საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი პროექტების (№07-2/161; 15.06.2022) განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.10.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-15067/22/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-05
ბიუროს ნომერი 185

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-15067/22 05-10-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მოგმართავთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თხოვნით, რომ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადა გააგრძელოთ 60 დღით საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/161; 15.06.2022). იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წერილი (N2-15055/22 ; 04.10.2022) თან ერთვის. დანართი: 1 ფურცელზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-15055/22 04-10-2022 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კოვზანაძეს ბატონო ირაკლი, თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-2/161; 15.06.2022). აღნიშნული კანონპროექტების განმხილველ ერთ-ერთ კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო წამყვან კომიტეტად − საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, უზრუნველყოთ მათი საკომიტეტო განხილვის ვადის 60 დღით გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge