღულაშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილე - მზია გიორგობიანი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრის მოადგილე - გურამ გურამიშვილი; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
დირექტორის მოადგილე - ივანე აბაშიძე; საქართველოს ფინანსთა მინისტრის
პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოადგილე - მამუკა ბარათაშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მარინე
ხურციძე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
მოადგილე - მარიამ ქვრივიშვილი; საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების
მარეგულირებელ
ეროვნულ
კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველი - სალომე ვარდიაშვილი; არქიტექტორი - თამაზ გიორგაძე.
1
სხდომას
ესწრებოდნენ
საქართველოს
პარლამენტის
წევრები,
თანამშრომლები,
სხვადასხვა
უწყებების, ორგანიზაციებისა
და
წარმომადგენლები.
აპარატის
მასმედიის
სხდომა გახსნა დავით სონღულაშვილმა, დაადასტურა კვორუმის არსებობა და ხმათა
უმრავლესობით დამტკიცდა დღის წესრიგი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის,
ეკა სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა
ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
„არქიტექტურული
საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/245;
21.09.2022). (დაჩქარებული წესით, I მოსმენისთვის)
მომხსენებელი: დავით სონღულაშვილი
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის
გზით დადებული შეთანხმება (№07-2/149; 17.05.2022).
მომხსენებელი: მზია გიორგობიანი
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/173; 02.08.2022). (I მოსმენისთვის)
მომხსენებელი: ივანე აბაშიძე
4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების
2
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა
და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (№07-2/161; 15.06.2022).
მომხსენებელი: მამუკა ბარათაშვილი
5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი
„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო
მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (№07-2/180; 05.09.2022).
მომხსენებელი: მარიამ ქვრივიშვილი
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) მიერ წარმოდგენილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა
უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის
ანგარიში (№1-5487/22; 05.05.2022).
მომხსენებელი: სალომე ვარდიაშვილი
7. საქართველოს არქიტექტორების (ნიკოლოზ აბაშიძე, თამაზ გიორგაძე) მიერ
წარმოდგენილი პეტიცია მოთხოვნით - „არქიტექტორები სერტიფიცირების
ანტიევროპული წესის წინააღმდეგ!“ (№1-10412/22; 18.08.2022).
მომხსენებელი: თამაზ გიორგაძე
მოისმინეს:
1. საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის მოხსენება
საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა
სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა
ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „საქართველოს სივრცის
3
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“
და
„არქიტექტურული
საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ხდება არქიტექტორების და ინჟინერმშენებლების სერტიფიცირების მარეგულირებელი მუხლის მოქმედების
გადავადება 2024 წლის 1 მარტამდე, ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების
დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას, შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო
დრო სჭირდება, შესაბამისად 2022 წლის პირველი ოქტომბრისთვის ვერ მოესწრება
აღნიშნული მუხლების
ამოქმედება და
არქიტექტორებისა და ინჟინერმშენებლების სერტიფიცირება.
ასევე,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
ცვლილება
ეხება
ტექნიკური
ზედამხედველობის განმახორციელებელ სუბიექტებს. კერძოდ, სერტიფიცირებულ
ექსპერტებს. საკითხის კომპლექსურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე,
კომიტეტის მოსაზრებით, კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ეხება აღნიშნულ
საკითხს, საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს და სიღრმისეულ განხილვებს.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია
ტექნიკური
ზედამხედველობის
განმახორციელებელ
სერტიფიცირებულ
ექსპერტებთან
დაკავშირებული
ჩანაწერების კანონპროექტიდან ამოღება.
მომხსენებელმა გამომდინარე კანონპროექტთან „არქიტექტურული საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დაკავშირებით
აღნიშნა, რომ შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა სერტიფიცირებასთან
დაკავშირებული მუხლის მოქმედების შეჩერებაზე.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
შენიშვნების
გათვალისწინებით მომზადებულად მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე დაჩქარებული წესით პირველი
მოსმენით განსახილველად.
4
მოისმინეს:
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის
მოადგილის - მზია გიორგობიანის მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის
შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმებაზე.
მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დასადები
შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ეფუძნება
გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გამართულ
სამთავრობო მოლაპარაკებებს და კონსულტაციებს, გერმანიის მთავრობის მიერ
საქართველოსთვის გამოიყოფა არაუმეტეს 2 100 000 ევრო, რომელიც ჩაშლილია
2 კომპონენტად. კერძოდ,
•
„კვლევებისა და სპეციალისტთა ფონდი“ – 300 000 (სამასი ათასი) ევროს
ოდენობის თანხა, რაც გულისხმობს კონცეფციის შექმნას და
განხორციელებას.
•
„მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ - რომლისთვისაც
განსაზღვრულია 1 800 000 (მილიონ რვაასი ათასი) ევროს ოდენობის
თანხა. პროექტის განხორციელება იგეგმება 2 ან 3 დიდ ქალაქში.
განისაზღვრება
მათი
განვითარებისთვის
საჭირო
სქემა
და
მიმართულებები.
პროექტის განხორციელების დაწყება განსაზღვრულია 2023 წლის თებერვალში
და გაგრძელდება 2025 წლის პირველ იანვრამდე.
პროექტებს
განახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
საზოგადოება (GIZ).
აზრი გამოთქვეს:
დავით სონღულაშვილმა, ეკა, სეფაშვილმა, ბეჟან
წაქაძემ, ანა ბიბილაშვილმა (არქიტექტორი).
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება და
მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
5
მოისმინეს:
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს დირექტორის მოადგილის - ივანე აბაშიძის მოხსენება საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს
კანონის
პროექტზე
„მეზღვაურთა
განათლებისა
და
სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების
მთავარი მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში მეზღვაურის, როგორც
რეგულირებადი განათლების მიღების საფუძვლები.
2022 წლის მაისში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ და საზღვაო
სასწავლებლებმა გაიარეს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს აუდიტი.
აუდიტის დროს ექსპერტების მიერ მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად,
საჭირო გახდა კანონში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის ცვლილების
განხორციელება.
კანონპროექტით განისაზღვრა მეზღვაურთა გასაუბრების პროცესში „მოწვეული
ექსპერტის“ ჩართვა.
მომხსენებლის განმარტებით, დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე,
მეზღვაური სააგენტოში აბარებს როგორც ტესტურ, ასევე ზეპირ გამოცდას. სულ
გამოცდაზე (ტესტური/ზეპირი) გასასვლელად მეზღვაურს ეძლევა 6-ჯერ
გასვლის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაური 6 ჯერ ვერ შეძლებს გამოცდის
ჩაბარებას, 1 წლით უწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება. წარმოდგენილი
ცვლილების შესაბამისად, 1 წლიანი ვადა შემცირდა 6 თვემდე.
უცხო ქვეყნის ის მეზღვაურები, რომელთაც უკვე აღებული აქვთ საქართველოში
კომპეტენციის სერტიფიკატი ან 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით
მიღებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონის საფუძველზე
შესაბამისი
საზღვაო
განათლება,
უფლება
აქვთ
საქართველოში
მიიღონ/განაახლონ კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 2022 წლის 1
სექტემბრის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც განათლებას
მიიღებენ საქართველოს საზღვაო სასწავლებლებში, აღარ შეეძლებათ
კომპეტენციის სერტიფიკატის საქართველოში მიღება. ისინი აიღებენ მხოლოდ
განათლების დიპლომს, ხოლო სამუშაო დიპლომების აღების შესაძლებლობა
აღარ ექნებათ.
6
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი
და
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
პირველი
მოსმენით განსახილველად.
მოისმინეს:
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის - მამუკა ბარათაშვილის
მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
საქართველოს
კანონების
პროექტებზე:
„საქართველოს
საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო
საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო
მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური
ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით.
2011 წელს საქართველო გახდა გლობალური ფორუმის წევრი და იკისრა
საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის
საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება.
ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს ანგარიშგების საერთო სტანდარტი
(CRS), რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 15 ივლისს
7
დამტკიცდა OECD-ს მიერ. ევროპის ქვეყნების მიერ ამ დოკუმენტზე უკვე მოეწერა
ხელი. საქართველომაც აიღო ვალდებულება რომ მიუერთდეს ამ დოკუმენტს.
იმპლემენტაციისთვის აუცილებელი გახდა ათ კანონში ცვლილების შეტანა.
კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ფინანსურ
ინსტიტუტებს წარმოეშობათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო
სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე სტანდარტით
და
ფინანსთა
მინისტრის
მიერ
დამტკიცებულ
სახელმძღვანელოში
განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება
შემოსავლების
სამსახურისათვის,
2024
წლის
პირველი
იანვრიდან,
ყოველწლიურად.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს
ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება
პერიოდულად,
წელიწადში ერთხელ აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS)
დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდონ შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურს
მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია
გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და განახორციელოს ფინანსური
ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით
დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს საგადასახადო ორგანო
უფლებამოსილი გახდება სასამართლოს შუამდგომლობის გარეშე გამოითხოვოს
კონფიდენციალური ინფორმაცია კომერციული ბანკებისგან „ფინანსური
ანგარიშების
შესახებ
ინფორმაციის
ავტომატური
გაცვლის
შესახებ“
კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმებით (CRS MCAA) ან
საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების
შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.
აღნიშნული მიდგომა იქნა გამოყენებული „ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო
ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის
საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმების
მიზნებისთვისაც.
კანონპროექტის თანახმად, კანონი
ძალაში შედის 2023 წლიდან, თუმცა
ინფორმაციის გაცვლა დაიწყება 2024 წლიდან. ერთწლიანი პერიოდი
აუცილებელია ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, რომელსაც ახორციელებს
გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) დახმარებით.
8
აზრი გამოთქვეს:
დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, იოსებ
ქურდაძემ (საქართველოს საბანკო ასოციაცია).
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა
განიხილა
წარმოდგენილი
კანონპროექტები
და
შენიშვნების
გათვალისწინებით
მომზადებულად
მიიჩნია
საქართველოს
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე განსახილველად.
მოისმინეს:
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ
ქვრივიშვილის
მოხსენება
საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისთვის
წარმოდგენილ
„საქართველოს
მთავრობასა
და
თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებაზე.
მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი შეთანხმების პროექტს ხელი
მოეწერა 2022 წლის 20 ივლისს ქ. აშხაბადში. მასში აისახა სამოქალაქო ავიაციის
დარგში მოქმედი ლიბერალური კურსი, რომლის შესაბამისად ავიასაწარმოებს
ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და
სიხშირე, რომელიც დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის
საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი
იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც
ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.
შეთანხმება ითვალისწინებს დანიშნულ ავიაგადამზიდველისათვის მე-5 ჰაერის
თავისუფლების მინიჭებასაც.
საქართველოს მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მრავალ
პარტნიორ ქვეყანასთან - ისრაელთან, ინდოეთთან, კორეასთან, ბაჰრეინთან,
ჩინეთთან და ა.შ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს
საქართველოსა და თურქმენეთს შორის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების
განხორციელებას,
მომსახურების
პირობების
ამაღლებას,
თავისუფალი
კონკურენციისა და ტურიზმის განვითარებას.
9
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი შეთანხმება
და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებას.
მოისმინეს:
6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის - სალომე ვარდიაშვილის მოხსენება საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან
დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის
(ენერგოომბუდსმენი)
მიერ
წარმოდგენილ
საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი
მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშზე.
მომხსენებლის
ინფორმაციით,
საქართველოს
ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან არსებული
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი
დამცველის
(ენერგოომბუდსმენის) სამსახური კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა,
რომელიც დამოუკიდებლად საქმიანობს და მისი ძირითადი ვალდებულებაა,
შექმნას დამატებითი დაცვის გარანტიები მომხმარებლებისთვის.
დამცველის სამსახურის ეფექტურად მუშაობის მიზნით ფუნქციონირებენ
რეგიონალური წარმომადგენლობები საქართველოს სამ ქალაქში (ქ. ქუთაისი, ქ.
ბათუმი, ქ. თელავი).
მომხსენებელმა მომართვიანობასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ 2021 წლის
სტატისტიკური მონაცემებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში
რეგისტრირებული კორესპონდენციის რაოდენობამ შეადგინა - 2458, მათ შორის
1234 მომართვაზე საჭირო გახდა ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაწყება.
აღსანიშნავია, რომ ამ საქმეების გარკვეული ნაწილი დასრულდა მედიაციით.
სამომავლოდ დაგეგმილია მედიატორული საქმიანობის გაფართოება.
2021 წელს მომხმარებლების სასარგებლოდ ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 12460
ლარს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირეა. სისტემური
ხასიათის პრობლემები თითქმის აღარ აღინიშნება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 2021 წლის ერთ-ერთი გამოწვევა კვლავ იყო
პანდემიურ რეჟიმში მუშაობა. მომხმარებლებთან ურთიერთობა ნაწილობრივ
ისევ დისტანციურად მიმდინარეობდა. შესაბამისად შეიცვალა მართვის სტილი.
10
ის
ღონისძიებები
და
აქტივობები,
რომელიც
უშუალოდ
უნდა
განხორციელებულიყო მოქალაქეებთან შეხებაში გადატანილ იქნა ელექტრონულ
ჭრილში. ეწყობოდა ლაივ ჩართვები, სოციალურ ქსელში ურთიერთობა.
განცხადებების მიღებაც მომდინარეობდა სოციალური ქსელის საშუალებით,
რამაც ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა პანდემიის პერიოდში.
მომხმარებლები აქტიურობდნენ სოციალური ქსელებისა და ელექტრონული
ფოსტის საშუალებით. სატელეფონო კონსულტაციებმა ფაქტობრივად მეორე
ადგილზე გადაინაცვლა. ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის
მეშვეობით შემოსული შეკითხვების რაოდენობამ 12 ათასს მიაღწია, რაზეც
გაიცა დასაბუთებული სამართლებრივი პასუხი.
მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკულ სექტორში
განხორციელდა რეფორმა. გაიყო განაწილებისა და მიწოდების საქმიანობა და
შესაბამისად ელექტროენერგეტიკაში წარმოიშვა ცალკე სს „თელასი“, ცალკე
„თელმიკო“ (თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია).
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას რეგიონებში,
ხოლო მომხმარებლებთან უშუალო ურთიერთობას ახორციელებს კომპანია „ეპ
ჯორჯია მიწოდება“.
ენერგოომბუდსმენის სამსახურისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ
საქმიანობას
წარმოადგენს
მომხმარებელთა
ცნობიერების
ამაღლება.
მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება 2021 წელს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას,
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და იურიდიული
დახმარების სამსახურებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის
სამმხრივი მემორანდუმი. იურიდიული დახმარების სამსახური წარმოდგენილია
ყველა რეგიონში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ომბუდსმენის
სამსახურთან და კონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს.
მომხსენებლის ინფორმაციით, ელექტროენერგეტიკის სექტორში, 2021 წლის
განმავლობაში, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში დარეგისტრირდა 534
განცხადება.
კომპანიების
მიხედვით
განცხადებები
გადანაწილდა
შემდეგნაირად:
•
•
•
•
სს „თელასი“ – 201
შპს „თელმიკო“ - 129
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 195
შპს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ – 9
ელექტროენერგეტიკის სექტორის აქტუალური საკითხებიდან აღსანიშნავია:
• საფეხურებრივი ტარიფების გამოყენება;
• დაზიანებული მრიცხველები;
• ხანდაზმული დავალიანებები.
11
ელექტროენერგეტიკაში აქტუალური საკითხი მუდმივად არის საფეხურებრივი
ტარიფი, რომლის მოსაწესრიგებლად შეიცვალა აღრიცხვიანობის ის მოდელი,
რომელიც აპროვოცირებდა
აღნიშნული ტარიფის ცუდად ან არასწორად
გამოყენებას. ყველა კომპანიას დაევალა, რომ აღრიცხვიანობა აწარმოოს ყოველი
თვის ბოლოს 30-ე დღეს.
მოქალაქეებთან დამონტაჟებული მრიცხველები შესაძლებელია, გამოვიდეს
მწყობრიდან და მოიშალოს აღრიცხვიანობა. რეგულაციები განსაზღვრავს
აღურიცხავი ელექტროენერგიის გაანგარიშების შესაბამის ნორმებს.
დამცველის სამსახურში მოცემული კატეგორიის საქმეების რაოდენობა
მკვეთრად არის შემცირებული. საკითხი ეხება მომხმარებლის ნებისმიერი
დავალიანება, რომელიც წარმოიშვა სამი და მეტი წლის წინ, კანონის თანახმად,
ხანდაზმულია და კრედიტორს მასზე მოთხოვნის უფლება დაკარგული აქვს.
ელექტროენერგეტიკის სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
გამართული ქსელის არსებობა, რომელიც წარმოადგენს ინფრასტრუქტურული
გეგმის ნაწილს. ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება დაკავშირებულია
დიდ ხარჯებთან და ამიტომ ერთბაშად, ამ პრობლემების მოგვარება
შეუძლებელია. ამასთან შესაძლებელია განხორციელებული სამუშაოები იმ წლის
ტარიფში აისახოს და მომხმარებელი დააზარალოს.
ენერგოომბუდსმენის სამსახურისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია
მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ელექტროსადენებისა და ბოძების
შეცვლა. მოცემული საკითხების ძირითადი რაოდენობა რეგიონალურ
წარმომადგენლობებში არის გადანაწილებული და ისინი აქტიურად არიან
ჩართულნი გაუმართავი ინფრასტრუქტურის (მათ შორის, მოძველებული და
ამორტიზებული ელექტროსადენებისა და ავარიული საყრდენების) შესახებ
ინფორმაციის მოძიებაში.
2021 წლის განმავლობაში წყლის სექტორი იყო ლიდერი
თვალსაზრისით.
რეგიონებში
რთული
მდგომარეობაა,
ლიცენზირებული
კომპანიები
ყველგან
არ
ოპერირებს.
დამოკიდებულია მუნიციპალურ წყლებზე და ამიტომ მუდმივად
წარმოადგენს წყალმომარაგება.
საჩივრების
ვინაიდან
რეგიონები
პრობლემას
ენერგოომბუდსმენს
არ
გააჩნია
სამართლებრივი
შესაძლებლობა,
განახორციელოს ასეთი კატეგორიის მომხმარებლების ინტერესების დაცვა და
ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებთან, რომლის საკუთრებაშიც არის მუნიციპალური წყლები. სწორედ
მათ უნდა დააორგანიზონ სისტემის გამართული მუშაობა.
დედაქალაქის მასშტაბითაც ხშირია
წყლის შეწყვეტა, დაზიანებები,
გაჭიანურებული ტექნიკური სამუშაოები, ცუდი მომსახურება და სხვა
პრობლემები.
12
რაც შეეხება წყლის უსაფრთხოებას, 2021 წელს დაკარგა აქტუალობა და არც ერთი
საჩივარი წყლის ხარისხთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.
გაზის სექტორთან დაკავშირებით მომხსენებელმა მიმართა მოსახლეობას, ცივი
სეზონის დაწყებისთანავე გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან
უსაფრთხოების წესები გაზის მოხმარების დროს.
2020-2021 წლებში, პანდემიის დროს შემცირდა მომხმარებლების ტექნიკური
დათვალიერებისა და შემოწმების რაოდენობა, რადგან დაუშვებელი იყო სხვის
საცხოვრებელ სახლში შესვლა, თუმცა კომპანიებმა მაინც შეძლეს რისკ ჯგუფების
შემოწმება. დღეის მდგომარეობით ტექნიკური დათვალიერება და შემოწმება
განახლდა და გაგრძელდება.
აზრი გამოთქვეს: დავით სონღულაშვილმა, ბეჟან წაქაძემ.
კომიტეტის მთავარმა სპეციალისტმა
კომიტეტის შენიშვნები.
-
ირინა
ჩხენკელმა
წარმოადგინა
გადაწყვიტეს: კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი ანგარიში და გასცა
რეკომენდაციები.
მოისმინეს:
7. სხდომის თავმჯდომარის - დავით სონღულაშვილის მოხსენება საქართველოს
არქიტექტორების (ნიკოლოზ აბაშიძე, თამაზ გიორგაძე) მიერ წარმოდგენილ
პეტიციაზე მოთხოვნით - „არქიტექტორები სერტიფიცირების ანტიევროპული
წესის წინააღმდეგ!“
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილ საკითხი განხილულ იქნა
კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე და შეთანხმების
თანახმად საჭიროა დამატებითი კონსულტაციები ვადის გადაწევასთან
დაკავშირებით.
პეტიციით წარმოდგენილი საკითხების შესწავლის შედეგად საქართველოს
პარლამენტში დაინიცირდა საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით
სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, ეკა სეფაშვილი, ვასილ ჩიგოგიძე, გოჩა ენუქიძე,
13
გელა სამხარაული, რამინა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არქიტექტურული საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/245;
21.09.2022), რომელიც ითვალისწინებს პეტიციის ავტორების მოთხოვნას
სერტიფიცირების
წესის
მიღების
გადავადების
საკითხზე,
კერძოდ
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად სერტიფიცირების მუხლის მოქმედების
ვადა ჩერდება და გადავადდება 2024 წლის 1 მარტამდე.
აღსანიშნავია, რომ, ვინაიდან სამშენებლო დარგი კომიტეტის საქმიანობის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და სამშენებლო პროცესის
ხარისხიანი მართვისთვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,
კომიტეტი აღნიშნულ საკითხებზე განაგრძობს მუშაობას კომიტეტთან არსებულ
სივრცითი-ტერიტორიული
დაგეგმვის,
არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს ფორმატში.
აზრი გამოთქვეს: შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
გადაწყვიტეს: კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი პეტიცია.
სხდომის თავმჯდომარე:
სხდომის მდივანი:
დავით სონღულაშვილი
მაია ბერძენიშვილი
ოქმს თან ერთვის დოკუმენტური, ვიდეო და აუდიო
ჩანაწერები, რომელიც ინახება კომიტეტის აპარატში
14